თბილისმა თავისი ინტერესები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე უნდა დაიცვას – ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან

პოპულარული

თბილისმა თავისი ინტერესები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე უნდა დაიცვას – ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან

თვითმმართველობასთან ურთიერთობის დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, ახალი ძალა, რომელიც ფორმირების პროცესშია და საზოგადოებას ისეთი ადამიანების წინა პლანზე გამოსვლას სთავაზობს, რომლებსაც პოლიტიკასთან აშკარა და უშუალო შეხება შედარებით უფრო ნაკლები ჰქონდათ,“ – ეს „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის, უპირატესობებია, რომელსაც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში თავად უსვამს ხაზს.

შერგელაშვილს დედაქალაქის უმთავრეს პრობლემად ტრანსპორტი მიაჩნია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თავისი კონკრეტული გეგმებიც აქვს.

  • რა არის თქვენი უპირატესობა, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?

თენგიზ შერგელაშვილი: ჩემი პერსონალური უპირატესობა არის ის, რომ ყველა კანდიდატისგან განსხვავებით, ყველაზე დიდხნიანი პროფესიული საქმიანობა მაკავშირებს თვითმმართველობასთან. ვიყავი ჩართული საკმაოდ წინა პოზიციებზე 2001-2002 წლების რეფორმაში, ასევე, 2005 წლის რეფორმაშიც, მაგრამ მაშინ ყოველთვის წინააღმდეგობაში ვიყავი სახელისუფლებო პოზიციებთან. 2012-დან 2016 წლამდე ამ საქმიანობაში უკვე სამთავრობო სტრუქტურიდან ვიყავი ჩართული. ძალიან ბევრი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება მაქვს და  შესაბამისად, ჩემი ხედვები ეფუძნება იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც არსებობს ევროპის ათეულობით ქალაქში, სადაც მე პირადად სამუშაო ურთიერთობა მქონია. ამავდროულად, „შენების მოძრაობა“ არის ახალი პოლიტიკური გუნდი, ახალი ძალა, რომელიც ფორმირების პროცესშია და საზოგადოებას ისეთი ადამიანების წინა პლანზე გამოსვლას სთავაზობს, რომლებსაც პოლიტიკასთან აშკარა და უშუალო შეხება შედარებით უფრო ნაკლები ჰქონდათ. ეს არის მომავლის პოლიტიკური ძალა და შესაბამისად, ჩვენ ვარჩევთ კანდიდატებს პროფესიული ნიშნით. ამის მაგალითია თბილისის მერის კანდიდატის შერჩევაც.

 

ჩემი პერსონალური უპირატესობა არის ის, რომ ყველა კანდიდატისგან განსხვავებით, ყველაზე დიდხნიანი პროფესიული საქმიანობა მაკავშირებს თვითმმართველობასთან.

 

  • რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება?

თენგიზ შერგელაშვილი: უმთავრესი დაპირება არის ის, რომ თბილისი მართლა თვითმმართველობად გადაიქცევა და ის სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში რაიმე სუსტ პარტიასთან, ცენტრალურ ორგანოებთან  ურთიერთობით არ იქნება განპირობებული. ის იქნება განპირობებული თბილისელი მოქალაქეების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. მთავარი პრობლემა, რაც ყველა ხელისუფლებას ჰქონდა თბილისში, იყო ის, რომ ის იყო ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალს, აბალანსებდა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ძალოვნების ინტერესებს, ამით იყო თავიდან ბოლომდე დაკავებული და ნაკლებად  მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ შევქმნით ისეთ თბილისს, რომელიც მოქალაქეებთან იქნება ანგარიშვალდებული და ამ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, როგორებიცაა გარემოსდაცვა, ტრანსპორტის სექტორი, მშნებლობის, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური სფერო და ა.შ.

 

უმთავრესი დაპირება არის ის, რომ თბილისი მართლა თვითმმართველობად გადაიქცევა და ის სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში რაიმე სუსტ პარტიასთან, ცენტრალურ ორგანოებთან  ურთიერთობით არ იქნება განპირობებული.

 

  • როგორ აპირებთ ამ დაპირების შესრულებას და რა ვადაში?

თენგიზ შერგელაშვილი: საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ვადას განვსაზღვრავთ 4-წლიანი პერიოდით იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო პერიოდი. ყველა სფეროში ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს. მაგალითად, როდესაც საუბარია, რომ ქალაქში არის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ტრანსპორტი. ტრანსპორტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი. პირველი ის, რომ მთლიანად სატრანსპორტო ქსელი უნდა შეიცვალოს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში, რადგან დღეს ჩვენ ხშირად პარალელურად ურთიერთწინააღმდეგობაში მომუშავე სისტემა გვაქვს – ერთი მხრივ, 1990-იანი წლებიდან აბსოლუტურად ქაოსურად შექმნილი მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა გვაქვს და, მეორე მხრივ, მუნიციპალური ავტობუსების სქემა. ხშირად ეს მარშრუტები ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩვენ მივალთ იმ სისტემამდე, როდესაც ძირითადი ხაზებით სატრანზიტო დერეფნებში იმოძრავებს ავტობუსები და მიკროავტობუსების როლი იქნება შედარებით უფრო მცირე დისტანციებზე, რომ ძირითად საკვანძო ადგილებში მოიყვანოს მგზავრები. მიკროავტობუსები აღარ ივლიან ჭავჭავაძეზე და რუსთაველზე. განვაახლებთ ავტობუსებს და გვექნება  სრულიად ევროპული მოდელები. დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ და დავასრულოთ ერთი ტრამვაის ხაზის მშენებლობა. ზოგადად, თბილისში, მინიმუმ, ტრამვაის 5 ხაზია ასაშენებელი. ამ 4 წელიწადში შეიძლება, ერთი ძირითადი ტრამვაის ხაზის აშენება, რომლის მარშრუტი იქნება დელისი-ჭავჭავაძე-რუსთაველი-ორთაჭალა. ვგეგმავთ 3 საბაგირო გზის აშენებას: სამგორი-ვაზისუბანი, ზღვისუბანი-გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა-ნუცუბიძე. ასევე, უნდა მოვახდინოთ ტაქსების რეგისტრაცია, რომ ვიცოდეთ, რა ტაქსები გვყავს. მათ გარკვეული მოთხოვნები უნდა ჰქონდეთ, თბილისში ტაქსები ყოველდღე ცარიელები არ უნდა დადიოდნენ. ამას გარკვეული განრიგი სჭირდება. განვითარდება ტაქსის სადგომები და გამოძახების სისტემა, რომ ტაქსი არ იყოს დამატებითი ტვირთი სატრანსპორტო ნაკადებისთვის.

 

ჩვენ შევქმნით ისეთ თბილისს, რომელიც მოქალაქეებთან იქნება ანგარიშვალდებული და ამ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ პრობლემებს.

 

ქუჩაში ძირითად პრობლემებს ქმნის ცარიელი ტაქსების და მიკროავტობუსების ხაზიდან ხაზში გადასვლა, მგზავრების ძებნა, რაც ქაოსის გამომწვევი მთავარი ფაქტორია. ამ ფაქტორს ჩვენ აღმოვფხვრით იმით, რომ მიკროავტობუსები სხვა მარშრუტებით ივლიან, ძირითად სატრანზიტო დერეფნებში ისინი არ იმოძრავებენ. ტაქსების რაოდენობა იქნება რეგულირებული. ტაქსისთვის გვაქვს სპეციალური სუბსიდირების პროგრამა: თუ ისინი ჰიბრიდულ მანქანებს შეიძენენ, ჩანაცვლების დროს გარკვეული ნაწილის სუბსიდირებას ჩვენ მოვახდენთ. ამისთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს გათვალისწინებული. თბილისის ცენტრალურ უბნებში გამოვყოფთ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, მიუხედავად მათი სოციალური და ფიზიკური მდგომარეობისა, თანაბარ ვითარებაში, ქალაქის ცენტრში, ფეხით სასიარულო მონაკვეთში ქალაქური ცხოვრებით იცხოვრონ. ასეთ ადგილებში ტრანზიტული მანქანები აღარ ივლიან.

 

ვგეგმავთ 3 საბაგირო გზის აშენებას: სამგორი-ვაზისუბანი, ზღვისუბანი-გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა-ნუცუბიძე.

 

  • დღეს რა არის ჩვენი დედაქალაქის მთავარი პრობლემა?

თენგიზ შერგელაშვილი: უწესრიგობა! უწესრიგობა მშენებლობაში, ტრანსპორტში, სოციალურ სფეროში.

 

მთავარი კონკურენტი არის დღეს მოქმედი ხელისუფლების კანდიდატი, რასაკვირველია.

 

  • როგორ აპირებთ ამ პრობლების გადაჭრას?

თენგიზ შერგელაშვილი: მშენებლობებთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ სრულყოფილი გენერალური გეგმა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, შემოვა, რა თქმა უნდა, სიახლეები. მათ შორის გამწვანებასთან მიმართებაშიც. მშენებლობასთან დაკავშირებული გამწვანების სტანდარტები გაიზრდება. 33 უბნიდან, დაახლოებით, 9-ში გვაქვს მეტ-ნაკლებად ადეკვატური გამწვანების სისტემა. ჩვენ დამატებით თბილისში 10 პარკს შევქმნით იმ უბნებში, სადაც დიდი რადიუსით არ არის ასეთი სკვერები. ამას, რასაკვირველია, გენერალური გეგმის და დეტალური განაშენიანების გეგმების საფუძველზე განვახორციელებთ. პარკი, რომელსაც შევქმნით, 2-დან 4 ჰექტრამდე მოცულობის იქნება, ხოლო სკვერები შედარებით მცირე მოცულობის – 100-დან 500 კვ.მ-მდე.  იქ, სადაც შეუძლებელია გამწვანება, ინოვაციურ მეთოდებსაც დავნერგავთ ტერასული ქოთნებით.

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჯანდაცვის სფეროშიც – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დაზღვევის პროგრამა, 400 ათასამდე თბილისელს შეეხება ეს პროგრამა. თუ პაციენტი გარკვეულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დაზღვევიდან და ეს არის, დავუშვათ, 80%, დანარჩენი თანხა ან თავად უნდა დაფაროს ან მერიაში უნდა დაწეროს განცხადება და დახმარება ითხოვოს. ჩვენ ამ თანადაფინანსების კომპონენტს დავაზღვევთ. ასევე, ამ დაზღვევაში თანადაფინანსების გარდა, პირველადი ჯანდაცვის კომპონენტის დაფინანსებაც შევა, მედიკამენტების კომპონენტის გაფართოება. იმის ნაცვლად, რომ დღეს ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ქაოტური განცხადებების საფუძველზე, ამას ჩვენ მოვაქცევთ დაზღვევის სისტემაში, რომელიც დეტალურად დაანგარიშებული და წინასწარ განსაზღვრულია. ეს ყველაფერი ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯანდაცვასთან მიმართებით გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხედვა და ამის პირველი ნაბიჯი გათვალისწინებული გვაქვს თბილისთან მიმართებაში.

 

მიკროავტობუსები აღარ ივლიან ჭავჭავაძეზე და რუსთაველზე. განვაახლებთ ავტობუსებს და გვექნება სრულიად ევროპული მოდელები. დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ და დავასრულოთ ერთი ტრამვაის ხაზის მშენებლობა.

 

  • რა ვადაში აპირებთ ამ გეგმის განხორციელებას?

თენგიზ შერგელაშვილი: ყველაფერს აქვს თავის ტექნოლოგიური დრო. პირველ თვეებში დასამტკიცებელია ყველა ძირითადი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც თბილისი უნდა ვითარდებოდეს. ვინც ასეთ გეგმას თვეების მიხედვით გაწერს, ყველა იქნება არასერიოზული. ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, ამ 4 წლის განმავლობაში ყველა შესრულდება.

  • თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება მერიის საქმიანობა, რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით?

თენგიზ შერგელაშვილი: ჯერ ერთი, რაიონის გამგეობების რაოდენობა გაიზრდება და იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით. შეიკუმშება მერიის ცენტრალური აპარატი და გაიზრდება საუბნო ადმინისტრაციებში რაოდენობა. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. კერძოდ, ჩვენ გვექნება სიახლე, რომ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ონლაინრეჟიმში დააკვირდნენ მათი განცხადებების განხილვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განახევრდება დრო, რომელიც ადმინისტრაციული რესურსისთვის არის ხოლმე საჭირო. ხშირად განცხადებების განხილვა თვეობით გრძელდება. რიგით მოქალაქეს ექნება საშუალება, თუ რამე პრობლემას წააწყდება თავისივე უბანში, პირდაპირ გადაუღოს სურათი, ატვირთოს სპეციალურ რუკაზე და იქ ჩაირთვება ე.წ. ტაიმერი – რა ნაბიჯებს დგამს მერია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. 

თბილისში დაგეგმილია არაერთი სტრუქტურული ცვლილება. თბილისი ცენტრალური ხელისუფლების წინაშე დასვამს ბევრ საკითხს, რომელიც მისთვის აქტუალურია. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივი დატოვების შესახებ; ცალკეულ ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ თბილისმა თავისი ინტერესები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე უნდა დაიცვას.

 

 

 

ქუჩაში ძირითად პრობლემებს ქმნის ცარიელი ტაქსების და მიკროავტობუსების ხაზიდან ხაზში გადასვლა, მგზავრების ძებნა, რაც ქაოსის გამომწვევი მთავარი ფაქტორია.

 

  • საკადრო ცვლილებებს თუ განახორციელებთ?

თენგიზ შერგელაშვილი: ივლისიდან ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, ჩვენ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, მოვიქცევით ამ კანონის შესაბამისად. პირველ რიგში, მოხდება მერიის და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების სტრუქტურული დალაგება, განისაზღვრება დეტალური ფუნქციები და, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენი მერიაში მისვლის შემდგომ დავიწყებთ პროფესიონალების თავმოყრას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება იცვლება, არ უნდა ხდებოდეს საჯარო კადრების მასიური გადინება და შემოდინება.

 

თბილისის ცენტრალურ უბნებში გამოვყოფთ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, მიუხედავად მათი სოციალური და ფიზიკური მდგომარეობისა, თანაბარ ვითარებაში, ქალაქის ცენტრში, ფეხით სასიარულო მონაკვეთში ქალაქური ცხოვრებით იცხოვრონ.

 

  • დღეს თბილისისთვის რაც ყველაზე თვალშისაცემია, ეს არის ტრანსპორტი – პარკირება და საცობები, გამწვანება და უნებართვო მშენებლობები. მიიჩნევთ თუ არა მთავარ პრობლემად და როგორ მოაგვარებთ?

თენგიზ შერგელაშვილი: პარკირებასთან დაკავშირებით მერობის თითქმის ყველა კანდიდატი არასწორ აქცენტებს სვამს, რომ, თითქოს, „სითი პარკშია“ მთავარი პრობლემა. ეს ასე არაა. „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ცუდია. სამწუხაროდ, ამის შედეგები თბილისის მაშინდელმა მესვეურებმა არ გაითვალისწინეს. სინამდვილეში თბილისში პარკირების რეგულირება არის თავიდან ბოლომდე მერიის ხელში. „სითი პარკი“ მხოლოდ და მხოლოდ ოპერირებს. ჩვენ გვაქვს ნახევარი მილიონი მანქანა და გვაქვს 33,000 საპარკინგე ადგილი. ადგილები უნდა გაიზარდოს. აუცილებლად უნდა შემოვიდეს ზონალურობის პრინციპი, სად ჩერდება მანქანა? რა სახეობის მანქანაა და რა დროით ჩერდება, ამის შეზღუდვები სხვადასხვა ზონაში განსხვავებული უნდა იყოს. რომელიმე ქალაქში გარკვეული შეზღუდვების გარეშე პარკირების რეგულირება გამორიცხულია. ამ მიმართულებით შემოვიტანთ რეგულაციებს, მაგალითად, პარკირების ყველა ადგილზე რომ  იყოს ერთგვარი სენსორი, რომ მობილური აპლიკაციებით მოქალაქემ შეძლოს თავისუფალი ადგილების განსაზღვრა. უნდა დაემატოს მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ადგილები.  სატრანსპორტო სფეროში მიკროავტობუსების რეგულირების არსებითი ცვლილებები, ტაქსების ცვლილებები, ახალი სატრანზიტო დერეფნების შექმნა და ცალკეული კვანძების მოდიფიკაცია და პარკირების სისტემის რეგულირება მთლიანობაში საცობების არსებით განტვირთვას გამოიწვევს. ჩვენ თუ მოვაწესრიგებთ მთლიანად მოძრაობის სისტემას, თუ მოსახერხებელს და კომფორტულს გავხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოქალაქეების გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სიტუაცია გაცილებით შეიცვლება. ჩვენ აუცილებლად გვექნება სააბონენტო სისტემა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯანდაცვასთან მიმართებით გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხედვა და ამის პირველი ნაბიჯი გათვალისწინებული გვაქვს თბილისთან მიმართებაში.

 

  • რას გულისხმობთ სააბონენტო სისტემაში?

თენგიზ შერგელაშვილი: ტრანსპორტის ყველა სახეობაზე რომ ერთი ბილეთი იყოს, ერთიანი საბილეთე სისტემა რომ იყოს მეტროზე, ავტობუსზე, პერსპექტივაში ტრამვაისა და საბაგიროზე და სააბონენტო – ერთთვიანი ან ორკვირიანი აბონემენტი, რომ მგზავრი მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდეს. ჩვენ გვექნება დამატებითი სტიმულები, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთელი ეს ღონისძიებათა ერთობლიობა მოგვცემს ჩვენ საცობების შემცირებას და ეტაპობრივად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აგრეთვე.

 

მშენებლობასთან დაკავშირებული გამწვანების სტანდარტები გაიზრდება.

 

  • როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, რას გეგმავთ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის?

თენგიზ შერგელაშვილი: როცა ვსაუბრობდი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქამდე რომ მიხვიდე, საჭიროა გადაადგილება. მხედველობაში მაქვს ტროტუარები, სხვადასხვა ადგილი და ა.შ. ეს გადაადგილება ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი უნდა იყოს, ასაკის თუ სხვადასხვა მდგომარეობის მიუხედავად, იქნება ეს საბავშვო ეტლი თუ შშმ პირთათვის განკუთვნილი. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის, რომ ქალაქი იყოს ყველასთვის. ინკლუზიურობა ქართულად ნიშნავს, რომ ქალაქი სწორედ რომ უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენს პროგრამაში მითითებული გვაქვს, რომ მერიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იქნება, დეტალურად ინახოს ყველა ის ადგილი, სადაც გადაადგილების პრობლემაა, ჩაატაროს ინვენტარიზაცია, სად რა ინფრასტრუქტურული ცვლილება არის გასატარებელი, რომ შესაძლებელი იყოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი ფიზიკური მახასიათებლებისა, თანაბრად გადაადგილება.

 

 

33 უბნიდან, დაახლოებით, 9-ში გვაქვს მეტ-ნაკლებად ადეკვატური გამწვანების სისტემა. ჩვენ დამატებით თბილისში 10 პარკს შევქმნით იმ უბნებში, სადაც დიდი რადიუსით არ არის ასეთი სკვერები.

 

  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენ კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას და პირველ ყოვლისა, რომელს?

თენგიზ შერგელაშვილი: ჩვენი თანამშრომლობა იქნება საკრებულოსთან. იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც საკრებულოში იქნებიან წარმოდგენილნი, თანამშრომლობა ჩვეულებრივ ფორმატში მოხდება. მერობის კანდიდატებს შორის თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. მერმა, მინიმუმ, თვეში ერთხელ საკრებულოში უნდა იაროს და ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას და საკრებულოს. ჩვენ ამ მხრივ აქტიურად ვითანამშრომლებთ.

  • ამ ეტაპზე ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?

თენგიზ შერგელაშვილი: მთავარი კონკურენტი არის დღეს მოქმედი ხელისუფლების კანდიდატი, რასაკვირველია.

 

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჯანდაცვის სფეროშიც – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დაზღვევის პროგრამა, 400 ათასამდე თბილისელს შეეხება ეს პროგრამა.

 

  • რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში, თბილისის გარდა?

თენგიზ შერგელაშვილი: 17-18 წელია, ჩემი საქმიანობა სულ მუნიციპალიტეტთან არის დაკავშირებული. შემოვლილი მაქვს ძალიან ბევრი პატარა ქალაქი, ისეთი ქალაქები, რომლებიც არც კი გაგვიგია ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. მცირე მუნიციპალიტეტიდან შემოვლილი მაქვს არა როგორც ტურისტს, არამედ როდესაც მიწევდა მერებთან, ბურგომისტრებთან ურთიერთობა. ძალიან ბევრი ევროპული ქალაქია კარგი. თბილისის მასშტაბის ქალაქებიდან გამოვყოფდი პრაღას. გერმანიაში ძალიან ბევრი თბილისის მასშტაბის ქალაქია. 

პრაღა არის ქალაქი მოქალაქეებისთვის. ქალაქის სხვადასხვა ადგილსა და ზონაში შესაბამისი გარემოა, რათა ადამიანებმა კომფორტულად იცხოვრონ.

 

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება იცვლება, არ უნდა ხდებოდეს საჯარო კადრების მასიური გადინება და შემოდინება.

 

  • პრაღაში თუ არის რამე ისეთი დეტალი, რომელსაც თბილისშიც ისურვებდით, რომ ყოფილიყო?

თენგიზ შერგელაშვილი: დიახ, პრაღის ცენტრი, სადაც მოქალაქეები დადიან თავისუფლად, სარგებლობენ ფეხით სასიარულო ზონებით. ცენტრიდან ოდნავ მოშორებით ძალიან მოდერნისტული შენობებია. ძველი ისტორიული მემკვიდრეობა და სიახლე და თანამედროვე დეტალები შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პრაღის მერიაში 1900 ადამიანი მუშაობს, ჩვენთან – 2500.

 

 

თათია კაკიაშვილი 

ახალი ამბები /

|

4 ოქტომბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => interviu
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => tengiz-shergelashvili
                                    [3] => gegmebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 171108
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => interviu
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => tengiz-shergelashvili
                                    [3] => gegmebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 171108
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 646
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => interviu
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => tengiz-shergelashvili
                                    [3] => gegmebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => interviu
                                    [1] => fortunas-temebi
                                    [2] => tengiz-shergelashvili
                                    [3] => gegmebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (171108) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (19250,17973,16975,646,20173,228,16375)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 309285
                    [post_author] => 22
                    [post_date] => 2018-11-27 11:44:07
                    [post_date_gmt] => 2018-11-27 07:44:07
                    [post_content] => არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდი ღიად გააკრიტიკა და მიუთითა, რომ „გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა“ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა.

პარტიის თავმჯდომარის განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ეგზიტპოლებმა გამოიწვია, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოქვეყნდა. მან ცესკოს შედეგებთან ამ მონაცემების ცდომილებას სირცხვილი უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებთან ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა.

საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაცრი საუბარი ჯერ არ დაუსრულებია და მისი განცხადებები მომავალ საკადრო ცვლილებებზე მიანიშნებს.


მოსალოდნელი ცვლილებები

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ცვლილებები არა მარტო პარტიულ თანამდებობებზე მყოფ პირებს, არამედ მთავრობის წევრებსაც შეეხებათ. არეშიძე ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია პრემიერმინისტრისგან აქვს, თუმცა დასძენს, რომ სამთავრობო ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის. მე მქონდა საუბარი პრემიერთან აგვისტოში და ვიცი, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. იქ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკურ გუნდში მოხდეს სერიოზული გადახალისება, იმიტომ რომ შეიქმნას ძლიერი სამთავრობო ვერტიკალი,“ - აღნიშნავს მამუკა არეშიძე. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიზანი, საზოგადოების კეთილდღეობა და ქვეყნის უსაფრთხოებაა, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება, ინფორმაციას არ ფლობს. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ლევან იზორიას პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. თუმცა, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ამის თაობაზე საუბარი არ ჰქონიათ. „ჩვენ ეკონომიკურ გუნდზე გვქონდა საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მნიშვნელოვანია სამთავრობო გადაწყვეტილებები ერთიან ქსოვილში ჯდებოდეს, თავდაცვის მინისტრი ამას რამდენად ესადაგება ,ვერ გეტყვით, თუ საჭიროა, ისიც უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში მე ვინმეს ბრალეულობაზე არ ვლაპარაკობ, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთიანი ქსოვილი შეიქმნას და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ზოგი მინისტრი რომ ალთას არის და ზოგი ბალთას, ეს ფაქტია,“ - ამბობს მამუკა არეშიძე. კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელსაც შესაძლოა, საკადრო ცვლილებები შეეხოს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროა. როგორც პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ცვლილებები სავარაუდოდ, იმ უწყებებს შეეხებათ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა. „ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში დაგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხა, ვგულიხსმობ აუთვისებელ თანხებს. ეს სერიოზული ნაკლია. როცა აუთვისებელი თანხა რჩება, როგორც წესი, წლის ბოლოს ახდენენ ხოლმე სწრაფად ათვისებას და შეიძლება ამან გარკვეული ზემოქმედება იქონიოს ლარის კურზე,“ - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.   ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში მასობრივი საკადრო წმენდის მოლოდინი არ აქვს, რადგან ეს პოლიტიკური კუთხით გამართლებული არ იქნება და ცვლილებები სავარაუდოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება. „შეიძლება კახი კალაძემ, როგორც თბილისის მერმა, განაცხადოს, რომ მას სურს მთლიანად იყოს კონცენტრირებული მერის ფუნქციების შესრულებაზე და პარტიის გენმდივნის თანამდებობიდან პასუხისმგებლობა გადასხცეს სხვას. ამ ფორმულირებით იყოს შეიძლება ეს ცვლილება მოწოდებული, თუ კი ასეთი ცვლილება იგეგმება,“ - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე. დაახლოებით ასეთივე აზრი აქვს მამუკა არეშიძესაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელი რგოლი შესაცვლელია და ამბობს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე აქვს, თუმცა, ვის შეეხება ის, ვერ აკონკრეტებს.  

რას ამბობენ მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, თუმცა, მან „კადრების გადახალისება“ არ გამორიცხა. რა იგულისხმება გადახალისებაში, რთული სათქმელია, რადგან რეალურად, ირაკლი კობახიძე ძველ კადრებზე საუბრობს, რომლებიც კოალიციაში მათთან ერთად 2012 წელს იყვნენ. „ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვჭირდება მომზადება, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე, გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ფორტუნასთან“ არჩევნების შემდეგ ცვლილებებს არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. „საკადრო ცვლილებები არის როლების და ფუნქციების გადანაწილება, დაზუსტება, როლები და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს და გადანაწილდეს. ჩვენ ცვლილებების თვითმიზანი კი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.  

თაკო ივანიაძე

[post_title] => "მქონდა საუბარი პრემიერთან და ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება" - ვის შეეხება ცვლილებები მმართველ გუნდში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => mqonda-saubari-premiertan-da-vici-rom-cvlilebebi-igegmeba-vis-sheekheba-cvlilebebi-mmartvel-gundshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-27 11:44:07 [post_modified_gmt] => 2018-11-27 07:44:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309285 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 307704 [post_author] => 21 [post_date] => 2018-11-27 10:34:22 [post_date_gmt] => 2018-11-27 06:34:22 [post_content] => აფხაზეთი, გალი, 2018 წელი - აქ, ამ ტერიტორიაზე, ე.წ. სახელმწიფოში ბავშვთა უფლებები წუთში მრავალჯერ ირღვევა. პრობლემები ე.წ. საზღვრის კვეთის დროს, ხელმიუწვდომლობა განათლებასა  და სამედიცინო მომსახურებაზე - ეს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. თუ ავად ხარ, მხოლოდ ორი გზა გაქვს - დაელოდო „პასპორტს“ 7 თვით ან მოკვდე. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს... გალში მცხოვრებთ ოკუპირებული ტერიტორიის დროებით დატოვებისას, ე.წ. სახელმწიფო აძლევს დოკუმენტს, რომელშიც იწერება ტერიტორიის დატოვების და დაბრუნების ბოლო ვადა. ეს დოკუმენტი ადგილობრივებისთვის „პასპორტია“. თუმცა მისი დამზადება დროში ხშირად იწელება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, თუკი ვინმე ავადაა და აფხაზეთში შესაბამისი ამბულატორიული მომსახურება არ არსებობს, დოკუმენტის მომზადება კვლავ დროში იწელება. ამის გამო კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ამ ტერიტორიის დატოვება არალეგალური გზებით უწევთ - მდინარე ენგურის გადაცურვით, რაც საზღვაო ტრანსპორტს არ გულისხმობს. გალში მცხოვრებ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე მწირი წვდომა აქვთ, ამიტომ მაშინ, როცა იქ მცხოვრები ბავშვები ავად ხდებიან, მშობლებს შვილები ზუგდიდის ან სხვა რეგიონების საავადმყოფოებში მიჰყავთ. ამ დროს ე.წ. „პასპორტი“ მზადდება, როგორც ავადმყოფი ბავშვისთვის, ასევე, მისი მშობლებისა და იმ პირისთვისაც კი, ვინც ამ მგზავრობის დროს მძღოლია. "გალისა და სოხუმის საავადმყოფოები არ არის ისეთივე კარგი და კეთილმოწყობილი, როგორიც საქართველოს სხვა რეგიონებშია. ექიმები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ქართველ პაციენტებს, ამიტომ ბევრი ადამიანი ირჩევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადმოლახვას," - ამბობს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, რომელიც ვინაობის გამხელას ერიდება.

No Futureland - ანუ ადგილი მომავლის გარეშე

  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების უფლებებით არასამთავრობო ორგანიზაცია Trust Hounds დაინტერესდა. "No Futureland" - ასე ჰქვია არასამთავრობოს ანგარიშს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი უმეტესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით დასახლებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების უფლებათა დარღვევებზეა კონცენტრირებული. გალში მცხოვრები ბავშვებისთვის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ისინი ხშირად ხდებიან უკანონო დაკავების მსხვერპლი. მათთვის წვდომა ძირითად საჭიროებებსა და სერვისებზე შეზღუდულია. "ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი სოციალური სერვისების სიმცირის გამო, რეგიონის განვითარების სირთულეები ყოველწლიურად უფრო აშკარა ხდება," - წერია Trust Hounds-ის ანგარიშში. კარინა შონიას ისტორია:     ორგანიზაციამ საგანგაშო უწოდა ყოველდღიურად მხოლოდ გალში ბავშვთა მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების რაოდენობას. განსაკუთრებით საინტერესო მათთვის განათლების მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის საკითხი აღმოჩნდა. ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ გალში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ისწავლონ. 2015-2016 სასწავლო წლიდან ქართულ ენას ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში კვირაში მხოლოდ ერთ საათს ასწავლიან. ყველა საგნის, მათ შორის ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და გეომეტრიის სწავლაც კი, ბავშვებს რუსულად უწევთ. სწავლების ამ მოდელის შედეგი კი ისაა, რომ აფხაზეთში სწავლის დონე საკმაოდ დაბალია, ქართულენოვანი მოსწავლეების სრული უმრავლესობა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებს ვერ ითვისებს მათთვის არამშობლიურ ენაზე და ამ კუთხით, კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტების 70% ვერ ლახავს დაწესებულ ბარიერს. „იქ მცხოვრები ბავშვები ყოველ ორშაბათს იძულებით ასრულებენ აფხაზეთის ჰიმნს, ყველა საგანს რუსულ ენაზე სწავლობენ და მათ მშობლიურ, ქართულ ენაზე საუბარიც კი აკრძალული აქვთ - სკოლაში ერთმანეთთან კომუნიკაციაც კონტროლდება, იქ ან რუსულად უნდა საუბრობდე, ან საერთოდ უნდა შეწყვიტო ლაპარაკი,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ Truth Hounds-ის წარმომადგენელი, სვეტლანა ვალკო.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების მდგომარეობა საგანგაშოა

  „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და ისინი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვეპრლნი არიან,“ - წერენ Truth Hounds-ის წარმომადგენლები, გალში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან დაკავებებს, ძალადობას, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას, დამცავი მექანიზმების ნაკლებობას, სერვისებზე შეზღუდულ წვდომას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და ზეწოლას. 2015 წლის 4 მაისს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი, ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. ფაქტს ოფიცალური თბილისი განცხადებით გამოეხმაურა. "საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არა ერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება," - განაცხადეს მომხდარიდან რამდენიმე დღეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ნიკა ბესელიას ისტორია:   გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის გამო გალში, სოხუმში, ოჩამჩირესა და სხვა ოკუპირებულ ქალაქებში ადამიანის უფლებათა დამცავ საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ მცხოვრებ ხალხზე და განსაკუთრებით ბავშვებზე შეზღუდული წვდომა აქვთ. არ არსებობს მონაცემთა სრული ბაზა, კვლევები ან სტატისტიკა იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების ზუსტი მდგომარეობა. მრავალი პრობლემისგან წინწამოწეულია შემდეგი საკითხები: რუსიფიკაციის პოლიტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კომუნიკაციის აკრძალვა, განათლების დაბალი ხარისხი, ეთნიკური დისკრიმინაცია, ომის პროპაგანდა, არაადამიანური მოპყრობა, საჯარო საბუთების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯანდაცვის სერვისებზე მწირი წვდომა და ა.შ.  

თათია კაკიაშვილი

[post_title] => „ადგილი მომავლის გარეშე“ ანუ სხვა სამყარო გალის მიღმა - როგორ ირღვევა ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვთა უფლებები [ვიდეო] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => adgili-momavlis-gareshe-anu-skhva-samyaro-galis-mighma-rogor-irghveva-okupirebul-afkhazetshi-bavshvta-uflebebi-video [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-27 10:34:22 [post_modified_gmt] => 2018-11-27 06:34:22 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=307704 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 308510 [post_author] => 26 [post_date] => 2018-11-26 11:00:55 [post_date_gmt] => 2018-11-26 07:00:55 [post_content] => 21-ე საუკუნის საქართველოში ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა მიმართ ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმაც აჩვენა. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები. საგანგაშოა ძალადობაზე გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. “გამოკითხულთა 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-სთვის ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია,” - ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF-მა) საქართველოში ჩაატარა. ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60%-ის აზრით, ოჯახში არსებული ძალადობა მათი პირადი საქმე არ არის და სხვები არ უნდა ერეოდნენ, ასევე, 38%-მა არ იცის შესაბამის ორგანოებთან მიმართვის ფორმების შესახებ. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 3284 ოჯახი და 61 პროფესიონალი, მათ შორის მასწავლებლები, მანდატურები და სოციალური მუშკები გამოიკითხნენ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემი კი, შედეგს ნათლად აღწერს. სკოლებიდან ძალადობის შესახებ სააგენტოში შემავალი შეტყობინებები ყოველ წელს იზრდება. თუ 2010 წელს ასეთი 40 შეტყობინება იყო, 2017 წლის დეკემბრამდე მათი რაოდენობა 700-მდე გაიზარდა, თუმცა ჯერ უცნობია 2018 წლის მონაცემი. ბავშვთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურ თემად რჩება. ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში უამრავი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის ბოლო იყო 6 თვიანი კამპანია „დაასრულე ძალადობა,“ რომელიც 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს დაიწყო და 20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღეს დასრულდა, რაც თავის მხრივ სიმბოლურია. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე რადიო „ფორტუნასთან“  ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმასა და პრევენციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. „პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვი არის 18 წლამდე პირი და ძალადობა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითისთვის, მისი მიტოვება, უგულებელყოფა მისი ფიზიკური ან ემოციური საჭიროებების მიმართ, ასევე იძულება ან მკაცრი აღზრდა და ა.შ," - აცხადებს მაია ქურციკიძე. მისი განცხადებით, კამპანია "დაასრულე ძალადობა" მიმდინარეობდა 6 თვის მანძილზე და მიზნად ისახავდა ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ქცევის ცვლილებას საქართველოში. "ეს კამპანია ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და მთავარი მიზანი იყო, რომ საზოგადოებაში დაგვეწყო დიალოგი და დსიკუსია იმის შესახებ თუ რა არის ძალადობა, რადგანაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული იმაზე, თუ რა არის ძალადობა და შემდგომ ერთობლივად უნდა შევთანხმებულიყავით, რომ ეს უნდა შევცვალოთ და რომ ძალადობა ძალიან ცუდია. ასევე, ამ კამპანიის ფარგლებში ვცდილობდით, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რა არის ძალადობრივი ქცევის ალტერნატივა, მაგალითად, საქართველოში ძალიან გავრცელებულია ფიზიკური დასჯა და ჩვენ მშობლებთან თუ მასწავლებლებთან გვქონდა ამ თემებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ რა არის პოზიტიური მშობლობა, მასწავლებლებთან ვსაუბრობდით თუ რა არის პოზიტიური დისციპლინა და თუ როგორ მართონ კლასი," - ყვება მაია ქურციკიძე რადიო "ფორტუნასთან". საკმარისია თუ არა 6 თვიანი კამპანია პრობლემის მოსაგვარებლად, მაია ქურციკიძე გვპასუხობს, რომ "ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და აუცილებელიც კია, გაგრძელდეს ეს დისკუსიები და ხმამაღლა საუბარი ამ თემაზე, რადგან სოციალური ქცევის ცვლილება არ ხდება 6 თვეში და არც 1 წელში," - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის ხელძღვანელი. მაია ქურციკიძის განცხადებით, მათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ პედაგოგეგბთან და მშობლებთან და იმედოვნებს, რომ ეს კამპანიაც გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს საზოგადოებაში. "მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დაიწყოს საგანმანათლებლო სფეროშიც, რათა არაძალადობრივი კომუნიკაციით და პოზიტიური დისციპლინით ვიურთიერთოთ, ასევე მათ უკვე აქვთ რეკომენდაციები, თუ როგორ დაეხმარონ ბავშვებს, რათა მათ მარტივად მოძებნონ  პრობლემის მოგვარების გზა. ასევე, მომზადდა სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის და ბროშურები ბაშვებისთვის, რათა ორივე მხარემ იცოდეს ურთიერთობის ნორმების და ქცევების შესახებ, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მოხდეს მასწავლებლისთვის ამ ნორმების ცოდნა," - განმარტავს მაია ქურციკიძე. როგორი სიტუაცია ხვდებოდათ თბილისსა თუ სხვადასხვა რეგიონის სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით კამპანიის პერიოდში - მისი განცხადებით, სიტუაცია ყველგან თითქმის, ერთი მეორის ანალოგიურია, თუმცა აღსანიშნია, რომ პოზიტიური მშობლების მაგალითები გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია. "სიტუაცია მეტ-ნაკლებად მსგავსია, თუმცა კარგია ის, რომ გასულ წლებთან შედარებით, პოზიტიური მშობლების რაოდენობა გაზრდილია და ასევე, ცნობადობაც ამაღლებულია ამ საკითხის მიმართ, საზოგადოება შედარებით უფრო ინფორმირებულია ახლა, მშობლები თუ მასწავლებლები აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებზე," - განაცხადა მაია ქურციკიძემ. რა პრობლემებს აწყდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში, მაია ქურციკიძე გვპასუხობს, რომ "პრობლემა უფრო მეტად ის არის, რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით მოზარდებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ არსებობს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი და მათ შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ კვალიფიციური დახმარება. როდესაც მოზარდი ძალადობის მსხვერპლი ხდება, უნდა დაუკავშირდეს ამ ცხელ ხაზს და მათ აუცილებლად დაეხმარებიან პროფესიონალები," - განაცხადა მაია ქურციკიძემ. ნუცა სალუქვაძე [post_title] => ბავშვთა მიმართ ძალადობა და საგანგაშო სტატისტიკა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => bavshvta-mimart-dzaladoba-da-sagangasho-statistika [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-26 11:00:55 [post_modified_gmt] => 2018-11-26 07:00:55 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=308510 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 309285 [post_author] => 22 [post_date] => 2018-11-27 11:44:07 [post_date_gmt] => 2018-11-27 07:44:07 [post_content] => არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდი ღიად გააკრიტიკა და მიუთითა, რომ „გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა“ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. პარტიის თავმჯდომარის განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ეგზიტპოლებმა გამოიწვია, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოქვეყნდა. მან ცესკოს შედეგებთან ამ მონაცემების ცდომილებას სირცხვილი უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებთან ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა. საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მკაცრი საუბარი ჯერ არ დაუსრულებია და მისი განცხადებები მომავალ საკადრო ცვლილებებზე მიანიშნებს.

მოსალოდნელი ცვლილებები

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ცვლილებები არა მარტო პარტიულ თანამდებობებზე მყოფ პირებს, არამედ მთავრობის წევრებსაც შეეხებათ. არეშიძე ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია პრემიერმინისტრისგან აქვს, თუმცა დასძენს, რომ სამთავრობო ცვლილებები არჩევნებთან კავშირში არ არის. მე მქონდა საუბარი პრემიერთან აგვისტოში და ვიცი, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. იქ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკურ გუნდში მოხდეს სერიოზული გადახალისება, იმიტომ რომ შეიქმნას ძლიერი სამთავრობო ვერტიკალი,“ - აღნიშნავს მამუკა არეშიძე. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების მიზანი, საზოგადოების კეთილდღეობა და ქვეყნის უსაფრთხოებაა, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება, ინფორმაციას არ ფლობს. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ლევან იზორიას პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. თუმცა, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ამის თაობაზე საუბარი არ ჰქონიათ. „ჩვენ ეკონომიკურ გუნდზე გვქონდა საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მნიშვნელოვანია სამთავრობო გადაწყვეტილებები ერთიან ქსოვილში ჯდებოდეს, თავდაცვის მინისტრი ამას რამდენად ესადაგება ,ვერ გეტყვით, თუ საჭიროა, ისიც უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში მე ვინმეს ბრალეულობაზე არ ვლაპარაკობ, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთიანი ქსოვილი შეიქმნას და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი არ შეეშალოს. ზოგი მინისტრი რომ ალთას არის და ზოგი ბალთას, ეს ფაქტია,“ - ამბობს მამუკა არეშიძე. კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელსაც შესაძლოა, საკადრო ცვლილებები შეეხოს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროა. როგორც პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ცვლილებები სავარაუდოდ, იმ უწყებებს შეეხებათ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა. „ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში დაგროვდა საკმაოდ სოლიდური თანხა, ვგულიხსმობ აუთვისებელ თანხებს. ეს სერიოზული ნაკლია. როცა აუთვისებელი თანხა რჩება, როგორც წესი, წლის ბოლოს ახდენენ ხოლმე სწრაფად ათვისებას და შეიძლება ამან გარკვეული ზემოქმედება იქონიოს ლარის კურზე,“ - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.   ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში მასობრივი საკადრო წმენდის მოლოდინი არ აქვს, რადგან ეს პოლიტიკური კუთხით გამართლებული არ იქნება და ცვლილებები სავარაუდოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება. „შეიძლება კახი კალაძემ, როგორც თბილისის მერმა, განაცხადოს, რომ მას სურს მთლიანად იყოს კონცენტრირებული მერის ფუნქციების შესრულებაზე და პარტიის გენმდივნის თანამდებობიდან პასუხისმგებლობა გადასხცეს სხვას. ამ ფორმულირებით იყოს შეიძლება ეს ცვლილება მოწოდებული, თუ კი ასეთი ცვლილება იგეგმება,“ - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე. დაახლოებით ასეთივე აზრი აქვს მამუკა არეშიძესაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელი რგოლი შესაცვლელია და ამბობს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე აქვს, თუმცა, ვის შეეხება ის, ვერ აკონკრეტებს.  

რას ამბობენ მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, თუმცა, მან „კადრების გადახალისება“ არ გამორიცხა. რა იგულისხმება გადახალისებაში, რთული სათქმელია, რადგან რეალურად, ირაკლი კობახიძე ძველ კადრებზე საუბრობს, რომლებიც კოალიციაში მათთან ერთად 2012 წელს იყვნენ. „ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვჭირდება მომზადება, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე, გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის, დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ფორტუნასთან“ არჩევნების შემდეგ ცვლილებებს არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. „საკადრო ცვლილებები არის როლების და ფუნქციების გადანაწილება, დაზუსტება, როლები და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს და გადანაწილდეს. ჩვენ ცვლილებების თვითმიზანი კი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია, გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.  

თაკო ივანიაძე

[post_title] => "მქონდა საუბარი პრემიერთან და ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება" - ვის შეეხება ცვლილებები მმართველ გუნდში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => mqonda-saubari-premiertan-da-vici-rom-cvlilebebi-igegmeba-vis-sheekheba-cvlilebebi-mmartvel-gundshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-27 11:44:07 [post_modified_gmt] => 2018-11-27 07:44:07 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309285 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 1119 [max_num_pages] => 373 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_privacy_policy] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 8790a9c3c3b39e8cf17634170f557a8d [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები