ყველაზე რთულად აღსაზრდელი ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა “ასტრომაგია”

პოპულარული

ყველაზე რთულად აღსაზრდელი ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა “ასტრომაგია”

ახალ სეზონზე ავტორადიომ” ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა ასტროლოგიის მოყვარულებს და ასტრო-ფსიქოლოგის სოფია ბზეკალავას გადაცემა “ასტრომაგია” შესთავაზა, რომელშიც ავტორი ყველა აქტუალურ თემას განიხილავს და დეტალურად მიაწვდის “ასტრომანებს” მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

სადებიუტო გადაცემა სოფიამ სასწავლო წლის დაწყებას, ბავშვებს დაუთმო და  ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით, მშობლებს პატარებთან ურთიერთობის, მათი წახალისების და საერთო ენის გამონახვის საუკეთესო მეთოდები შესთავაზა.

პირველ რიგში აღსანიშნავია ასტროლოგიური სტატისტიკა, რომლის თანახმად, ყველაზე რთულად აღსაზრდელ ბავშვთა კატეგორიას სამი – ვერძის, ლომის და მორიელის ნიშნით დაბადებული ბავშვები მიეკუთვნებიან.

ვერძი – თუ ბავშვი ცეცხლოვანი ვერძის ნიშნითაა დაბადებული, მაშინ მშობლებს უამრავი პრობლემა ელით, რადგან ცელქი და მოუხელთებელი ვერძი ძალიან რთული აღსაზრდელია. მართალია, უყვარს სიახლეები და ერთგვარი ნოვატორია, მაგრამ არასდროს სწავლობს ჭკუას საკუთარ შეცდომებზე და ხიფათშიც ხშირად ებმება. ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებულ ვერძს არ უყვარს მეორეხარისხოვანი როლების შესრულება და ყოველთვის ცდილობს იყოს ავანგარდში. დარწმუნებულია, რომ ყველაფერს სხვებზე უკეთ აკეთებს და საუკეთესოსაც თვითონ იმსახურებს. თუ თქვენი პატარა ნაკლებად ინტერესდება სწავლით, შესთავაზეთ რთული ამოცანები და დაუსახეთ რთული მიზნები, რადგან ვერძს ძალიან უყვარს გამოწვევები. შეგიძლიათ შეადაროთ წარჩინებულ კლასელებს, თუმცა არ ღირს მისი დათრგუნვა და თავმოყვარეობის შელახვა, დაძალება და შეზღუდვა, რადგან არ დაგემორჩილებათ, ამგვარი დიქტატატი კი, მხოლოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან ამაყი და ფეთქებადი ხასიათის პატრონი ვერძი მარსიანელია (ანუ პლანეტა მარსი მართავს) და ძალიან არ მოსწონს მკაცრი ტონით საუბარი, აგრესიას კი, ყოველთვის აგრესიით პასუხობს.

კურო – კუროს ნიშნით დაბადებული პატარა ყოველთვის დინჯად მოქმედებს, უჭირს უცხო გარემოში ადაპტირება, ახალი მეთოდების ათვისება და თანატოლებთან ურთიერთობა, ძალიან არ უყვარს აჩქარება, რადგან ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს და მხოლოდ მისი გათვალისწინებით მოქმედებს, დაჩქარების შემთხვევაში კი, ზედმეტად იბნევა და იძაბება. მართალია, კურო სხვებთან შედარებით ყველაფერს ნელა ითვისებს, თუმცა, ერთხელ მიღებულ გაკვეთილს კარგად სწავლობს და სამუდამოდ იმახსოვრებს.

ტყუპები – სხარტი აზროვნების პატრონი ტყუპები ყველაზე მარტივად ითვისებენ ინფორმაციას, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანს მერკური – აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მართავს. თუმცა, ტყუპები ყოველთვის ზედაპირულები არიან და მართალია, ძალიან მოსწონთ რამდენიმე საქმის ერთადროულად კეთება, მაგრამ არასდროს მიჰყავთ დაწყებული ბოლომდე, სწრაფად იტაცებთ ახალი საქმე და სწრაფადვე კარგავენ ინტერესს, პრობლემები კი მაშინ ექმნებათ, როცა საკითხის სიღრმისეული შესწავლა ხდება საჭირო და საყვარელი საქმეც მოსაბეზრებელ რუტინას ემსგავსება. უმჯობესია ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება გართობად აქციოთ და ერთგვარ თამაშს დაამსგავსოთ. კარგი იქნება, თუ პატარას ადრეულ ასაკში განუვითარებთ ნებისყოფას და ასწავლით დაწყებული საქმის  ბოლომდე მიყვანას. სხვათაშორის, ტყუპები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ ნიშნით დაიბადნენ ცნობილი მოაზროვნეები, მწერალები და ჟურნალისტები.

კირჩხიბი – ზედმეტად მორცხვი, ასოციალური კირჩხიბი, რომელსაც მთვარე მართავს, ამავდროულად ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. უჭირს უცხო გარემოში ადაპტირება და თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან არ გამოსდის მათთან საერთო ენის გამონახვა და ხშირად სერიოზულ სტრესსაც განიცდის, ამიტომ არაა გამორიცხული ბავშვმა სწავლაზე გული მხოლოდ იმიტომ აიცრუოს, რომ არ მოიწონოს მასწავლებელი ან კლასელები. საუკეთესო გარემო კირჩხიბისთვის სახლია, რადგან ოჯახის წევრებთან უფრო თამამდ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, ვიდრე უცხოებთან. თუმცა, კირჩხიბს საოცარი გარდასახვის უნარი აქვს, ამიტომ თუ დროულად დაეხმარებით შიშისა და კომპლექსების დაძლევაში, ის აუცილებლად წარმატებულ პიროვნებად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ პატარა კირჩხიბის ფსიქოლოგიურ განვითარებაში განსაკუთრებული როლი დედას ენიჭება, რადგან სწორედ დედასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული მისი ფსიქიკის სწორად ჩამოყალიბება. ბუტია და საკუთარ თავში ჩაკეტილი კირჩხიბისთვის აუცილებელია ნდობა და იმ სანდო ადამიანების გარემოში ყოფნა, ვინც ყოველთვის ზუსტად გამოიცნობს მის განწყობას, გრძნობებს და სურვილებს.

ლომი – რთულად აღსაზრდელთა კატეგორიის წარმომადგენელ ლომთან ურთიერთობისას მშობელმა აუცილებლად უნდა დააბალანსოს სიმკაცრე და ლმობიერება, რადგან ზედმეტი დაყვავებით, თავისუფლად შეიძლება ჯერ შინაური ტირანი გაზარდოთ, მერე კი, ნამდვილ პარაზიტად აქციოთ, რომელსაც აუცილებლად უსაზღვრო ამბიციები ექნება. უმჯობესია, თუ ადრეულ ასაკში ასწავლით მოთმინებას, სუსტების მფარველობას და აუხსნით, რომ არ ღირს ქედმაღლობა და ამპარტავნობა. მართალია, ლომს არ უყვარს სწავლა და საკმაოდ ზარმაცია, მაგრამ ყოველთვის ძალიან აქტიურია, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სიამოვნებით დემონსტრირებს საკუთარ შესაძლებლობებს ფართო პუბლიკის წინაშე, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს პატარა ლომს დიდი მსახიობობა, მუსიკოსობა ან პოლიტიკოსობა უნდა. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგწონთ მისი საქციელი, თამამად შეგიძლიათ გააკრიტიკოთ საჯაროდ, რადგან ზედმეტად თავმოყვარე ლომი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგიმტკიცოთ, რომ არ იმსახურებს თქვენს კრიტიკას. ბავშვობიდან შეაჩვიეთ თქვენი პატარა სხვებისთვის ანგარიშის გაწევას, რადგან საკუთარ თავზე ზედმეტად ორიენტირებული, ეგოისტი ნატურის პატრონი, ხშირად ვერ ხვდება, რომ სხვებს ტკივილს აყენებს.

ქალწული – მართალია, ქალწულსაც პლანეტა მერკური მართავს, მაგრამ ტყუპებისგან განსხვავებით, ის ნაკლებად აქტიური და კომუნიკაბელურია. თუმცა, მისი აღზრდა ყველაზე მარტივია, რადგან უსაზღვრო პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ძალიან უყვარს წესრიგის დაცვა. გონიერი და მოაზროვნე ქალწული ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც ნებისმიერ საკითხზე უფროსების მსგავსად უკვე ჩამოყალიბებული, საკუთარი აზრი აქვს და ძალიან რთულია მისი გადარწმუნება ან მოტყუება, რადგან ყველაფერში ლოგიკურ ახსნას ეძებს და ყველა წვრილმანს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. უმჯობესია, თუ მშობელი გულწრფელი იქნება პატარასთნ და სიმართლესაც ყოველთვის შელამაზების გარეშე ეტყვის. მართალია, ქალწული საკმაოდ თამამია, მაგრამ მაინც არ მოსწონს უცხოებთან ურთიერთობა, ყოველთვის თვითონ ირჩევს საინტერესო ადამიანებს და მხოლოდ მათთან მეგობრობს, მეტ-ნაკლებად უჭირს ადაპტაცია, მეცადინეობა კი, იზოლირებულ, მშვიდ გარემოში ურჩევნია. ამასთანავე, აქვს არქიტექტურული ნიჭი, მოსწონს მათემატიკა და  კონსტრუქტორების აწყობა ანუ მცირე დეტალებისგან ერთიანი კომპოზიციის შექმნა, რაც ხშირად ურთულესი ამოცანების ამოხსნასა და საიდუმლოებების გამოძიებაში ეხმარება, ყოველთვის დაუზარელია და სიამოვნებით ასრულებს დავალებებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს სხვებისთვის სასარგებლო და სწორედ ამიტომაა, რომ ზრდასრული ქალწული ყოველთვის კარგი ექიმია.

სასწორი – პლანეტა ვენერას მმართველობის ქვეშ მყოფი სასწორი, პირველ რიგში საკუთარი ვიზუალით გამოირჩევა, რადგან ყოველთვის მომხიბვლელი, დახვეწილი გარეგნობა და თანდაყოლილი გემოვნება აქვს, თავად ირჩევს სამოსს და ყოველთვის ზუსტად უხამებს ფერებს. ამასთანავე, თვითონ მშვიდს და დიპლომატს ძალიან არ უყვარს აგრესია, კამათი და მაღალი ტონით საუბარი, ამიტომ არ ღირს მასთან უხეშად ურთიერთობა, რადგან ამგვარი მოქმედებით მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებთ. ერთადერთი პრობლემა პატარა სასწორისთვის მერყევი ხასიათია, რადგან ყველაფრის ორ მხარეს ხედავს და ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. კარგი იქნება, თუ პატარას ადრეულ ასაკში შეაჩვევთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას და არჩევანის გაკეთებას. ქალწული დაბადებული შემოქმედია, შესაძლოა პროფესიად არასდროს აირჩიოს ხელოვნება, თუმცა მისი ჰობი აუცილებლად იქნება ფერწერა ან მუსიკა. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს, ზრდასრული ყოველთვის კარგი იურისტია  და თუ უსამართლობას გადააწყდა, არც თვითონ მოერიდება აგრესიის გამოვლენას.

მორიელი – ბრძოლის და ნგრევის პლანეტების მარსის და პლუტონის მმართველობის ქვეშ მყოფი მორიელი რთულად აღსაზრდელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან ყველაზე აგრესიულ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, მის მშობლებს კი, განსაკუთრებული მოთმინება და წინდახედულობა სჭირდებათ, რათა  სწორი მიმართულება მისცენ მის ნეგატიურ ემოციებს, ადრეულ ასაკში განუვითარონ  მორალური ფასეულობები და ყოველთვის ხიფათისკენ მიდრეკილი, ზრდასრულ ასაკში უსიამოვნებებისგან, მათ შორის კრიმინალური საქმიანობისგან დაიცვან. მორიელი  მხოლოდ ძლიერ ადამიანებს სცემს პატივს, ამიტომ სანამ მისგან მოითხოვთ რაიმეს, მანამდე საკუთარი პრინციპულობა და სულის სიმტკიცე აჩვენეთ, რადგან სხვა შემთხვევაში ვერასდროს დაიმსახურებთ მის პატივისცემას. პატარა მორიელი ყველაზე ჯიუტი და შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშანია, რომლის დამორჩილება პრაქტიკულად შეუძლებელია, სამუდამოდ იმახსოვრებს წყენას და ძალიან უჭირს სხვების პატიება, ამიტომ საკმაოდ დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, სანამ თქვენს პატარას სულგრძელობას და მოთმინებას, სხვების პატივისცემას და დაფასებას ასწავლით, თუმცა, თუ ნეგატიური თვისებებების დაძლევაში დაეხმარებით, აუცილებლად ძლიერ პიროვნებად გაიზრდება და ლიდერის თვისებებიც საკმარისად ექნება. არაა გამორიცხული მოზარდი მორიელი ფსიქოლოგიით დაინტერესდეს, რადგან ფანტასტიკურ მანიპულატორს ძალიან მოსწონს სხვისი სულის და გონების “ქექვა”. მთავარია, ჰქონდეს მიზანი, რადგან უმიზნო მორიელი დეგრადაციისკენ და თვითგანადგურებისკენაა მიდრეკილი.

მშვილდოსანი – მხიარულ და მეგობრულ, ძალიან ხმაურიან და მოუსვენარ მშვილდოსანს ყოველთვის ბევრი ენერგია აქვს, უყვარს სიცოცხლე, სამყარო და ცხოველები. თუ პატარა  მშვილდოსანი გყავთ სახლში, აუცილებლად აჩუქეთ მას დიდი ძაღლი, რადგან კატები ნაკლებად მოსწონს. ფილოსოფიურად მოაზროვნე მშვილდოსანი მარტივად სწავლობს უცხო ენებს, უყვარს თავგადასავლები და საზღვარგარეთ მოგზაურობა, ინტერესდება სიახლეებით, უცხო ქვეყნის კულტურით, ისტორიით და ხშირად საკუთარ ბედსაც უცხოელს უკავშირებს. მართალია, პატარა მშვილდოსანს ნაკლებად ხიბლავს სწავლა, მაგრამ ყოველთვის ადვილად პოულობს საერთო ენას ადამიანებთან, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და გარშემომყოფების სიყვარულსაც სწრაფად მოიპოვებს, რადგან საუკეთესო მეგობარია, კარგი იუმორის გრძნობა და მუდამ პოზიტიური განწყობა აქვს, უყვარს ხალხმრავლობა, ახლობლების ხშირი სტუმრობა და სტუმრების თავად მასპინძლობა. ერთადერთი პრობლემა, რაც მშვილდოსნის მშობელს შეიძლება შეექმნას – თავისუფლების გადაჭარბებული სიყვარულია, ამიტომ ნურასდროს ეცდებით მის შეზღუდვას ან რაიმეს აკრძალვას, მით უფრო, რომ მშვილდოსანი საკმაოდ ადრე ტოვებს მშობლების სახლს და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას. ამასთანავე ძალიან არ უყვარს სიცრუე, რადგან თვითონ ყოველთვის სიმართლეს ამბობს და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს.

თხის რქა – ძალიან სერიოზული, მოწესრიგებული და პასუხისმგებელი თხის რქა პრაქტიკულად ზრდასრულ ადამიანად იბადება, რომელიც უსაზღვროდ დიდ პატივს სცემს მშობლებს და ოჯახს. ჩვეულებრივ, კარგად სწავლობს, რადგან ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებულია, ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. უცნაურია, მაგრამ თუ პატარა თხის რქა არაფრით ჩამორჩება ზრდასრულ ადამიანს, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად ემსგავსება ბავშვს, როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით.

მერწყული – ასტროლოგიური სტატისტიკის თანახმად, სწორედ მერწყულის ნიშნით იბადება ყველაზე მეტი ვუნდერკინდი, თუმცა განსაკუთრებით ნიჭიერი პატარა მერწყული საოცრად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანია, არ უყვარს შეზღუდვა და სხვისი მითითებების შესრულება. მართალია, არასდროს შეგეწინააღმდეგებათ, მაგრამ ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც თვითონ უნდა. ზოგადად, მერწყული, რომელსაც პლანეტა ურანი მართავს, თავისუფლების სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მან ყველაზე კარგად იცის თავისუფლების ფასი, არ უყვარს დადგენილი ნორმები, ტრადიციები და ყოველთვის ცდილობს სტერეოტიპების დანგრევას, გარდატეხის ასაკში კი, განსაკუთრებულ ყურადღებას გარეგნობას აქცევს და სამოსთან ერთად, ვარცხნილობასაც უცნაურს ირჩევს, რადგან თვითონ არაორდინალურს ყველაფერი მოსწონს, რაც საზოგადოდ მიღებულ ნორმებს სცილდება, ცდილობს იმოქმედოს არასტანდარტულად და სწორედ ამიტომაა, რომ ზრდასრულ მერწყულებს შორის ყველაზე მეტი მეცნიერი, გამომგონებელი და პოლიტიკოსია. მართალია, მცირეწლოვან მერწყულს ნაკლებად მოსწონს სწავლა, თუმცა სფეროში, რომელსაც თვითონ აირჩევს, აუცილებლად წარმატებული იქნება.

თევზები – მგრძნობიარე და სათუთ თევზებს უმჯობესია ფრთხილად, ყოველთვის რბილად და განსაკუთრებული სითბოთი მოეპყროთ, რადგან ყველაფერს ზედმეტად ემოციურად განიცდიან. ბუნებით ჰუმანიტარს, ნაკლებად იტაცებს მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები, სამაგიეროდ ძალიან უყვარს ზღაპრები და ირეალური სამყარო, ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა, თეატრი კი, მისი სტიქიაა და რადგან გარდასახვის არაჩვეულებრივი უნარიც აქვს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ატაროთ სახელოვნებო წრეებზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

27 სექტემბერი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => astrologiuri-rchevebi
                                    [1] => saswori
                                    [2] => sofia-bzekalava
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 289260
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => astrologiuri-rchevebi
                                    [1] => saswori
                                    [2] => sofia-bzekalava
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 289260
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 1912
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => astrologiuri-rchevebi
                                    [1] => saswori
                                    [2] => sofia-bzekalava
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => astrologiuri-rchevebi
                                    [1] => saswori
                                    [2] => sofia-bzekalava
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (289260) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (6198,1912,10990)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306247
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-15 11:18:29
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 07:18:29
                    [post_content] => 13 ნოემბერს ავტორადიოს ეთერში, საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ საინტერესო და მეტად აქტუალურ თემაზე – ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულაზე, ინდივიდუალურ შანსებსა და შესაძლებლობაზე ისაუბრა.

რას ნიშნავს წარმატება 

მართალია, არსებობს გარკვეული ფორმულა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანთან ერთად ხასიათის თავისებურებებიც განსაზღვრავს, მაგრამ წარმატების მთავარ ფაქტორად მაინც საკუთარი თავის რწმენა ითვლება!

თვითრწმენა არა თანდაყოლილი, არამედ ასაკთან ერთად გამომუშავებული თვისებაა, რომელსაც პირველ რიგში ნეგატიური გარემო განაპირობებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განიცდის მარცხს, ხშირად ხდება დაცინვის და დამცირების მსხვერპლი, თუმცა ზოგი პირველსავე სირთულეს ნებდება და უარს ამბობს ბრძოლაზე, ზოგი კი, პირიქით – ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ და სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს.

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ასტროლოგიას ხშირად ფსიქოლოგიის უმცროს დას უწოდებენ, რადგან პირადი ჰოროსკოპის შედგენისას ასტროლოგი სწორედ იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ითვალისწინებს რომელიც ადამიანს დაბადებით დაჰყვა, ყურადღებას ამახვილებს მის სენსიტიურობასა და მორალურ სიძლიერეზე, ბავშვობიდან გამოყოლილ კომპლექსებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.

მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანს ყოველთვის რთული ჰოროსკოპი აქვს, რადგან ერთის მხრივ, მძიმე, პრობლემებით სავსე ბავშვობა გაიარა – მარცხის, დაცინვის და დაუფასებლობის ჩათვლით, მეორეს მხრივ კი, მაინც შეძლო ოპტიმიზმის, იმედის შენარჩუნება. გამომდინარე აქედან, ნებისმიერს შეუძლია გახდეს წარმატებული, მთავარია, არ გატყდეს და არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა. სხვათაშორის, სიტყვას და ფიქრს უზარმაზარი ძალა  და მატერიალიზაციის უნარი აქვს, ამიტომ შემთხვევითი არაა ასტროლოგიის მთავარი დევიზი: „სამყარო კანონზომიერია და ყველაფერი, რასაც გავცემთ აუცილებლად უკან გვიბრუნდება!“

აღსანიშნავია, რომ წარმატების მისაღწევად არაა აუცილებელი განსაკუთრებული განათლების ან არაჩვეულებრივი უნარის ქონა. მეტიც, საოცარი ნიჭის მიუხედავად, ბევრი ვერასდროს აღწევს წარმატებას, რადგან არ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მაშინ როცა, ყველა წარმატებული ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ უნიკალურობაში.

ასტროლოგები ხშირად მიმართავენ გამოთქმას: „აანთე მზე!“ რადგან სწორედ მზეა სითბოსა და სიკაშკაშის სიმბოლო. თუ დაბადებისას ადამიანის ზოდიაქოს ნიშანში მზე იყო, მაშინ მას აუცილებლად ექნება საკუთარი თავის რწმენა, ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია მზე, მით უფრო მაღალია წარმატების შანსი, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას.

შესაძლებელია მზის „დაზიანებაც“ – როცა ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის პროექციას ადამიანი უკვე ზრდასრულ ასაკში ახდენს, ვერ აკეთებს არჩევანს სასიამოვნო და სავალდებულო საქმეს შორის და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს საკუთარი მზის ანთებას.

ზოდიაქოს ნიშნების წარმატების შანსები 

ვერძი -ერთის მხრივ, ეგოისტ და საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებულ, მეორეს მხრივ –  მებრძოლ და საოცარი შესაძლებლობების პატრონ ვერძს, ყოველთვის სჯერა საკუთარი უნიკალურობის, თუმცა როგორ მარტივადაც აღწევს წარმატებას, ზუსტად ისე მარტივად შეუძლია მისი დაკარგვა, რადგან დიპლომატიას მოკლებული, ყველსათან უხეში და უტაქტოა. თუ ვერძის გამოცდა გსურთ, მაშინ ურთულესი ამოცანა დაუსახეთ და სრულად დარწმუნდებით მის შესაძლებლობებში, რადგან რისკის მოყვარული ვერძი, რომელიც არავის უთმობს პირველობას, ნებისმიერ ფასად დაგიმტკიცებთ საკუთარ უპირატესობას. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ენთუზიაზმითაა სავსე, მთელი გულით აკეთებს ნებისმიერ საქმეს და ერთნაირად წარმატებულია როგორც პიარის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ისე სპორტსა და სამხედრო სამსახურში.

კურო – ზანტი და აუჩქარებელი კურო, რომელსაც ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, ყველაფრს ეტაპობრივად აკეთებს, იშვიათად გადადის შტურმზე და თავბრუდამხვევ კარიერასაც სტაბილური სამსახური ურჩევნია. მართალია, ნაკლებად მატერიალისტია, მაგრამ ძალიან უყვარს კომფოტი და კარგად იცის, რომ სწორედ ფული აძლევს ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას. ფრთხილ კუროს ნაკლებად ხიბლავს რისკი და ავანტურა, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობს და მხოლოდ ყველაფრის კარგად გათვლის შემდეგ გადადის მოქმედებაზე. თუ კუროს წარმატების მიღწევა სურს, მაშინ აუცილებლად უნდა გარისკოს და მიიღოს შეთავაზებული სიახლეები, რადგან ცვლილებების უგულველყოფით, როცა ძალიან უჭირს ჩვეული გარემოს და კომფორტის ზონის დატოვება, უამრავ პერსპექტიულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ცნობისმოყვარე და სულსწრაფი ტყუპები საოცრად გონებამახვილები, მრავალმხრივი ნიჭით და სხარტი აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ადამიანები არიან, თუმცა  ძალიან არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. თუ ტყუპებს წარმატების მიღწევა სურთ, აუცილებლად უნდა ისწავლონ დაწყებულის დასრულება და არასდროს ეცადონ, საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარებას.

(ვრცლად...აუდიოჩანაწერი)
                    [post_title] => ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულა, ინდივიდუალური შანსები და შესაძლებლობები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => zodiaqos-nishnebis-warmatebis-formula-individualuri-shansebi-da-shesadzleblobebi-sofia-bzekalavas-saavtoro-gadacema-astromagia
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-15 11:18:29
                    [post_modified_gmt] => 2018-11-15 07:18:29
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306247
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 305017
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-12 13:03:44
                    [post_date_gmt] => 2018-11-12 09:03:44
                    [post_content] => მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

კვირის პირველი ნახევარი - 15 ნოემბრამდე ბევრად წარმატებული იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ვიდრე კვირის ბოლო, როცა დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა. საგრძნობლად გართულდება კომუნიკაცია და ადამიანებს შორის ურთიერთგაგების მოძიება, ნებისმიერი საქმე და ახალი წამოწყება კი, მარცხით დასრულდება.

ვერძი - მზის, იუპიტერის, მერკურის და მარსის ურთიერთდაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს კონტაქტურობასა და კომუნიკაბელურობის უნარზე, ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას, არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ სამართალდამცავებთან ან აღმოაჩინოთ სერიოზული ფინანსური დანაკარგი, გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები კი არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას და ჭორების გავრცელებას. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ახალი პროექტების დაწყებას და საკუთარ თავზე  დამატებითი ვალდებულებების აღებას.

კურო - ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც კვირის პირველ ნახევარში მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როცა შედარებით მარტივი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კარიერული წინსვლა. 15 ნოემბრის შემდეგ კი, უკეთესია  გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და მეტი დაისვენოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ვერ შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მოიმატებს კონფლიქტების და დანაკარგის ალბათობა, საერთო არასტაბილურობა და მოჭარბებული პრობლემები კი, საკუთარი თავის რწმენას დაგაკარგვინებთ, რაც საკმაოდ  ნეგატიურად აისახება ნერვულ სისტემასა და ემოციონალურ მდგომარეობაზე.

ტყუპები - შეეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, როცა არ გაგიჭირდებათ საჭირო კონტაქტების დამყარება, მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვება და საინტერესო პროექტების განხორციელება, კვირის მეორე ნახევარში კი, რომელიც ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, იძულებული გახდებით თავი შეიკავოთ სარისკო და ავანტურული მოქმედებებისგან, სულსწრაფი გადაწყვეტილებებისა და ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, რადგან სწორედ ზედმეტი ხარჯი შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე და ემოციურ არასტაბილურობასთან ერთად ენერგიის დეფიციტის მთავარი მიზეზიც გახდება.

კირჩხიბი - სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, გავლენიანი სპონსორების მოძიებას და მათი ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი იდეების განხორციელებას, სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის გაუმჯობესებას, ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოპოვებას და კარიერულ განვითარებას, თუმცა რადიკალურად განსხვავებული და ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა სულსწრაფობით და დაუფიქრებელი მოქმედებით არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

ლომი - ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. მართალია, კვირის დასაწყისში მეგობრების მხარდაჭერით დაძლევთ რთულ პრობლემებს, მაგრამ კვირის ბოლოს, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ძალიან გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება, გაგიფუჭდებათ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, დაუფიქრებელი მოქმედების და ფულის უყაირათოდ ხარჯვის წყალობით კი, სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და ხელშეკრულებების გაფორმებას, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, აკონტროლეთ ემოციები და შეეცადეთ საღი გონებით შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

ქალწული - მართალია, კვირის პირველ ნახევარში მარტივად შეძლებთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის გაუმჯობესებას, იდეების რეალიზაციას, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას და ხანმოკლე მოგზაურობის მოწყობას, მაგრამ კვირის ბოლოს მაინც გაგიჭირდებათ მატერიალური პრობლემებისგან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტისგან თავის დაღწევა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმის ან ახალი სამსახურის დაწყება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან  არცერთი წამოწყება არ გაამართლებს.

სასწორი - მართალია, საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება და ფინანსური სტაბილურობის მოპოვება, გავლენის სფეროების გაფართოვება და ავტორიტეტის გაძლიერება, მაგრამ მეორე ნახევარში მოვლენების მოულოდნელი ცვლილება ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემასა და ემოციურ მდგომარეობაზე, გაგიჭირდებათ კარიერული წინსვლა და განვითარება, საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა და შეთანხმების მიღწევა, არ ღირს არც ახალ რომანტიკულ ურთიერთობებზე ფიქრი, რადგან ნებისმიერი რომანი მარცხით დასრულდება.

მორიელი - მართალია, ახლა თქვენი დროა და კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით, მაგრამ კვირის მეორე ნახევარი არც თქვენთვის იქნება მსუბუქი. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე 15 ნოემბრამდე მოაგვაროთ, გამოავლინოთ ნიჭი და საუკეთესო თვისებები, განავითაროთ კარიერა, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან და მოიპოვოთ მატერიალური სტაბილურობა, რადგან კვირის  ბოლოს უმიზეზო ეჭვებით შეპყრობილს სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებთან, არ ღირს არც ცდუნებას აყოლა და რისკზე წასვლა, რადგან ვერც სასურველ შედეგს მიაღწევთ და შესაძლოა ფიზიკურადაც იზარალოთ, მიიღოთ ტრავმა ან მძიმე დაზიანება.

მშვილდოსანი - მართალია, საკმაოდ კარგი კვირაა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან. მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, საღად აზროვნება და მოულოდნელად შეცვლილ მოვლენებზე ადეკვატურად რეაგირება. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. მოერიდეთ უცხოების საქმეში ჩარევას და გამოიჩინეთ მეტი ლოიალურობა გარშემომყოფთა სისუსტეების მიმართ, არ ღირს სხვათა ნაკლოვანების ირონიით ხაზგასმა, რადგან საპასუხო რეაქცია აუცილებლად სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება.

თხის რქა - მეტად პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, საჭირო კონტაქტების დამყარებას და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას, ძველი კონფლიქტების მოგვარებას და ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვას. კარგი პერიოდია ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი საქმის დასაწყებად და პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად, კოლექტიური საქმიანობისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, 15 ნოემბრის შემდეგ, სხვების მსგავსად თქვენც განსაკუთრებული სიფრთხილით მოგიწევთ მოქმედება, რადგან მოვლენების დაჩქარების სურვილი აუცილებლად სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ.  მიაქცეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ძველი დაავადება.

მერწყული - მართალია, კვირის პირველ ნახევარში მარტივად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, ავტორიტეტის გაძლიერებას და საკუთარი ინტერესების დაცვას, მეგობართა მხარდაჭერის მოპოვებას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას, მაგრამ, ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის  ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, ადვილად გაღიზიანდებით, უკმაყოფილება გარშემომყოფთა და საკუთარი თავის მიმართ კი, თვითრწმენას დაგაკარგვინებთ. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მართალია, გაგიმართლებთ და მოგეცემათ მატერიალური მგომარეობის გაუმჯობესების და კარიერული წინსვლის შანსი, თუმცა ინეტრულობისა და უგუნებობის წყალობით ვერ შეძლებთ მის გამოყენებას.

თევზები - პოზიტიური  და წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ფინანსურადაც გაძლიერდებით და  პროფესიულადაც განვითარდებით, მიიღებთ მეტად სარფიან და საინტერესო შეთავაზებებს, თუმცა ნაკლებად სასიკეთო და საკმაოდ დაძაბულ მეორე ნახევრში იძულებული გახდებით ისარგებლოთ მცირე პაუზით, რადგან სხვაგვარად მთელ ძალასა და ენერგიას საკუთარ შიშებთან და კომლექსებთან, ილუზორულ მტრებთან და კონკურენტებთან ბრძოლაში დაკარგავთ. მოერიდეთ გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას, კონფლიქტს და უმიზეზო დაპირისპირებას, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა.

 

გეომაგნიტური დღეები - 13, 14 და 15 ნოემბერი.

 

[audio mp3="http://autoradio.ge/wp-content/uploads/2018/11/KVIRIS-1-1.mp3"][/audio]

 

[audio mp3="http://autoradio.ge/wp-content/uploads/2018/11/KVIRIS-2-1.mp3"][/audio]
                    [post_title] => მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => mikheil-cagarelis-kviris-zogadi-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nishnebistvis-13
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-12 13:13:31
                    [post_modified_gmt] => 2018-11-12 09:13:31
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=305017
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 302465
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-05 10:55:16
                    [post_date_gmt] => 2018-11-05 06:55:16
                    [post_content] => მიხეილ ცაგარელის კვირის (5-11 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთის.

7 ნოემბერს - ახალმთვარეობას ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებული ყურადღების, სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რადგან კოსმიური გამოცდის დღე საკმაოდ მძიმე იქნება ყველასთვის. მოიმატებს პრობლემები და სირთულეები, ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ არ ღირს გარისკვა, ახალი პროექტების დაგეგმვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება.

ვერძი - მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, მიმდინარე მოვლენების შეცვლის სურვილი გააქტიურებას გაიძულებთ, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირთვა და გარისკვა, რადგან ვერ შეძლებთ შეცდომებისგან თავის დაღწევას. ამასთანავე, მოგიწევთ ვალების გასტუმრება და ძველი ვალდებულებების შესრულება, მეგობრების და ახლობლების პრობლემების მოგვარება, რაც ხელს შეგიშლით საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, კვირის მეორე ნახევარში, სავსემთვარეობის შემდეგ მაინც მოგეცემათ მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების, საინტერესო შეხვედრების გამართვის და გარკვეული იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა.

კურო - ნაკლებად სასიკეთო 7 ნოემბრის გამოკლებით, საკმაოდ დინამიური და საინტერესო კვირაა. გაძლიერდებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ არ ღირს ყველაფერს ერთდროულად შეჭიდება. მთავარია, ზუსტად განსაზღვროდ საკუთარი სურვილები და სწორად დასახოთ გეგმა, იმოქმედეთ ფრთხილად, წინდახედულად და კარგად გაიაზრეთ ნებისმიერი მოქმედება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პროფესიული წარმატების მიღწევას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვა შემთხვევაში კი, მხოლოდ ფუჭად დახარჯავთ დროს, ფინანსებს და ენერგიას.

ტყუპები - სტაბილური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე  გაგიჭირდებათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მაგრამ თუ შეინარჩუნებთ სიფრთხილეს, იმოქმედებთ მშვიდად, თავშეკავებით და ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, მაშინ კვირა საკმაოდ შედეგიანი იქნება. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დამყარებლად და მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებლად, კოლექტიური საქმიანობისა და თანამოაზრეების მოსაძიებლად, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში.

კირჩხიბი - ახლა თქვენი დროა, რადგან მზე წყლიის სტიქიის მონათესავე ზოდიაქოს ნიშანში - მორიელშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, საკუთარი იდეებით  კოლეგების დაინტერესებას და ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული მოიძიოთ გავლენიანი სპონსორები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ იდეების განხორციელებაში.

ლომი - ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართლია, მიიღებთ მეგობართა და კოლეგათა მხარდაჭერას, რაც დროული და მეტად მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მოგიწევთ მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა, რათა სიზარმაცის, მოჭარბებული ეგოიზმისა და ამბიციების წყალობით არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით მძიმე იქნება 7 ნოემბერი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, ზედმეტად გადაიღლებით, გაღიზიანდებით და ვერ შეძლებთ საღად, ობიექტურად აზროვნებას, სულსწრაფობა და უყაირათობა კი, დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ქალწული - ენერგეტიკულად მძიმე სავსემთვარეობის გამოკლებით, სასიკეთო და მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომისუნარიანობა და პრაგმატულად აზროვნების უნარი. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ახალი იდეების ჩამოყალიბებლად და მათ განსახორციელებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხანმოკლე შვებულების მოსაწყობად, თუმცა არ ღირს ხანგრძლივ, შორეულ მოგზაურობაში გამგზავრება.

სასწორი - საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ინტუიციის წყალობით, მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას, გააფართოვებთ გავლენის სფეროებს და შეძლებთ ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას. კარგი პერიოდია ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, შესაძლოა აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, თუმცა არ ღირს ახალ სასიყვარულო თავგადასავლებში ჩაბმა, რომელიც აუცილებლად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ სავსემთვარეობის დღეს, როცა გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება და საჭირო ცვლილებების განხორციელება.

მორიელი - კვირის ფავორიტი სწორედ თქვენ ბრძანდებით, რადგან მზე ახლა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნოთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ინტუცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ რთული პრობლემების მარტივად დაძლევაში. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისა და მატერიალური სტაბილურობის მოსაპოვებლად, გავლენის სფეროს გასაფართოვებლად და ავტორიტეტის ასამაღლებლად, ოჯახის წევრებსა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, თუმცა 23 ნოემბრამდე არ ღირს ოჯახის შექმნაზე ფიქრი, რადგან პლანეტა ვენერასა და ურანის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება ნებისმიერი წყვილის ოჯახურ ურთიერთობაზე.

მშვილდოსანი - ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან გააქტიურებეული მტრები და მოშურნეები არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგებს თქვენს ზურგს უკან. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, არაა გამორიცხული უმნიშვნელო უსიამოვნება საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რისი მიზეზიც თქვენი სულსწრაფობა და დაუფიქრებელი მოქმედება გახდება. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, რადგან ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, დროს და ენერგიას კი, ფუჭად დახარჯავთ.

თხის რქა - საკმაოდ დინამიური და ნაყოფიერი კვირაა 7 ნოემბრის გამოკლებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია კოლეგებსა და ოჯახის წევრებთან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, ოპონენტებთან კომპრომისის მოსაძიებლად და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებლად, კოლექტიური საქმიანობისთვის, სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, შინარჩუნოთ სიმშვიდე, გაითვალისწინოთ კომპეტენტური ადამიანების რჩევა და იმოქმედოთ თანამიმდევრულად.

მერწყული - ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ ღირს გადატვირთვა, რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეჭიდება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მით უფრო, რომ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობისას, რადგან მოგიწევთ საკუთარი პოზიციების და ავტორიტეტის დაცვა.  უმჯობესია მიიღოთ მეგობართა დახმარება და სწორედ მათი დახმარებით სცადოთ უსიამოვნებების ეტაპობრივად დაძლევა.

თევზები - მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, რთული პრობლემების მარტივად დაძლევას და იდეების განხორციელებას. თუმცა მოჭარბებული ემოციები, რაც პირად ურთიერთობაში გამოგადგებათ, ხელს შეგიშლით საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებასა და სასურველი შედეგის მღწევაში. კარგი პერიოდია ახალი და საინტერესო პროექტების დასაწყებად, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან მოიძიოთ ახალი სამსახური.

 

გეომაგნიტური დღეები - 5, 7, 8 და 9 ნოემბერი. 

 

[audio mp3="http://autoradio.ge/wp-content/uploads/2018/11/KVIRIS-1.mp3"][/audio]

 

[audio mp3="http://autoradio.ge/wp-content/uploads/2018/11/KVIRIS-2.mp3"][/audio]
                    [post_title] => მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთის (5-11 ნოემბერი)
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => mikheil-cagarelis-kviris-zogadi-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nishnebistis-5-11-noemberi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-05 10:57:37
                    [post_modified_gmt] => 2018-11-05 06:57:37
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=302465
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 306247
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-11-15 11:18:29
            [post_date_gmt] => 2018-11-15 07:18:29
            [post_content] => 13 ნოემბერს ავტორადიოს ეთერში, საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ საინტერესო და მეტად აქტუალურ თემაზე – ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულაზე, ინდივიდუალურ შანსებსა და შესაძლებლობაზე ისაუბრა.

რას ნიშნავს წარმატება 

მართალია, არსებობს გარკვეული ფორმულა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშანთან ერთად ხასიათის თავისებურებებიც განსაზღვრავს, მაგრამ წარმატების მთავარ ფაქტორად მაინც საკუთარი თავის რწმენა ითვლება!

თვითრწმენა არა თანდაყოლილი, არამედ ასაკთან ერთად გამომუშავებული თვისებაა, რომელსაც პირველ რიგში ნეგატიური გარემო განაპირობებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განიცდის მარცხს, ხშირად ხდება დაცინვის და დამცირების მსხვერპლი, თუმცა ზოგი პირველსავე სირთულეს ნებდება და უარს ამბობს ბრძოლაზე, ზოგი კი, პირიქით – ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ და სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს.

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ასტროლოგიას ხშირად ფსიქოლოგიის უმცროს დას უწოდებენ, რადგან პირადი ჰოროსკოპის შედგენისას ასტროლოგი სწორედ იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ითვალისწინებს რომელიც ადამიანს დაბადებით დაჰყვა, ყურადღებას ამახვილებს მის სენსიტიურობასა და მორალურ სიძლიერეზე, ბავშვობიდან გამოყოლილ კომპლექსებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.

მიზანდასახულ და წარმატებულ ადამიანს ყოველთვის რთული ჰოროსკოპი აქვს, რადგან ერთის მხრივ, მძიმე, პრობლემებით სავსე ბავშვობა გაიარა – მარცხის, დაცინვის და დაუფასებლობის ჩათვლით, მეორეს მხრივ კი, მაინც შეძლო ოპტიმიზმის, იმედის შენარჩუნება. გამომდინარე აქედან, ნებისმიერს შეუძლია გახდეს წარმატებული, მთავარია, არ გატყდეს და არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა. სხვათაშორის, სიტყვას და ფიქრს უზარმაზარი ძალა  და მატერიალიზაციის უნარი აქვს, ამიტომ შემთხვევითი არაა ასტროლოგიის მთავარი დევიზი: „სამყარო კანონზომიერია და ყველაფერი, რასაც გავცემთ აუცილებლად უკან გვიბრუნდება!“

აღსანიშნავია, რომ წარმატების მისაღწევად არაა აუცილებელი განსაკუთრებული განათლების ან არაჩვეულებრივი უნარის ქონა. მეტიც, საოცარი ნიჭის მიუხედავად, ბევრი ვერასდროს აღწევს წარმატებას, რადგან არ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მაშინ როცა, ყველა წარმატებული ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ უნიკალურობაში.

ასტროლოგები ხშირად მიმართავენ გამოთქმას: „აანთე მზე!“ რადგან სწორედ მზეა სითბოსა და სიკაშკაშის სიმბოლო. თუ დაბადებისას ადამიანის ზოდიაქოს ნიშანში მზე იყო, მაშინ მას აუცილებლად ექნება საკუთარი თავის რწმენა, ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია მზე, მით უფრო მაღალია წარმატების შანსი, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას.

შესაძლებელია მზის „დაზიანებაც“ – როცა ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის პროექციას ადამიანი უკვე ზრდასრულ ასაკში ახდენს, ვერ აკეთებს არჩევანს სასიამოვნო და სავალდებულო საქმეს შორის და სწორედ ამიტომ ვერ ახერხებს საკუთარი მზის ანთებას.

ზოდიაქოს ნიშნების წარმატების შანსები 

ვერძი -ერთის მხრივ, ეგოისტ და საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებულ, მეორეს მხრივ –  მებრძოლ და საოცარი შესაძლებლობების პატრონ ვერძს, ყოველთვის სჯერა საკუთარი უნიკალურობის, თუმცა როგორ მარტივადაც აღწევს წარმატებას, ზუსტად ისე მარტივად შეუძლია მისი დაკარგვა, რადგან დიპლომატიას მოკლებული, ყველსათან უხეში და უტაქტოა. თუ ვერძის გამოცდა გსურთ, მაშინ ურთულესი ამოცანა დაუსახეთ და სრულად დარწმუნდებით მის შესაძლებლობებში, რადგან რისკის მოყვარული ვერძი, რომელიც არავის უთმობს პირველობას, ნებისმიერ ფასად დაგიმტკიცებთ საკუთარ უპირატესობას. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყოველთვის ენთუზიაზმითაა სავსე, მთელი გულით აკეთებს ნებისმიერ საქმეს და ერთნაირად წარმატებულია როგორც პიარის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ისე სპორტსა და სამხედრო სამსახურში.

კურო – ზანტი და აუჩქარებელი კურო, რომელსაც ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, ყველაფრს ეტაპობრივად აკეთებს, იშვიათად გადადის შტურმზე და თავბრუდამხვევ კარიერასაც სტაბილური სამსახური ურჩევნია. მართალია, ნაკლებად მატერიალისტია, მაგრამ ძალიან უყვარს კომფოტი და კარგად იცის, რომ სწორედ ფული აძლევს ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას. ფრთხილ კუროს ნაკლებად ხიბლავს რისკი და ავანტურა, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობს და მხოლოდ ყველაფრის კარგად გათვლის შემდეგ გადადის მოქმედებაზე. თუ კუროს წარმატების მიღწევა სურს, მაშინ აუცილებლად უნდა გარისკოს და მიიღოს შეთავაზებული სიახლეები, რადგან ცვლილებების უგულველყოფით, როცა ძალიან უჭირს ჩვეული გარემოს და კომფორტის ზონის დატოვება, უამრავ პერსპექტიულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ცნობისმოყვარე და სულსწრაფი ტყუპები საოცრად გონებამახვილები, მრავალმხრივი ნიჭით და სხარტი აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ადამიანები არიან, თუმცა  ძალიან არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. თუ ტყუპებს წარმატების მიღწევა სურთ, აუცილებლად უნდა ისწავლონ დაწყებულის დასრულება და არასდროს ეცადონ, საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარებას.

(ვრცლად...აუდიოჩანაწერი)
            [post_title] => ზოდიაქოს ნიშნების წარმატების ფორმულა, ინდივიდუალური შანსები და შესაძლებლობები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => zodiaqos-nishnebis-warmatebis-formula-individualuri-shansebi-da-shesadzleblobebi-sofia-bzekalavas-saavtoro-gadacema-astromagia
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-11-15 11:18:29
            [post_modified_gmt] => 2018-11-15 07:18:29
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306247
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 149
    [max_num_pages] => 50
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_privacy_policy] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 561719674baaf45d6d70c4c05d8933c0
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები