მილანი – რჩევები მილანში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

პოპულარული

მილანი – რჩევები მილანში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

მილანი – თანამედროვე ქალაქია. თითქოს აქ უფრო მეტი მოძრაობაა, მეტი სტილია. ბევრი თანხმდება, რომ მილანსა და დანარჩენ იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და აშშ-ს შორის. თუმცა ისეც არ უნდა იფიქროთ, რომ მილანი მოფუსფუსე მეგაპოლისია: ის საკმაოდ ლამაზია, მწვანე და თავისებურად დამახასიათებელი. თუმცა ბევრი იტალიური ქალაქისგან განსხვავებით ის თავიდანვე არ იხსნება: აქ ცოტა მეტი დროის გატარებაა საჭირო, უნდა გამოიკვლიო, შეისწავლო, დააგემოვნო…

 

ტოპ 10 ადგილი, რომელიც მილანში უნდა ნახოთ

თუ მილანში მარტო იმიტომ მიდიხართ, რომ ეს მოდისა და ფინანსური ცენტრია, ბევრ საინტერესოს გამოტოვებთ. ამ ქალაქს მდიდარი და ძველი ისტორია აქვს და ხელოვნების ნაწარმოებებითა და არქიტექტურული შედევრებითაა სავსე.

 

მილანის ტაძარი

ეს გოთიკური ნაგებობა ქალაქის სიმბოლო და ერთ-ერთი სამშვენისია. ტაძარი გარედანაც მშვენიერია და შიგნიდანაც.

თაღები, კოლონები, ქანდაკებები, მდიდრული მოხატულობა – დუომოს მოკაზმულობას თვალს ვერ მოსწყვეტთ. მარტო ულამაზესი ვიტრაჟები რად ღირს, ყველაზე ძველი 500 წლისაა.

დუომო ღიაა ყოველდღე 9:00-დან 18:00 სთ-მდე (12:00-14:30 – შესვენებაა). შესვლა თავისუფალია.

 

სფორცას ციხესიმაგრე

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ციხესიმაგრე XV საუკუნეში ააგეს მილანელი ჰერცოგების რეზიდენციად. დღეს კარი ყველასთვის ღიაა, სადაც არა მარტო წარჩინებულთა ყოფაზე შეიტყობთ, არამედ ცნობილი იტალიელების ხელოვნების ნიმუშებსაც იხილავთ.

15 ევროდ მუზეუმებსაც ნახავთ, გალერეებსაც და ლეონარდო და ვინჩის ცალკე გამოყოფილ დარბაზსაც (პირადად აფორმებდა ციხესიმაგრეს).
აი პარასკევობით, 14:00 საათის შემდეგ მუზეუმი ყველასთვის უფასოა.

სასახლემდე მიხვალთ №1, 2, 4, 12, 14, 19 ტრამვაით ან №18, 37, 50, 58, 61, 94 ავტობუსით.

 

პინაკოთეკა ბრერა

იტალიელი (და არა მარტო) ოსტატების შედევრების გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბრერას სურათების გალერეაა – მილანის უმსხვილესი მუზეუმი.

ვან დეიკი, ელ გრეკო, გოია, რემბრანდტი, კარავაჯო – სახელები თავისით ყველაფერზე მეტყველებს.

პინაკოთეკა Via Brera, 28 მდებარეობს, სადაც № 61 და 97 ავტობუსით მიხვალთ.
ფასი: 10 ევრო.

 

კვარტალი ბრერა

აქ შთაბეჭდილებებისთვის უნდა წახვიდეთ. მას განუმეორებელი კოლორიტი აქვს. ისე, მკითხავებიც ბლომად არიან.


ბრერას პლუსია საფეხმავლო ზონა. ასე რომ, მინიმალური ტრანსპორტი (მხოლოდ იქ მაცხოვრებლებს უშვებენ) და მაქსიმალური თავისუფლება. აქ საუკეთესო ფოტოები გარანტირებულია.

 

ნავილო გრანდე

მილანს თავისი გრანდ კანალი რომ აქვს, იცოდით? ნავილო გრანდე უბრალო არ გეგონოთ, ევროპაში უძველესი არხია (XII საუკუნე) და მთელი 48 კმ-ია. ის მილანს პატარა ქალაქ ტორნავენტოსთან აკავშირებს.
ნავილო არ მარტო უაღრესად ლამაზი, არამედ ღამის ცხოვრების თავშეყრის ადგილია. კიდევ, თვის ყოველ ბოლო კვირა დღეს ძველმანების ბაზრობა იმართება.


არხთან მისასვლელი უახლოესი მეტროსადგურია Porta Genova.
გაზაფხულობით არხს გაწმენდის მიზნით აშრობენ. ასე რომ, თუ მისი მთელი სილამაზით ნახვა გსურთ, ეს ფაქტი გაითვალისწინეთ.

 

სემპიონეს პარკი

მილანელების დასვენების საყვარელი ადგილი. ულამაზესი ხეივანი, დახვეწილი ქანდაკებები, აკვარიუმი, სადაც შესვლა უფასოა, ველოტრეკები, სპორტული მოედნები, საჭვრეტი მოედანი ქალაქზე ხედით – მოკლედ, განტვირთვაც არის და აქტიური დასვენებაც.


პარკთან მეტროთი მიხვალთ (სადგური Lanza Brero Piccolo და Teatro Cairoli Castello) ან ტრამვაით №12, 14.

 

გალერეა ვიტორიო ემანუელე

თუ შოპინგი არ შედის თქვენს გეგმებში, გალერეა ვიტორიო ემანუელე II მაინც აუცილებელი სანახავია. მოზაიკური მორთულობა, სკულპტურები, ქანდაკებები, ფრესკები, სახელგანთქმული მინის გუმბათი… თანაც აქედან დუომოს ტაძართან და ლა სკალასთან გახვალთ.

გალერეა ემანუელე ღიაა 24 საათის განმავლობაში.

 

გალერეა ამბროსიანა

სურათების გალერეა მილანის პირველი მუზეუმია (დაფუძნდა XVII საუკუნეში), მისი კოლექცია კი ბევრს შეშურდება. რაფაელის, ტიციანის და კარავაჯოს გარდა, აქ მთელი ექსპოზიციაა, რომელიც მთლიანად ლეონარდო და ვინჩის ეძღვნება.


ფასი: 15 ევრო. მისამართი: Piazza Pio XI, 2.

 

მერკანტის მოედანი

ძველი მილანის გული. ის ოთხი მშვენიერი სასახლითაა გარშემორტყმული: Palazzo della Ragione (ანუ რატუშა), Palazzo dei Notai, Palazzo delle Scuole Palatine და Loggia degli Osii. სწორედ აქ ნახავთ ერთბაშად XIII, XIV და XV საუკუნეების არქიტექტურას.


ლა სკალას თეატრი

ვის არ გაუგია ლა სკალა? მსოფლიოს საუკეთესო საოპერო მომღერლებისთვის პატივია აქ გამოსვლა. შესაძლოა სპექტაკლზე წასვლას არ გეგმავთ, მაგრამ შეგიძლიათ მუზეუმში ექსკურსია მოაწყოთ.


კოსტუმები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ფაიფურის ქანდაკებები – 9 ევროდ (აუდიოგიდით 12 ევრო) ბევრ რამეს ნახავთ.

 

კიდევ რა შეიძლება ნახოთ

პალაციო რეალე (სამეფო სასახლე)
ბილეთის ფასი 12 ევროა ზრდასრულთათვის.

წმინდა ამბროსის ბაზილიკა

სან მაურიციოს ეკლესია

პოლდი პეცოლის მუზეუმი (8 ევრო)

მეცნიერებისა და ტექნიკის მუზეუმი (10 ევრო)

მილანის თანამედროვე ხელოვნების გალერეა (შესვლა თავისუფალია)

სათამაშოების მუზეუმი (8 ევრო)

Alfa Romeo მუზეუმი
შესვლა: 12 ევრო, 6-18 წლამდე მშობლების თანხლებით: 5 ევრო.

 

Armani/Silos მუზეუმი
4 სართულზე 600-ზე მეტი ტანსაცმელი და 200-ზე მეტი აქსესუარია წარმოდგენილი ჯორჯო არმანის კოლექციიდან.
შესვლა: 12 ევრო, აუდიოგიდით – 15 ევრო.

 

სტადიონი სან სირო
სტადიონსა და მუზეუმში ექსკურსია: 5-7 ევრო.

შუა თითის ძეგლი
(მისამართი: Piazza Affari)

შადრევანი „საქორწინო ტორტი“
(მისამართი: Piazza Castello)

 

საიდუმლო სერობა

ცალკე უნდა აღინიშნოს სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესია. სწორედ აქ არის ლეონარდო და ვინჩის სახელგანთქმული “საიდუმლო სერობა“. სინამდვილეში ფრესკა არა უშუალოდ ეკლესიაში, არამედ სატრაპეზოს უკანა კედელზეა, დომინიკანელთა ყოფილი მონასტრის შენობაში (იქვეა). ბილეთის შეძენა კი თუ თვეობით არა, რამდენიმე კვირით ადრე მაინც უნდა მოახერხოთ.

 

ქუთაისი-მილანი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

 

ტრანსპორტი

მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთელი სისტემა ერთ მთლიან ქსელს წარმოადგენს. ამიტომ ბილეთებიც ერთიანია. გადასაჯდომი კვანძები ბლომადაა, თუმცა არა დამაბნეველად. 90-წუთიანი მგზავრობის ღირებულება, რითაც გინდათ და სადაც გინდათ, 1.5 ევროა. ულიმიტო 24-საათიანი ბილეთი 4.5 ევროა, 2-დღიანი კი 8 ევროზე მეტი დაგიჯდებათ. ბილეთებს მეტროსადგურებში მდებარე ავტომატებში, საგაზეთო დახლებსა და თამბაქოს ჯიხურებში შეიძენთ.

 

მეტრო

მილანის მეტრო 4 შტოსგან შედგება: წითელი M1, მწვანე M2, ყვითელი M3 და იასამნისფერი M5. შეცდომა არ არის, M4 არ არსებობს, ეს ხაზი 2015 წელს უნდა გაეხსნათ, მაგრამ ფინანსურმა პობლემებმა შეუშალა ხელი და ახლა 2022 წელს ვარაუდობენ. M5-ის ყველა მატარებელი ავტომატურია და მემანქანეები არ სჭირდება.

მეტროპოლიტენი მუშაობს 6:00-დან 24:00 საათამდე (შაბათს 1:00 სთ-მდე).

 

ავტობუსი და ტრამვაი

ორივე მათგანი დღე და ღამე დადის. შესვლისას ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ (ისე ჯარიმებია). ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ, რადგან ვაგონებსა და ავტობუსებში არ იყიდება.

ტაქსი

როგორ მთელ იტალიაში, მილანში ხელის აწევით ტაქსს ვერ გააჩერებთ. ან სასტუმროდან უნდა გამოაძახებინოთ ან დამოუკიდებლად დარეკოთ.

 

MilanoCard

MilanoCard – ეს ქალაქის სტუმრებისთვის ტიპიური ბარათია. ის საშუალებას აძლევს ტურისტს უფასოდ იაროს ნებისმიერი ტრანსპორტით, უფასოდ ან დიდი შეღავათით შევიდეს ოცამდე მუზეუმში და სპეციალური ფასებით ეწვიოს 500-მდე დაწესებულებას.

ყველაზე გავრცელებულია 24-საათიანი (7 ევრო) და 3-დღიანი ბარათი (19 ევრო).
MilanoCard ერთ კონკრეტულ პირზე ფორმდება და სხვას ვერ გადაცემთ. 10 წლამდე ასაკის ბავშვები მას უფასოდ იღებენ.

 

 

რა უნდა გასინჯოთ

თანამედროვე რიტმის მიუხედავად, მილანი რჩება ტრადიციული იტალიური სამზარეულოს ბასტიონად, სადაც დღემდე აფასებენ შინაურულ პროდუქტებსა და კერძებს. ტიპიური კერძია მოშუშული ხბოს ხორცი „ოსო ბუკო“ და რიზოტო ალა მილანეზე (ქათმის მკერდი და ზაფრანა). კიდევ ერთი ცნობილი მილანური კერძია კოტოლეტა ალა მილანეზე, ანუ ხბოს ხორცის რბილი ნაჭრის კოტლეტი. გვერდს ვერ აუვლით იტალიურ დესერტს: როგორც ყველგან, მილანშიც შესანიშნავი ნაყინია.


კაფე და რესტორნები

ძნელია მილანში მოსაწონი ადგილი ვერ იპოვო. თუმცა ალბათ მაინც აჯობებს გვერდი აუაროთ დუომოს გარშემო რესტორნებს: არც საუკეთესო ხარისხია და ფასებიც მომატებულია. თანაც მომსახურების თანხასაც უმატებენ. ცენტრალურ სადგურთანაც ასეა.

მილანი ქვეყანაში პიცის საუკეთესო ადგილი არ არის, მაგრამ აქაც მოიძებნება ძალიან კარგი პიცერიები. საუკეთესოდ მიიჩნევა მარგერას ქუჩა, ვერჩელის, ნავილის, ბრერას გამზირები. პიცა ლუდთან ერთად 10 ევრო დაგიჯდებათ.

ბოლო წლებში მილანში სულ უფრო გავრცელებულია „ბედნიერი საათები“, რასაც ბარებში 19:00-დან 21:00 სთ-მდე აწყობენ. ეს გულისხმობს ფიქსირებულ ფასს ნებისმიერ სასმელზე (5-10 ევრო) და უფასო მისაყოლებელს: ზეთისხილი, მწვანე სალათი, ბრინჯი, პური.

 

ფასდაკლება

წელიწადში ორჯერ მრავალრიცხოვანი ბუტიკებისა და მაღაზიების ვიტრინებზე ჩნდება წარწერა Saldi. ეს მასშტაბური ფასდაკლებების სიგნალია, რომელიც სტარტს იღებს ივლისის პირველ შაბათს და ზამთარში, იანვრის პირველ შაბათს. ფასდაკლება ორი თვე გრძელდება.

სეილების დასაწყისში ფასდაკლება დიდი არ არის – დაახლოებით 30%. მეორე თვის ბოლოს ზოგიერთ საქონელზე 70-90%-მდეც ადის, თუმცა ძირითადად არაგასავლიან ზომებზე, ან ნაკლებად პრეზენტაბელურ სახეობაზე.

ოპტიმალურ დროდ მიიჩნევა ფასდაკლებების პირველი თვის ბოლოს წასვლა, როდესაც ფასები თითქმის განახევრებულია.

მილანში მოქმედებს Tax free, რაც საშუალებას იძლევა დაახლოებით 12% დაიბრუნოთ, თუ შეძენილი საქონლის ღირებულება 155 ევროს აღემატება.

სად წავიდეთ საყიდლებზე

ყველაზე შეძლებულები ცენტრალურ ქუჩებზე დადიან – მონტენაპოლეონე, ვია დელა სპიგა, ვია მანძონი, სანტ ანდრეა, ვიტორიო ემანუელე და კორსო ვენეცია, რომელიც ე.წ. „მოდურ ოთხკუთხედს“ ქმნის. მის ფარგლებშია ელიტური მსოფლიო ბრენდები – Armani, Versace, D&G, Prada. წარმოდგენილია მხოლოდ ორიგინალური საქონელი ბოლო კოლექციიდან.

ცნობილი ადამიანების ნახვა სავაჭრო ცენტრ Galleria Vittorio Emmanuelle 2-ში შეიძლება, სადაც თუ ვერაფერს შეიძენთ, შესაძლოა ფოტოს ან ავტოგრაფს გამოკრათ ხელი.

ქსელური მაღაზიები ისეთი ბრენდების, როგორიცაა Mango, Benetton, Calzedonia უნდა ეძებოთ ცენტრალური სადგურის სიახლოვეს (კორსო ბუენოს აირეს). ახალგაზრდული ტანსაცმელი და სპორტული საქონელი ვია ტორინოზე იყიდება. ანტიკვარულ და ხელნაკეთ ნივთებს ვია ბრერასა და ვია მადონინაზე მიაგნებთ.

დიდ არჩევანს გთავაზობთ უამრავი სავაჭრო კომპლექსები და უნივერმაღები. ყველაზე მსხვილია La Rinascente და Coin.

თუ არ დაიზარებთ ქალაქთან ახლოსაა აუთლეტები და ფასდაკლების სოფლები: Serravalle, Fox Town, Fidenza Village. აქ წინა კოლექციის საქონელია, თუმცა ქალაქის ფასებზე იაფია. უშუალოდ მილანში არსებული აუთლეტებიდან ყურადღებას აქცევენ მულტიბრენდულ DMAG-ს.

 

რა ვნახოთ მილანის სიახლოვეს

მილანის გარშემო ღირსშესანიშნაობები იმაზე ნაკლები როდია, ვიდრე თავად ქალაქში. თუ მანქანას იქირავებთ, 200-250 კმ-ს ფარგლებში უამრავი რამის ნახვას შეძლებთ.

 

მონცა

მილანიდან: 22 კმ
გზა: 45 წუთი

ქალაქის პარკი 688 ჰექტარზეა გაჭიმული, ეს თითქმის ათასი საფეხბურთო მოედანია. პარკს 1805 წელს ნაპოლეონმა ჩაუყარა საფუძველი. დღეს აქ მარტო სიმშვიდისთვის როდი მიდიან, ძრავების ხმაც იზიდავთ. 1922 წლიდან მონცას ლეგენდარულ ავტოდრომზე „ფორმულა 1“-ის გრან პრი ტარდება.


მონცა ერთ დროს იტალიის დედაქალაქი იყო. აქ ბევრი ძველი ეკლესია და ადგილია.

 

კომო

მილანიდან: 51 კმ
გზა: 1 სთ

ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია კომოს ტბის პირას, ყველას ამ ადგილზე დაფუძნება უნდება. აქ მეზობლები გახდნენ ჯორჯ კლუნი, დონატელა ვერსაჩე და მადონა. აქაურ რესტორნებში შენიშნავთ ბრედ პიტს, ბონოს და ჯულია რობერტს. კომოზე გადაუღიათ „ვარსკვლავური ომები“, ჯეიმს ბონდის „კაზინო როიალი“ და „გრანდ ბუდაპეშტი“.

 

ბერგამო

მილანიდან: 52 კმ
გზა: 1 სთ

ქალაქის ისტორიული ნაწილი ბორცვის თავზეა. „მეორე სართულზე“ ძველ ქუჩებში ისეირნეთ და მერე ფუნიკულიორით დაეშვით, რომელიც ამერიკულ გორებს მოგაგონებთ.

 

ლუგანო

მილანიდან: 80 კმ
გზა: 1,5 სთ

ავტომანქანით საათნახევარში უკვე შვეცარიაში ხართ.
აქ ლამაზ ტბა ჩერეზიოს (ლუგანოს ტბასაც ეძახიან) ნახავთ და ბევრ ღირსშესანიშნაობასაც. თუ ექსკურსიას აიღებთ, ბოლოს ეგზოტიკურ ვილაზეც წაგიყვანენ.

 

სირმიონე

მილანიდან: 132 კმ
გზა: 1 სთ და 45 წთ

ტბა გარდას ნაპირებთან ჯერ კიდევ ძველი რომაელები სახლობდნენ. მათ გამოიგონეს მილების სისტემა და ასე მოიპოვებდნენ 69 გრადუსიან მკურნალ წყალს გოგირდის წყაროებიდან. სირმიონე დღემდე განთქმულია თერმული კომპლექსებით.

ბანაობის შემდეგ კი ვიწრო ქუჩებში გაისერნებთ და ძველრომაულ ნანგრევებს ნახავთ, ანაც სანაპიროზე გაირუჯებით და იალქნით გაისერნებთ.

 

გენუა

მილანიდან: 148 კმ
გზა: 2 სთ და 20 წთ

კოლუმბის სამშობლო და ყოფილი გენუის რესპუბლიკა. აღორძინების ხანამ ქალაქს მდიდრული სასახლეები დაუტოვა. აქ აქვთ თავისი პალაციო დუკალე, დღეს სამხატვრო მუზეუმი და არტ-მოედანია, სადაც ენდი უორჰოლის გამოფენებს ან ჰელმუტ ნიუტონის ფოტოებს ნახავთ.

 

ვერონა

მილანიდან: 160 კმ
გზა: 2 სთ

სიყვარულის ქალაქში შემონახულია რეალური მონტეგებისა და კაპულეტების (სინამდვილეში კაპელეტი) სახლები და ახალგაზრდა შეყვარებული გოგონას საფლავი. ტურისტებმა ცოტა დააზიანეს სამარხი, საიდანაც ქვის ნატეხები მიაქვთ. არადა, ჯულიეტას სახლის შესასვლელთან ბრინჯაოს ქანდაკება დგას, შეეხეთ მის მარჯვენა მკერდს და აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულში. ამას დაუმატეთ ისიც, რომ დაწერეთ აღიარებითი სასიყვარულო წერილი და სახლის ეზოს კედელთან მიამაგრეთ. ბოლოს კი, ჯულიეტას აივნის ქვეშ საყვარელ ადამიანს ეამბორეთ და მას ნაღდად ვერავინ წაგართმევთ.

 

ტურინი

მილანიდან ტურინამდე: 146 კმ; გზა: 1 სთ 55 წთ
მილანიდან მარანელომდე: 195 კმ; გზა: 2 სთ 20 წთ

პიემონტის რეგიონმა მსოფლიოს აჩუქა „ფიატი“, „ალფა რომეო“, „ლანჩა“, „ფერარი“ და „ლამბორგინი“. ტურინში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმი – საავტომობილო მუზეუმი “ჯანი ანიელი“. კოლექცია სამ სართულზეა და 1769 წლის ორთქმავლებიდან დაწყებული უახლესი სარბოლი ბოლიდებით არის წარმოდგენილი.

თუ თქვენი გული „ფერარის“ ეკუთვნის, მარანელომდე მიდით. აქ არა მარტო მუზეუმში ნახავთ იშვიათ საკულტო მოდელებს, არამედ სარბოლ სიმულატორით თავადაც ივარჯიშებთ.

მუზეუმის კარს მიღმა ნამდვილ „ფერარიზეც“ დაგსვამენ. ტესტ-დრაივისთვის სუპერქარის აღებას (ინსტრუქტორის თანხლება სავალდებულოა) თქვენც შეძლებთ. სისწრაფე და ადრენალინი გარანტირებულია!

რჩევები /

|

22 მაისი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => milani
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 244605
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => milani
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 244605
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 256
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => milani
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => milani
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (244605) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (256,8073,20120)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 309113
                    [post_author] => 5
                    [post_date] => 2018-11-26 15:54:50
                    [post_date_gmt] => 2018-11-26 11:54:50
                    [post_content] => თბილისში უახლოეს მომავალში შესაძლოა „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნას. ამის შესახებ „მილანის“ საერთაშორისო აკადემიების მენეჯერმა ალესანდრო ჯანიმ განაცხადა.

ჯანი და ელიზაბეტ სპინა (იტალიური აკადემიების კვლევისა და განვითარების მენეჯერი) საქართველოს დედაქალაქში გაცნობითი ვიზიტით ჩამოვიდნენ.

„საქართველოში დაინტერესებული მხარეები ვნახეთ და ვამაყობთ, რომ ქვეყნის თქვენი საფეხბურთო განვითარება დაინტერესებულია მეთოდით, რომელსაც „მილანში“ ვიყენებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ვარჯიშისა და ადგილობრივი მწვრთნელების მომზადების მეთოდიკა გაგაცნოთ. ჩვენი იდეა იმაშია, რომ 4-5 წელიწადში პროექტი რეალობად ვაქციოთ“, - განაცხადა ალესანდრო ჯანიმ.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაცნობა და იმის გაგება მომავალში რისი გაკეთება გახდება საჭირო. გარდა ამისა, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს კონტრაქტორებთან და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. შეთანხმების შემთხვევაში, თანამშრომლობა შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონში დაიწყოს.



„მილანის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის მთავრობა, რომელმაც პროექტის განხორციელებისადმი ინტერესი გამოხატა.

ქართული მხარიდან ინიციატორები არიან ანა წერეთელი (წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი), ასევე ბიზნესმენები ბესო ჩიხრაძე („გაგრას“ პრეზიდენტი) და ილია კოკაია („ზესტაფონის“ პრეზიდენტი).

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, „მილანის“ წარმომადგენლები რიგ შეხვედრებს გამართავენ. მათ შორის სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და კახა კალაძესთან, რომელიც წლების განმავლობაში „მილანში“ გამოდიოდა და დიდ წარმატებას მიაღწია.
                    [post_title] => თბილისში შესაძლოა მილანის აკადემია გაიხსნას
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => tbilisshi-shesadzloa-milanis-akademia-gaikhsnas
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-26 15:54:50
                    [post_modified_gmt] => 2018-11-26 11:54:50
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309113
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306626
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-16 13:38:53
                    [post_date_gmt] => 2018-11-16 09:38:53
                    [post_content] => მართალია, ტურისტები კარგად იცნობენ რომის პოპულარულ მარშრუტებს, მაგრამ იტალიის დედაქალაქში უამრავი უცნობი ადგილია, რომელიც ყველა მოგზაურმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს.

ფინჯანი ჩაი უძველეს სტატუებს შორის (კაფე Canova Tadolini, Via del Babuino 150A/B) - შენობა, რომელშიც კაფეა გასხნილი, 1818 წელს აშენდა არქიტექტორ ადამო ტადოლილინის სახელოსნოდ და მართალია, სტუდია მთელი ოთხი საუკუნე არქიტექტორის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ, მაგრამ დღეს იქ ორიგინალური კაფეა გახსნილი, რომლის ინტერიერს იმპერატორების, მითების გმირების, ღმერთების და ღვთაებების სკულპტურები ავსებენ.



ანტიკვარიატს შორის გაღვიძება (სასტუმრო Arco dei Tolomei, Via dell'Arco de'Tolomei 27) – ტრასტევერეს მოედანზე მოთავსებული, რომის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ატმოსფერული სასტუმროს მფლობელებმა მარკო და ჯოანა ფედოსტიანმა, რომლებიც დიდი ხანია უძველესი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არიან გატაცებული, საკუთარი კოლექციის ექსპონატებით ექვსი ნომერი გააფორმეს.



ჭადრაკის პარტია ადგილობრივებთან (Bar del Fico, Piazza del Fico 26) – რომაელებისთვის ჩვეული სცენა, როცა ჭაღარა მამაკაცები გასაშლელ მაგიდებზე ჭადრაკს თამაშობენ, დანარჩენები კი, სარკასტული კომენტარებით ამხნევებენ - ბევრს ფელინის ფილმებს გაახსენებს. სხვათაშორის, ჭადრაკის მოყვარულები აქ მანამდეც იყრიდნენ თავს, სანამ 2010 წელს ბარი გაიხსნებოდა მეზობელ რესტორანთან ერთად, სადაც თამამად შეგიძლით შეუკვეთოთ უგემრიელესი სტეიკი.



ღამე კოლიზეუმის ხედით (სასტუმრო Palazzo Manfredi, Via Labicana 125) – შესანიშნავი დიზაინი და უმაღლესი დონის სერვისი, რესტორანი დახვეწილი მენიუთი და ტერასა სახურავზე - ყველაფერი ეს სასტუმრო Palazzo Manfredi-ია თავისი 14 ნომრით, ოთხი ლუქსის მთავარი საძინებლიდან კი, კოლიზეუმის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.



გემრიელად წახემსება (Caffe Propaganda, Via Claudia 15) – ფრანგული ბისტროს სტილში მოწყობილ კაფეში აუცილებლად უმაღლესი ხარისხის პროდუქტით მომზადებული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, უგემრიელეს კოქტეილს და სასიამოვნო ატმოსფეროს შემოგთავაზებენ.



ბუტიკების ბაზრობა ბოსკეტოს ქუჩაზე (Via del Boschetto) – სამხატვრო გალერეების და ღვინის ბარების კვარტალში მოწყობილ ბაზრობაზე მხოლოდ ექსკლუზიური, თვითმყოფადი ბუტიკებია თავმოყრილი, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო დანიელი დიზაინერის ტინა სონდერგრაადის მაღაზიაა ნომრით 1D, ცნობილი მოქანდაკის, ილუსტრატორისა და ავეჯის დიზაინერის ლუიზა ებოლის მაღაზია La Porta de Safi და ღვინის ბარია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება რომში.



საუკეთესო ნაყინი რომში (ჯელატერია Neve di Latte, Via Luigi Polletti) - გურმანების სამოთხემ „თოვლი რძისგან“ ზახა ჰამიდის მუზეუმთან MAXXI ახლოს, თავისი უგემრიელესი ნაყინით გაითქვა სახელი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით  ყავის და შოკოლადის, სეზონური ხილის და ვანილის ნაყინი სარგებლობს.



ღამე ბუტიკ-ჰოტელში ესპანურ კიბესთან (Отель Portrait Roma, Via Bocca di Leone 23) – 1960-ანი წლების ესთეტიკით მოწყობილი სასტუმრო მოდურ კვარტალში თავისი 14 ლუქსით, „ვინტაჟური კონკურენტებისგან“ ორიგინალობით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამასთანავე, თამამდ შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული საღამო სასტუმროს სახურავზე და დატკბეთ ქალაქის არაჩვეულებრივი ხედებით.



გურმანების საყვარელი რესტორანი Roscioli (Via dei Giubbonari 21) – მცხობელების ცნობილი დინასტიის წარმოამდგენლის ალესანდრო როჩიოლის ოჯახური რესტორანი თავისი ღვინის ბარითა და გასტრონომიის განყოფილებით მართალია, საკმაოდ მარტივ, მაგრამ ყოველთვის „იტალიურად“ გემრიელ კერძებს სთავაზობს გურმანებს.



მაღალი სამზარეულო ბისტროში Marzapane (Via Velletri 39) - ქალაქის ხმაურიან რაიონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეასთან MACRO ახლოს მოწყობილ ბისტროში, მყუდრო ატმოსფეროს სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ქმნის, სამზარეულოს კი, ესპანელი ალბა ესტევეს რიუსი ხელმძღვანელობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კერძების თამამი ექსპერიმენტული ვერსიებით ანებივრებს სტუმრებს.



 

 
                    [post_title] => 10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => 10-saocreba-romshi-romelta-shesakheb-turistebma-naklebad-ician
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-17 12:08:01
                    [post_modified_gmt] => 2018-11-17 08:08:01
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306626
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 305596
                    [post_author] => 5
                    [post_date] => 2018-11-15 11:50:39
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 07:50:39
                    [post_content] => ვროცლავი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალწარმტაცი პოლონური ქალაქია. ყველა აღნიშნავს ბაროკოსა და გოთიკის არქიტექტურით დამშვენებულ ძველ ქალაქს, ასევე მრავალრიცხოვან ხიდებსა და არხებს, რომელიც აქ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუგეში. ვროცლავი სტუდენტური ქალაქია, ამიტომ აქ ბევრი ახალგაზრდაა, ცენტრში ბევრი ბარი, დისკოთეკა და სხვა გასართობი დაწესებულებაა.

 
ვროცლავში ჩასვლა ჩვენგან პრობლემა არ არის, რადგან ქუთაისიდან ამ ქალაქში პირდაპირი რეისები სრულდება (ხუთშაბათობით და კვირაობით).
ვროცლავში კი აეროპორტიდან (კოპერნიკის სახელობისაა) ქალაქში ტაქსით შეიძლება მისვლა ან №406 ავტობუსით. ის ქალაქის ცენტრში მიდის და 0.7 ევრო ღირს. ღამის საათებში აეროპორტიდან ქალაქში №249 დადის.  

ტრანსპორტი ქალაქში

საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია კერძო და მუნიციპალური ავტობუსებით, ასევე ტრამვაით. ტრამვაი მრავალფეროვანია, არის როგორც უახლესი მანქანები, ასევე ძველი, მაგრამ ხასხასად შეღებილი და გამართული. გარდა ამისა, ტრამვაის ნაწილი ჩასულებისთვის ტურისტულად არის მოწყობილი და საექსკურსიო მარშრუტით დადის. ერთ-ერთს „იულიუში“ ქვია, პოეტ იულიუშ სლოვაცკის საპატივსაცემოდ. ქალაქში ველოსიპედების იჯარით აღებაც შეიძლება საათში სულ რაღაც 2 ევროდ. რომანტიკა თუ მოგინდათ, საწყლოსნო სეირნობა მოიწყვეთ ოდრაზე. გონდოლა 5 ევროა საათში ან თბომავლით გაისეირნეთ (3-5 ვრო).  

სამზარეულო და რესტორნები

ვინც არ ყოფილა მარან Świdnicka-ში, არ ყოფილა ვროცლავში - სწორედ ასე ამბობენ ადგილობრივები. ევროპის ამ უძველეს რესტორანში ფასები სულაც არ იკბინება, 20 ევროდ შეიძლება იმდენი მიირთვათ, რომ ადგომა გაგიჭირდეთ. აი ატმოსფერო კი მართლაც დაუვიწყარია. ლუდის მოყვარულები უნდა მივიდნენ Spiz-ში. ამ საქმის მცოდნეები ამტკიცებენ, რომ იქვე მოხარშული ლუდი არაფრით ჩამოუვარდება ბელგიურ-ჰოლანდიურებს. საერთო ჯამში, ბარები, კაფე-რესტორნები ყველა კატეგორიის ვროცლავში უამრავია. ამიტომ ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნებით რაიმე მოძებნოს.  

შოპინგი და მაღაზიები

როგორც ტურისტებისთვის პოპულარულ ქალაქებში ვროცლავშიც ბევრი სუვენირების მაღაზიაა, რომლებიც ძირითადად საფეხმავლო ნაწილშია თავმოყრილი. აქ ეროვნული კოლორიტით მრავალფეროვანი საჩუქრებისა და სუვენირების ყიდვა შეიძლება. მათ შორის გამოირჩევა „ჯუჯების მოსაძებნი კომპლექტი“. თუ უფრო სერიოზული შოპინგი გინდათ, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში გაეშურეთ - „ცენტრუმ კორონა“, „გრუნვალდის პალასი“ ან „დომინიკანების გალერეა“.   [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="306329,306332,306328,306330,306331,306333,306334,306335,306336,306337,306338,306339,306340,306341,306342,306343,306344,306345,306346,306347"]  
ქალაქში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში; აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში, განსაკუთრებით პარკებში, მაღაზიებთან და რკინიგზის სადგურში; ავტომობილით გადაადგილება თუ მოგიწიათ - ღვედები უნდა გაიკეთოთ და ფარები ჩართოთ. მოძრაობა მარჯვენა მხარესაა. მაქსიმალური სიჩქარე ქალაქში 50 კმ/სთ-ია. დასახლებულ პუნქტებში 23:00-05:00 სთ - 60 კმ/სთ.
   

ვროცლავის ხიდები

ხიდები - ხელოვნების, ტექნიკისა და არქიტექტურის ძეგლებია. ვროცლავში ასზე მეტი ხიდია, ისინი ერთმანეთს მულტიკულტურული ქალაქის 12 კუნძულს აერთებს. შეყვარებულების ბოქლომები ტუმის ხიდზე ოლავის ხიდი გრუნვალდის ხიდი ზვერინეცკის ხიდი რენძისკის ხიდი ქვიშის ხიდი მშვიდობის ხიდი ალაოს ხიდი ბარტოშოვიცის ხიდი   https://www.youtube.com/watch?time_continue=52&v=WI4Zn8PLLlo  

გართობა და ღირსშესანიშნაობა

წმინდა ელჟბეტის ეკლესია, იაშისა და მალგოშის სახლი, რატუშა, ძველი ქალაქის სახლები... აუცილებლად მოინახულეთ კუნძული ტუმი და ვროცლავის სხვა კუნძულები, გაისეირნეთ ხიდებზე, ბოტანიკურ ბაღში და სხვა ულამაზეს პარკებში, მოიწყვეთ ღამის ექსკურსია ზოოპარკში, ეწვიეთ ეროვნულ მუზეუმს და რაცლავის პანორამას დეტალებში დააკვირდით. საღამო ხანს კი ჩამოსხედით ევროპაში ყველაზე დიდ მომღერალ შადრევანთან.   ვროცლავის ჯუჯები [ვიდეო] ვროცლავი ჯუჯების საცხოვრებელი ადგილია. პატარა ბრინჯაოს ქანდაკებებს ქალაქის ქუჩებში შეხვდებით. ისინი ბურთს თამაშობენ, სარეცს რეცხავენ, ფარანის ბოძიდან შეიძლება ხელშიც ჩაგახტეთ და ყველანაირად იქცევენ ყურადღებას. „იპოვე ჯუჯა“ - ერთ-ერთი ტურისტული ატრაქციონია. ქალაქის სიმბოლოს ჯუჯების ყოველი ფიგურა უნიკალურია თავისი სახელით, პროფესიითა და ბიოგრაფიით.   კუნძული ტუმი ტუმის კუნძული ვროცლავის უძველესი ნაწილია. უნიკალური ძველი ადგილი, რომლის ისტორია მე-14 საუკუნეში დაიწყო. კუნძულის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე დატკბებით რენესანსის სტილის ძველი შენობებით, ეპისკოპოსების სასახლითა და მთავარი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. ის გახლავთ გოთიკური არქიტექტურის შესანიშნავი შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სილეზიაში. მისი ისტორია 10 საუკუნის წინ დაიწყო. თუ მუზეუმები გიყვართ, არქიეპისკოპოსის მუზეუმს ეწვიეთ, სადაც ინახება ეტრუსკული, ეგვიპტური და ბერძნული საინტერესო ექსპოზიციები. შემდეგ ტუმის ხიდზე გადასვლით ძველ ქვიშის კუნძულზე (Wyspa Piasek) გადახვალთ. აქ ნახავთ 600 წლის წინ აგებულ ძველ გოთიკურ ეკლესიას, წისქვილს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას. ოდრაზე გადასასვლელი ხიდის გადავლით დუნიკოვსკის ბულვარზე (Boulevard Xdunikowskiego) გახვალთ და პარკის გავლით დამცავ ბასტიონთან მიხვალთ, საიდანაც კუნძულზე ლამაზი პანორამა იშლება. ოდნავ გვერდზეა გონდოლის ყურე, სადაც ნავის ქირაობა და ოდრაზე გასეირნება შეგიძლიათ. შემდეგ გაემართეთ ვროცლავის ერთ-ერთ უძველეს ბაზარში - Nowy Targ. Crozdka-ის ქუჩაზე უნივერსიტეტია, ნახავთ ბაროკოს სტილის წმინდა იესუსის ეკლესიას და მიხვალთ ძველ სასაკლაომდე (Jatki). ეს გახლავთ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ხორცით ვაჭრობისთვის ჩამოყალიბებული სავაჭრო რიგები. ამჟამად აქ ნავსაყუდელი მხატვრებმა და სამხატვრო გალერეებმა იპოვეს. გვერდით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზილიკა (წმინდა ელიზაბეტის). Świętego Mikołaja ქუჩის კვეთაზეა ძველი არსენალი. 1459 წელს აგებული ეს შენობა თავისებურად ევროპის ამ ნაწილში უძველესი შენობაა. მორიგი ღირსშესანიშნაობაა სამეფო სასახლე (მე-18 ს), სადაც ამჟამად რეგიონალური მუზეუმია.    
ჯერ კიდევ 1945 წლის მაისში ვროცლავს ბრესლაუ ერქვა და პოლონეთს არ ეკუთვნოდა. 9 მაისი, რომელიც პოლონეთში დღეისათვის ”კომუნისტური ტირანიის” დასაწყისადაა მიჩნეული, ამავდროულად გერმანული მიწების მიერთების თარიღიცაა. 1945 წლის 9 მაისს პოლონეთმა მიიღო შემდეგი მსხვილი გერმანული ქალაქები: გდანსკი, ბრესლაუ (ამჟამად ვროცლავი), ლეგნიცა, შეცინი.
    [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="306369,306370,306371,306372,306373,306374,306375,306376,306377,306378,306379"]

მითიური ვროცლავი

ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ვროცლავი ისტორიის 1000 წელს და ტრადიციების 50 წელს ითვლის, აქ მრავალ ლეგენდას შეხვდებით. მაცხოვრებლებმა თავიანთი საქალაქო ლეგენდები შექმნეს მიწისქვეშა ქალაქზე, ჯუჯებზე, ექსცენტრიულ და უცნაურ ადამიანებზე. აი ვროცლავის მისტიური ადგილები. რკინიგზის სადგური მოიცავს ლეგენდებს და ისტორიას ნაცისტების გვირაბებსა და ბუნკერებზე საიდუმლო იარაღითა და საგანძურით. ჯუჯების შადრევანი თეატრალურ მოედანზე ჯუჯების ისტორიას ეძღვნება, რომლებიც ლეგენდის თანახმად ქვედა სილეზიის დედაქალაქის მიწისქვეშ სახლობენ. მოდერნის სტილის სასტუმრო მონოპოლია, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა - ადოლფ ჰიტლერი, პიკასო და სხვები. წმინდა ელიზაბეტის ბაზილიკა - გადმოცემის თანახმად ჯვაროსნების მაგისტრმა ის ბანქოში წააგო და პროტესტანტებს გადასცა. წისქვილის სამხრეთ ხიდი (Most Młyński Południowy) - ამ ხიდზე ინკვიზიციის დროს წყლის ცდები მიმდინარეობდა. ჯადოქრობაში დადანაშაულებურ ქალებს წითელ ლაბადაში ახვევდნენ და ოდრაში ყრიდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი - ალბათ ვროცლავის ყველაზე ლეგენდარული ადგილი. ყველაზე ცნობილი ლეგენდა ქვის თავთან არის დაკავშირებული. ისტორია ამბობს, რომ ახალგაზრდა ქარგალს იუველირის ქალიშვილი შეუყვარდა. მაგრამ რადგან ის მდიდარი არ იყო, იუველირმა უარი თქვა. ახალგაზრდამ ქურდობა და ძარცვა დაიწყო. როდესაც გამდიდრდა ხელახლა ითხოვა ქალის ხელი. იუველირი მიხვდა საიდან ქონდა ქონება და გააგდო. მრისხანებაში მოსულმა შურისძიების მიზნით იუველირის სახლი დაწვა და ხანძარს ტაძრის კოშკის პატარა სარკმლიდან უყურებდა. სასჯელმა აქ მაინც მიაგნო. ტაძრის კედელი მის კისერზე შეიკრა, ხოლო თავი გაქვავდა, რაც ყველასთვის გაფრთხილება გახდა ვინც ასეთი მრუდე გზით ივლიდა.     [post_title] => ვროცლავი – რჩევები პოლონეთში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => vroclavi-rchevebi-polonetshi-mogzaurobis-msurvelebs-fortunagidi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 12:07:51 [post_modified_gmt] => 2018-11-15 08:07:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=305596 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 309113 [post_author] => 5 [post_date] => 2018-11-26 15:54:50 [post_date_gmt] => 2018-11-26 11:54:50 [post_content] => თბილისში უახლოეს მომავალში შესაძლოა „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნას. ამის შესახებ „მილანის“ საერთაშორისო აკადემიების მენეჯერმა ალესანდრო ჯანიმ განაცხადა. ჯანი და ელიზაბეტ სპინა (იტალიური აკადემიების კვლევისა და განვითარების მენეჯერი) საქართველოს დედაქალაქში გაცნობითი ვიზიტით ჩამოვიდნენ. „საქართველოში დაინტერესებული მხარეები ვნახეთ და ვამაყობთ, რომ ქვეყნის თქვენი საფეხბურთო განვითარება დაინტერესებულია მეთოდით, რომელსაც „მილანში“ ვიყენებთ. აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ვარჯიშისა და ადგილობრივი მწვრთნელების მომზადების მეთოდიკა გაგაცნოთ. ჩვენი იდეა იმაშია, რომ 4-5 წელიწადში პროექტი რეალობად ვაქციოთ“, - განაცხადა ალესანდრო ჯანიმ. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაცნობა და იმის გაგება მომავალში რისი გაკეთება გახდება საჭირო. გარდა ამისა, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს კონტრაქტორებთან და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. შეთანხმების შემთხვევაში, თანამშრომლობა შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონში დაიწყოს. „მილანის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის მთავრობა, რომელმაც პროექტის განხორციელებისადმი ინტერესი გამოხატა. ქართული მხარიდან ინიციატორები არიან ანა წერეთელი (წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი), ასევე ბიზნესმენები ბესო ჩიხრაძე („გაგრას“ პრეზიდენტი) და ილია კოკაია („ზესტაფონის“ პრეზიდენტი). ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, „მილანის“ წარმომადგენლები რიგ შეხვედრებს გამართავენ. მათ შორის სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და კახა კალაძესთან, რომელიც წლების განმავლობაში „მილანში“ გამოდიოდა და დიდ წარმატებას მიაღწია. [post_title] => თბილისში შესაძლოა მილანის აკადემია გაიხსნას [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tbilisshi-shesadzloa-milanis-akademia-gaikhsnas [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-26 15:54:50 [post_modified_gmt] => 2018-11-26 11:54:50 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309113 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 157 [max_num_pages] => 53 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_privacy_policy] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 965c38275dc4893e7caffab8211dc25f [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები