გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა – ეკა უბერის რეკომენდაციები

პოპულარული

გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა – ეკა უბერის რეკომენდაციები

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი და გახანგრძლივებული ხველის შესახებ, რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. როგორ მოვიქცეთ ღამით სპაზმური ხველის დროს, რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რა დროს ხდება ხველა საგანგაშო სიმპტომი და რა შედეგს გვაძლევს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

ეკა, პირველი კითხვა ეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და მის მოქმედებას. რა ვქნათ, როდესაც აცრის მიუხედავად, ბავშვი მაინც ხშირად ავადობს და აქვე, თუ წამყვანი სიმპტომი ხველაა, მშობლებს აინტერესებთ, უშველის კი მას აცრა?

ძალიან აქტუალური კითხვაა, რადგან ხველა მთელს მსფოლიოში პედიატრთან მომართვიანობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. მშობელი შესაძლოა, ვირუსული რესპირატორული ინფექციის სხვა გამოვლინებებმა, მათ შორის მაღალმა ტემპერატურამ ისე არ შეაშინოს, როგორც სპაზმურმა, შემაწუხებელმა ხველამ. ნებისმიერ ასაკში ხველა აქტუალური სიმპტომია, თუმცა, ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხველა ესაა სიმპტომი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. უნდა ითქვას, რომ ხშირი ავადობა ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად არის მიჩნეული. ეს ის სიხშირეა, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, აქვე შესაძლოა, ეს სიხშირე 8-10 მდეც გაიზარდოს. თითოეული ეს ავადობა საშუალოდ 1 კვირიდან 10-დღის ინტერვალში გრძელდება, ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სულ ავადაა. რეალურად კი ეს გახლავთ ყოველ ჯერზე ახალი ინფექციების ცირკულაცია. თუ ბავშვი არის ბაღში მოსიარულე, ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში, ან სახლში მიცრე წლოვანი და-ძმები ჰყავს, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციის წყარო, ასეთ დროს ავადობის სიხშირე წელიწადში 8-10 მდე იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყიფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლუენსა ანუ გრიპის ვირუსი საკმაოდ საშიში ვირუსია და ხშირად ახასიათებს გართულება, რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვურჩევ მშობლებს, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდრში შედის და არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ.

რა არის გახანგრძლივებული ხველის მიზეზი და რატომ არ ემორჩილება ხშირად ხველა მედიკამენტს?

ხველის ერთ-ერთი მიზეზირ არის რესპირატორული ვირუსული ინფეციები, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ჩვენ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ვსაუბრობთ გახანგრძლივებულ ხველაზე, ეს ის ხველაა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აქ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები და არა მარტივი ვირუსული ინფექციები, რომელიც 10-15 დღეში კუპირდება და ხშირ შემთხვევაში თვითგანკურნებადია.

რა დროს ხდება ხველა რთულად სამართავი და რა შემთხვევაშია აუცილებელი მკურნალობის პროცესში ჰორმონალური პრეპარატების ჩარვა?

თუ ხველის მიზეზი დადგინდა, მისი მართვა რთული აღარაა. თუ ბავშვი ხშირად ავადობს, თუ ორგანიზმს ახალ-ახალი ვირუსები უტევენ და ისევ სახეზეა ხველით მიმდინარე პროცესი, შესაძლოა, მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ახველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას ჰორმონალურ პრეპარატებთან დაკაშირებით, არსებობს ხველა, მაგალითად ლარინგოტრაქეიტი, რომელიც კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კრუპის ნიშნები. ეს გახლავთ ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. თავის მხრივ ეს გახლავთ ვირუსლი ინფექცია, რომელსაც უხშირესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს. თუ მშობელი მომზადებულია სათანადოდ და იცის, როგორ მართოს კრუპის ნიშნები, ის ადვილად ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპებზე ადვილად კუპირდება.

 

ხშირად ასეთი ხველა იწყება არა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების ფონზე, არამედ მოულოდნელად, ღამით. შესაძლოა თუ არა ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი გახდეს არა ვირუსი, არამედ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები?

ვირუსული ეტიოლოგიის კრუპი სწორედ ღამის სათებში იწყება. დღის განმვალობაში რესპირატორული გამოვლინება მინიმალურია. ლარინგიტრაქეიტი ღამით, განსაკუთრებით 12 საათის მერე იწყება ხოლმე. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს მიდრეკილება აქვს ხველისკენ, არა. კრუპი ასაკთან ერთად ჩაივლის და ექვსი წლის მერე ის იშვიათად გვხვდება. ლიტერატურაში აღწერილია კრუპის შემთხვევები მოგვიანებით, გარდატეხის ასაკშიც, მაგრამ მას იშვიათი ხასიათი აქვს. ანუ თუ 6 წლის მერე კრუპი აღარ აღინიშნება, ითვლება, რომ მას აქვს ვირუსული ეტიოლოგია. არსებობს აგრეთვე სპაზმური კრუპი, რომელიც შესაძლოა, მრავლობითმა ალერგენებმა გამოიწვისო.

არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ბავშვის ჩათბუნება და მაღალი ტემპერატურა ოთახში. ესეც ზრდის ხველის განვითარების რისკს. არადა ხშირად ჰაერის დატენიანებაც საკმარისია, რომ ხველის სიხშირე შემცირდეს.

ძალიან ხშირად მშობლები ხველის სამკურნალოდ იყენებენ ფაგებს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას და საწუწნ აბებს. ბევრი ამბობს, რომ ეს ხველას ამსუბუქებს. მართლა მუშაობს მკურნალობის ეს სქემა?

ეს ფაქტორები ნაწილობრივ შველის. მაგალითად ფიზიოლოგიური ხნარით ინჰალაციაზე მინდა შევჩერდე. როდესაც ხველა გრიპის ან სხვადასხვა რესპირატორული ვირუსით არის განპირობებული და მას ძლიერი ინტოქსიკაცია არ ახლავს, ხველა არის თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადი სიმტპომი. თუმცა, ხველის ინტენსივობის შემცირებას ხელს უწყობს ტენიანი ჰაერი, ოთახის დაბალი ტემპერატურა. ხშირად მშობელი აღნიშნავს, რომ როგორც კი ძლიერი ხველისას ბავშვი გარეთ გაუყვანია, ხველა მოიხსნა. ანუ ტენიანმა ჰაერმა მოულბო ზედა სასუნთქი გზები და შეამცირა ხველის ინტენსივობა. იგივე ეფექტი აქვს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალციას. რაც შეეხება ფაგებს, მათ უპირატესად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ და ვირუსულ ნფექციებთან ბრძლოაში დიდი ეფექტით არ გამოირჩევიან. საწუწნი აბების მიცემა კი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება და ამის მთელი რიგი მიზეზები არსებობს. ხშირია, როდესაც მშობლები ბებიების მეთოდს მიმართავენ, იგივე თხის ქონი, კომბოსტოს საფენები და სხვა ხალხური მეთოდები, რასაც ცალსახად არ მივესალმები.

 

არის რაიმე კონკრეტული შემთხევები, როდესაც იგივე თხის ქონი და კომბოსტოს საფენები უებარია?

არავითარ შეთხვევში. ფიზიოლოგირი ხსნარიც კი არ შეიძლება იყოს უებარი, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას აქვს თავისი ჩვენება. ხშირად მეკითხებიან, რომ აი ხველა აქვს ბავშვს და მეტი არაფერი, რა მივცე? სამწუხაროდ, ხველის უნივერსალური წამალი არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი უნდა დადგინდეს.

რას გულისმობს ტერმინი ალერგიული ხველა და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს?

განვმეორდები და ვიტყივი, ის რომ ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა. სამი ტიპის ალერგიულ ხველას განიხილავენ: ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება.

და ბოლოს, ყველას გვახსოვს თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკაზე წერდით…

ვაქცინაციამ მთელ რიგ შემთხვევებში გადაარჩინა მსოფლიო. ვაქცინაციის დამსახურებით ძალიან ბევრმა დაავადებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ჩვენთან კლინიკაში სტუმრად იყო პროფესორი ისრაელიდან და მან აღნიშნა, რომ ისრაელში ვაქცინაციის მოცვადობა არის 90-95 %. ეს ნიშნავს, რომ წითელას და სხვა დაავადებების შეხვედრის და გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მაშინ როდესაც საქართველო მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებს წითელას გავრცელების მხრივ, ეს კატასტროფაა. წითელა არის ძალიან მაღალი კონტაგიოზურობის ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი ყველა მის გარშემო მყოფს აინფიცირებს, თუ ისინი ვაქცინირებულები ან წითელა გადატანილებია არ არიან. ყველა ბავშვი უნდა აიცრას იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებსაც არ უტარდებათ ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენების გამო .წითელას ვაქცინაციის მიმართ ფობია დაკავშირებულია ინგლისელ ექიმთა ჯგუფთან, რომლებმაც საოცრად დიდი აფიორა ჩაატარეს, დიდ ფინანსურ მოგებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში მათ დაკარგეს სამედიცინო ლიცენზია და მათ წინააღმდედ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ჩემს მაგალითს გეტყვით, როგოც კი ჩემი შვილი 1 წლის გახდა, მეორე დღესვე ავცერი წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

რჩევები /

|

25 ოქტომბერი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 299001
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 299001
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 3718
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (299001) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (3718,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 309284
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-27 13:34:54
                    [post_date_gmt] => 2018-11-27 09:34:54
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

ვინც ორსულობას გეგმავს, იცის რას ნიშნავს ფრაზა - ფოლიკულის მონიტორინგი და ოვულაცია. როგორ მუშაობს ეს სქემა, რა უნდა ვიცოდეთ ჩასახვის კალენდარის შესახებ, რა საგანგაშო სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის „ინოვა“  გინეკოლოგიური ამბულატორიის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოკმა ეკა ისაკიდმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, როგორც წესი, მოზარდი გოგონების გინეკოლგთან ვიზიტის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც მშობელი ამჩნევს პრობლემას. რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

ჩვენ ვეხებით ძალიან საინტერესო თემას, პუბერტატულ პერიოდს, რომელიც იწყება 11 წლიდან და 15 წლამდე გრძელდება. ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფების პირველადი ნიშნების დემონსტრირება, ეს არის სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმიანობა ბოქვენზე და იღლიების ფოსოში. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ნაადრევი მომწიფების დროს გამოვლენილი სიპტომების შემთხვევაში, - ესაა  8-9 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის გაზრდა, თმიანობა ადრეულ ასაკში -  მშობელმა  უნდა მიმართოს სპეციალისტს.

რაც შეეხება პუბერტატულ ასაკს, მშობლებს მინდა მოვუწოდო, რომ მათ გააფრთხილონ გოგონები მენარხეს  ანუ პირველი მენსტრუაციის შესახებ, რათა ეს არ აღმოჩნდეს სტრესი მოზარდისთვის - ძალიან ხშირად ხდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევა თუნდაც ამის ფონზე. საჭიროა პირველი მენსტრუაციის დადგომამდე ფსიქო-ემოციური მომზადება, ჰიგიენური წესების დაცვის სწავლება და ა.შ.

რა არის ყველაზე საყურადღებო პირველ რიგში. საყურადღებოა მენსტრუალური ციკლის დიაპაზონი.  ნორმად ითვლება 21 დღიდან 35 დღემდე, იგულისხმება შუალედი მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე. თუ მოზარდის შემთხვევაში ცდება ამ პერიოდს, მშობელმა ეს არ უნდა უგულვებელყოს.

რაც შეეხება ციკლურობას, მშობელი ხშირად ზრუნავს, დარდობს, მოჰყავს გინეკოლოგთან.  რომ არ იყოს ნაადრევი მომართვიანობა სპეციალისტთან, ერთი წელი, წელიწადნახევარი მოზარდის ორგანიზმს უნდა ვაცალოთ, რათა მენსტრუაციული ციკლის რეგულარობა ორგანიზმმა თავად ჩააყენოს მწყობრში.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პუბერტატულ ასაკში  ვლინდება ჭარბთმიანობა, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარება, მამაკაცური ტიპის გათმიანება, ხმის დაბოხება. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

ასევე საყურადრებოა, როდესაც მოზარდს აქვს მენარხე, ანუ ის მენსტრუირებს, მაგრამ არ აქვს სქესობრივი მომწიფების ნიშნები,- ესეც ძალიან საყურადღებოა და ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ყველაზე ხშირია მენსტრუალური ტკივილი. ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვეუბნებიან, რომ ეს არის გენეტიკური, მეც ასე მქონდა... გენეტიკურ ფაქტორს, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, თუმცა ეს დიფერენცირებული უნდა იყოს თავად გინეკოლოგის მიერ, რათა გამოირიცხოს ბევრი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს ამ მენსტრუალურ ტკივილს. ეს არის ძირითადი სიმპტომები რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება.



 ბოლო დროს ხშირია  მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უნდა გვეშინიოდეს თუ არა ჰორმრი პრეპარატებით მკურნალობის?

საერთოდ არ არის საშიში, მთავარია სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი პრეპარატი დაინიშნოს. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჰორმონალური სამკურალო პრეპარატების დანიშვნა ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას? თუ სწორი დიაგნოზი იქნა დასმული, რომ დადასტურებულად ჰორმონალური დისბალანსის შედეგია ციკლის დარღვევა, ესე იგი ორგანიზმი რაღაცას ჭარბად გამოიმუშავებს და რაღაცას ნაკლებად. სამკურნალო ჰორმონალური პრეპარატის დანიშვნა  ამას აბალანსებს. სიმპტომის მოხსნა ეს არის ერთჯერადი პრობლემის მოგვარება. პირველადი პრობლემის კი,  გამოკვლევა და შემდეგ სწორი მკურნალობაა. ჰორმონალური პრეპარატები ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, გამასუქებს, თმიანობა მომემატება და ა.შ. ეს არასწორია. როგორც ყველა პრეპარატს, მათ შორის ჰორმონალურსაც, აქვს გვერდითი მოვლენები მაგრამ,  ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევა უნდა იყოს დაბალანსებული ჰორმონალური სამკურნალო საშუალებებით.

 ძირითადად რა მიზეზები უშლის ხელს ორსულობის დადგომას?

ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი არის ჰორმონალური დარღვევა. ხშირად კი ეს არის ანატომიური თავისებურებანი. ვგულისხმობ უნაგირა ფორმის საშვილოსნოს, საშვილოსნოს ღრუში ტიხარს, საშვილოსნოს ღრუს პოლიპს – ეს ის პობლემებია, რომელიც დაორსულებას უშლის ხელს;  უფრო ზუსტად კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, მაგრამ მისი მიმაგრებისთვის არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. ასევე აღსანიშნავია სტრესი, გარემო, სოციუმი, ფსიქო-ემოციური ფონი და უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის ფაქტორი.

როდესაც ორსულობის დადგომა გვიანდება წყვილი იწყებს ნერვიულობას, მიზეზების გამოკვლევას... ასეთ დროს გამოკვლეული უნდა იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. ორსულობის არდადგომის მთელი რიგი პრობლემები სწორედ მამაკაცთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

რა უნდა ვიცოდეთ ფოლიკულის მონიტორინგის შესახებ, რატომ შეიძლება ფოლიკული არ გაიზარდოს, არ გასკდეს ან იდეალური სურათის მიუხედავად, არ დადგეს ორსულობა?

ფოლიკულის მონიტორინგი ეს არის საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების დინამიკაში დაკვირვება. თავისი პერიოდულობით ის იზრდება, ერთ-ერთი ხდება დომინანტური. დომინანტურია ის ფოლიკული, რომელშიც არის მომწიფებული კვერცხუჯრედი, სკდება ოვულაციის პერიოდში, მისგან გამოედინება კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომ უერთდება სპერმატოზოიდს და ხდება განაყოფიერება ანუ ჩასახვა. მონიტორინგი გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ - ბუნებრივად მწიფდება ფოლიკული, ბუნებრივად ხდება დომინანტური და ამწიფებს კვერცხუჯრედს, დამოუკიდებლად სკდება. მხოლოდ ფოლიკულის მონიტორინგი არ გულისხმობს ფოლიკულის ზრდის და მის შემდგომ გასკდომა- არ გასკდომის მომენტს. ფოლიკულური მონიტორინგი ასევე გულისხმობს ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი(ფუნქციონალური) შრის  გაზრდას. იზომება სისქე, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ინპლანტაცია, მიმაგრება მოხდეს ღრუში.

ფოლიკულის მონიტორინგის დაწყება არ არის სტანდარტული. ამას განაპირობებს ქალბატონის მენსტრუალური ციკლი.  სხვადასხვაგვარად იწყება მონიტორინგი - 28 დღიან და 35 დღიან ციკლში. ხშირ შემთხვევაში დღეგამოშვებით ვაკეთებთ ამ გამოკვლევას, ეს ხდება ულტრაბგერით. თუ ერთ-ერთ გამოკვლევაზე ვხედავთ, რომ ამ თვეში არ ველით დომინანტურ ფოლიკულს, მონიტორინგი ასეთ დროს ჩერდება.

რატომ შეიძლება ფოლიკული ან არ მომწიფდეს ან მომწიფდეს, გაიზარდოს და არ გასკდეს?

მიზეზია ჰორმონალური დარღვევა. ამ ყველაფერზე ბევრი ენდოკრინული ორგანოა პასუხისმგებელი. აქ მძივივით არის ჩაბმული ენდოკრინული სისტემა.  ერთმანეთზეა დამოკიდებული და, ერთ-ერთი ენდოკრინული ორგანოს მწყობრიდან გამოსვლა შემდეგი რგოლის დარღვევას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არ ხდება დომინანტური ფოლიკულის მომზადება.  ასევე ხშირად ხდება ისე, რომ დომინანტური ფოლიკული მწიფდება, მაგრამ ბუნებრივი გზით არ სკდება. არსებობს საშუალებები, პრეპარატები, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებთ, ვერევით მეან-გინეკოლოგები და ხდება ხელოვნურად დომინანტური ფოლიკულის გასკდომა.



 თუ ეს ყველაფერი ხდება მაგრამ ორსულობას მაინც ვერ ვიღებთ, სად შეიძლება მიზეზი ვეძებოთ და რა არის სტიმულაცია?

არის შემთხვევები, როდესაც დომინანტური ფოლიკული მწიფდება, ხდება მისი ბუნებრივი გახეთქვა ანუ კვერცხუჯრედის გადმოსვლა ფოლიკულიდან, ენდომეტრიუმის შრის სისქეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წესით, ბუნებრივი გზით მოხდეს მიმაგრება, მაგრამ ორსულობა   მაინც არ დგება.

დავუბრუნდები მამაკაცის პრობლემას. არასრულფასოვანი სპერმის დროს კი ახდენს სპერმატოზოიდი განაყოფიერებას, მაგრამ გენების შეჭიდების დროს ხდება ის დარღვევა, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ჩანასახი არასიცოცხლისუნარიანია; ან მიემაგრა, მაგრამ მისი მენსტრუაციის მოსვლის პერიოდში მაინც მოხდა ჩამოფცქვნა და გამოდევნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ულტრაბგერა ძალიან გვეხმარება გინეკოლოგებს, ეს არის ჩვენი მარჯვენა ხელი, თუმცა ულტრაბგერა არ გაძლევს საშვილოსნოს ღრუს 100%-იან დიაგნოსტიკას. შესაძლოა იყოს მიკროპოლიპოზი, რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას.

სტიმულაცია არის მასტიმულირებელი მედიკამენტებით ჩარევა, ხდება საკვერცხის სტიმულაცია, რათა მან მოამზადოს დომინანტური ფოლიკული და მოხდეს ოვულაციის პერიოდი. მენსტრუალური ციკლი ორ ფაზად იყოფა, პირველ და მეორე ფაზად. თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს ჰორმონების გამოყოფაში. თითოეულ ფაზაში პასუხისმგებელი ენდოკრინული რგოლია ჩართული. ამ ფაზების მომიჯნავე შუა პერიოდი არის ოვულაციის პერიოდი. ზუსტად ის ეტაპი, როდესაც დომინანტური ფოლიკულიდან ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის განდევნა, განაყოფიერება და საშვილოსნოს ღრუში მისი ინპლანტაცია.  სტიმულაციას  ვაკეთებთ და საკვერცხის ფუნქციებში ვერევით მაშინ, როდესაც საკვერცხე თავის პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს. უამრავი გამოკვლევების შედეგად, ყველანაირი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, ხდება სტიმულაციის გაკეთება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამართლებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჰიპერსტიმულაცია ხდება და შეიძლება მომწიფდეს რამდენიმე დომინანტური ფოლიკული, მაგრამ სტიმულაციის გაკეთება არ ნიშნავს 100%-იან ორსულობის დადგომას. სტიმულაციას აქვს თავისი ჩარჩოები, განსაზღვრულია, რამდენჯერ შეუძლია ექიმს მისი ჩატარება და უშედეგობის შემთხვევაში რამდენი ხანი არ უნდა ჩაერიოს და მიეცეს სრული დასვენების, თავისუფლების პერიოდი საკვერცხეს, ჰორმონალურ სტატუსს.



 რა უნდა ვიცოდეთ ოვულაციის პერიოდის შესახებ და შესაძლოა თუ არა, მისი სახლის პირობებში გამოთვლა?

 მოდით ვთქვათ რა სიმპტომები აქვს ოვულაციას. არსებობენ ჰიპერ მგრძნობიარე ქალბატონები, რომლებიც გრძნობენ ამ პერიოდს. აღნიშნავენ, რომ იგრძნობა წიწკვნითი, ჩხვლეტითი შეგრძნებები საკვერცხის პროექციაში. ოვულაციის პერიოდში იცვლება საშოდან გამონადენი, ანუ სეკრეტი მეტად წელვადი და გამჭვირვალეა. ორგანიზმი შეგნებულად გამოყოფს ასეთ სეკრეტს, რადგან ის ხელს უწყობს სპერმას, დროულად მივიდეს კვერცხუჯრედამდე. ასევე არის სტატისტიკა, როდესაც ოვულაციის პერიოდში მატულობს ლიბიდო, სექსუალური ვნება. თუ ამ ყველაფერს დააკვირდება ქალბატონი მიხვდება, რომ მას ოვულაციის პერიოდი აქვს.

რაც შეეხება გამოთვლას, ბაზალური ტემპერატურის გასინჯვა რექტალურად არის მოძველებული და დისკომფორტის შემცველი მეთოდი, რადგან გაზომვა უნდა მოხდეს დილას, ლოგინიდან აუდგომლად, დაახლოებით ერთი და იგივე დროს. უნდა გაკეთდეს მენსტრუაციის დღეებისა და ბაზალური ტემპერატურის ცხრილი. ხშირად 0,5 გრადუსით მატებას ან კლებას აქცევენ ყურადღებას, რაც არაინფორმაციულია. ეს არის დისკომფორტული, თუმცა, რატომაც არა - ზოგი ქალბატონი ითვლის ასე ოვულაციის პერიოდს.

რაც შეეხება კლასიკურ მეთოდს, ეს დამოკიდებულია  მენსტრუალურ ციკლთან. 28 დღიანში სხვა დღეებია განაყოფიერების, 35 დღიანში სხვა. თუ ვისაუბრებთ 28 დღიან მენსტრუალურ ციკლზე, ყველაზე ხშირად ოვულაციის პერიოდი არის მეთერთმეტე დღიდან მეთოთხმეტე დღის ჩათვლით. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სპერმა განაყოფიერების უნარიანი არის 48-დან 72 -საათის განმავლობაში. თუ ქალბატონი ფიქრობს, რომ მე მე-11 დღიდან აქვს „საშიში“ ან „სასურველი“ დღეები განაყოფიერებისათვის, და მენსტრუაციის დაწყებიდან მე-9 დღეს აქვს დაუცველი სექსუალური კავშირი და ჰგონია, რომ არ დაორსულდება, ძალიან ცდება. თუ მე-14 დღეს გასკდა ფოლიკული, გადმოისროლა მომწიფებული კვერცხუჯრედი, მაგრამ ქალბატონს ჰგონია, რომ მე-14 დღემ ჩაიარა, როგორც სპერმატოზოიდს აქვს განაყოფიერების ვადა, ასევე კვერცხუჯრედს აქვს ვადა - 12 საათიდან 24 საათამდე. თუ ავიღებთ მაქსიმალურად დაწყებულით და დამთავრებულით, ეს არის მე-9 დღიდან მე-20 დღემდე. ხშირად ქალბატონები დარწმუნებული არიან, რომ მენსტრუაციის ბოლო დღეები ჰქონდა და ამიტომ ორსულობა სავარაუდოდ არ დადგებოდა. ეს ასე არ არის. ამისი გამოთვლა შეიძლება, პროცენტულობა დაკვირვებულ ქალბატონებში მაღალია, მაგრამ არა 100%-იანი სიზუსტით.



თუ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე კვლევა, რომლებზეც გვირჩევთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ?

ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ ქალბატონებს, რათა გინეკოლოგთან თუ მამოლოგთან დაგვიანებული მიმართვიანობა არ მოხდეს. პირველ რიგში ძალიან ხშირია საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, რომელიც ბოლო წლებში მომრავლდა და მისი ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ყველა ქალბატონს მოვუწოდებ წელიწადში ერთხელ აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს, რათა აიღოს პაპ–ტესტი. საშვილოსნოს ყელის პათოლოგია არ გვაძლევს კლინიკურ გამოვლინებას, ანუ ქალს არ აწუხებს არაფერი და არც ექიმს მიმართავს. მიუხედავად ამისა, პაპ–ტესტი არის ის ანალიზი, რომელიც წელიწადში ერთხელ ქალბატონმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს. ჩვენთან ძალიან ადაპტირებული გახდა საშოსმხრივი ინფექციები, რაც არ იძლევა კლინიკას, არ აწუხებს ქალბატონს, ან აწუხებს პერიოდულად და თავისით გადის ჩივილები. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვაქვს ქრონიკულ ინფექციურ დაავადებასთან, რომელიც თავისებურ ზიანს აყენებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ამიტომ წელიწადში ერთხელ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი უნდა გაკეთდეს. ასევე უნდა გაკეთდეს ულტრაბგერითი კვლევა და სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, თუ საჭირო გახდა მამოგრაფიაც. ეს ის ძირითადი კვლევებია, რომლებიც ქალბატონმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს, რათა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს მომავალში.

არის შემთხვევები, როდესაც დიდი დოზით არის გინეკოლოგიური თუ ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მაგრამ ორსულობა დგება. მეორე მხრივ კი ერთი შეხედვით აბსოლიტურად ჯანმრთელი პაციენტი ვერ იღებს იგივე შედეგს, როგორ ავხსათ ეს უცნაური შემთხვევები?

ყველა ადამიანი ინდივიდია, აქვს ინდივიდუალური ენდოკრინული და იმუნური სისტემა. სხვისი მაგალითი, რომ სხვას ჰქონდა იგივე პრობლემა, მაგრამ დაორსულებისთვის ხელი არ შეუშლია, ყველაზე არ ვრცელდება.

არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ენდოკრინული პრობლემის დროს უპრობლემოდ დადგეს ორსულობა, განვითარდეს და ქალბატონმა ასეთი დარღვევებით მიიღოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალშობილი. ბევრი ნიუანსია, და ხშირ შემთხვევაში ექიმებიც გაკვირვებულები რჩებიან და უკვირთ, როგორ მოახერხა ეს ორგანიზმმა. თუმცაღა ინდივიდუალურია; ინდივიდია და მისი პრობლემების, ენდოკრინული დარღვევების კომპენსირება მოახდინა ორგანიზმმა ასაკის, იმუნიტეტის თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. ეს არ ნიშნავს, რომ იგივე პათოლოგიით და დარღვევებით სხვა ქალაბატონიც იგივენაირად მიიღებს ორსულობას; ან შეიძლება მიიღოს, მაგრამ ვერ შეინარჩუნოს, ან მიიღოს არაჯანსაღი ნაყოფი.

ასევე არის პირიქითაც, როდესაც ვიკვლევთ ქალბატონს, ვიკვლევთ პარტნიორსაც. თითქოს ორივე მხარეს კლასიკურად ყველაფერი აქვს წესრიგში, არ გვაქვს არანაირი ხელმოსაჭიდი მიზეზი, მაგრამ არ დგება ორსულობა. ასეთი დიაგნოზიც არსებობს - გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა .

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/ekimi-1.mp3"][/audio]
                    [post_title] => „ფოლიკულის მონიტორინგი და ოვულაცია“ - რჩევები ეკა ისაკიდისგან
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => folikulis-monitoringi-da-ovulacia-rchevebi-eka-isakidisgan
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-27 14:02:01
                    [post_modified_gmt] => 2018-11-27 10:02:01
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309284
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306596
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-15 18:01:10
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 14:01:10
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები, რა შედეგები აქვთ ხშირად მოავადე ბავშვებს იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულების მიღების შემდეგ, როგორ მოქმდებს ჰომეოპათია გრიპის ვირუსზე და შესაძლოა თუ არა, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება სხვა ანტივირუსულ წამლებთან ერთად - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ ხელმძღვანელმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა.

რა პრინციპით მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის იმუნიტეტს?

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ვირუსის და არც გრიპის. ყველაფერი  საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება ჰომეოპათიურ მკურნალობას. ჰომეოპათიას ათობით თუ ასობით წელია გრიპის მკურნალობის გამოცდილება აქვს და ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრობლემა და გართულებები. ჰომეოპათიის ძირითადი მექანიზმი არა იმუნიტეტის სტიმულირება,  არამედ კორექციაა. იმუნო-სტიმულატორების ჯგუფი ფარმაკოლოგიური პრეპარატები ძირითადად არ არის ეფექტური გრიპის დროს და  ხშირად უამრავი გართულებები აქვს. იმუნო კორექცია, იმუნო პროგრამირება, რაც ჰომეოპათიაში გამოცდილია, პრაქტიკულ შედეგებს იძლევა და იცავს ჩვენ ბავშვებსაც. ასევე იცავს მოზრდილებსაც  და მოხუცებსაც გართულებების მქონე ვირუსებისა და რესპირატორული დაავადებებისგან, მათ შორის ხველით თუ სიცხით გართულებულისგან.

შეიძლება თუ არა ამ პრეპარატების მიღება სხვა იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებთან ერთად და ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად?

როდესაც პაციენტი პროფესიონალ ექიმ ჰომეოპატთან მკურნალობს, ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობთ, სხვა მედიკამენტი არ გამოვიყენოთ. ცხადია თუ ამის აუცილებლობა არ იქნა, მაგრამ რთულ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ჰომეოპათია ვერ ერევა მწვავე პროცესებს, პედიატრები ან თავად ჩვენ ვნიშნავთ ანტიბიოტიკებსაც და ანტივირუსულ პრეპარატებსაც. მათი გამოყენება შეიძლება და პირიქით, უფრო ეფექტურია ხოლმე კომოლექსური მკურნალობა. ჰომეოპათიური პრეპარატები ეხმარება ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს, მოკლე ვადებში კარგი შედეგების დადებაში.

 

მშობლები D ვიტამინის, კალციუმის და ომეგა 3-ის ანუ თევზის ქონის შემცველ პრეპარატებს ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ ბავშვებს.  არის თუ არა ჰომეოპათიაში ისეთი პრეპარატები, რომელიც ამ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს  ჩაანაცვლებს?

კალციუმის უკმარისობის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში თუ მოხუცებში გამოცდილი გვაქვს  კალციუმის შემცვლელი ჰომეოპათიური 6-7 პრეპარატი. ისინი რომელიც ინდივიდუალურად ინიშნება, ადამიანის კონსტიტუციის,  აღნაგობის, ასაკის გათვალისწინებით და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ფარმაკოლოგიური კალციუმი. ფარმაკოლოგიური კალციუმის მიღებას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოყვება. მით უმეტეს, ექიმის გარეშე მათმა გამოყენებისამ შესაძლოა, კუჭნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს ან კალციუმის შეთვისების ბლოკირება მოხდეს ორგანიზმში. ასევე შესაძლებელია პირიქით, ჰიპერკალცემია განვითარდეს და ორგანზმმა ტოქსიური დოზაც მიიღოს.

რაც შეეხება D ვიტამინს, თუ ის ბუნებრივი ფორმით მიიღება, კი ბატონო, მაგრამ დღეისათვის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ  წამლის რაღაც ნაწილი მაინც არ არის ქიმიურად მიღებული D ვიტამინი. მეცნიერული კვლევებითაც დამტკიცებულია, რომ ქიმიურად მიღებული D ვიტამინი ათობით ასათსჯერ ნაკლებად  აქტიურია, ვიდრე ბუნებრივი. ბუნებრივი D ვიტამინი გამომუშავდება მაშინ, როცა  ბავშვი მზეზეა. არაა აუცილებელი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება, ჩრდილში, გარეთ ყოფნაც საკმარისია. ასევე  D ვიტამინი გამომუშავდება, როდესაც  ბავშვი ზღვის პროდუქტებს იღებს. რაც შეეხება  ომეგა 3-ს, ის ზღვის თევზის ცხიმია. თევზს კი უნდა იღებდეს ბავშვი და მნიშვნელოვანია,  ოკეანურია ის თუ მდინარის.  შეიძლება თევზი გაყინულიც იყოს, მაგრამ უნდა იყოს ზღვის, ოკეანის და არა ტბის.  ხარისხიანი ომეგა 3 ვიტამინის D-ს მოწესრიგებას უწყობს ხელს, რადგან იგივე თევზის ქონია. პედიატრები ათობით წლის წინ  უფრო აქტიურად იყენებდნენ თევზის ქონს და ბავშვების იმუნიტეტიც უფრო ჯანსაღი იყო, მათ შორის კალციუმის ცვლაც.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი მოქმდებს თუ არა ჰომეოპათიური მედიკამენტი, რამდენ ხანში უნდა დავინახოთ  შედეგი? 

ეს უნდა შეაფასოს სპეციალისტმა, მაგრამ მშობელიც ნათლად ხედავს, როცა ბავშვი იშვიათად ავადობს, მწვავე პროცესები გაიშვიათდება. ბავშვს ავადობა გადააქვს მოკლე ვადებში, გართულებების და ქიმიური მედიკამნეტების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია ქრონიკულ პროცესს მკურნალობ თუ მწვავეს. მწვავე პროცესის მკურნალობას დროს ჰომეოპათიას შედეგი რამდენიმე სათში ან 1-2 დღეში უნდა ჰქონდეს. თუ შედეგი მოკლე ვადებში არ დგება, მაშინ დამატებით სხვა მკურნალობაც შესაძლებელია ჩაერთოს. ქრონიკული პროცესის დროს ორ კვირაში, ერთ თვეში ან თვენახევარში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მდგომარეობის გაუმჯობესების ვადები დამოკიდებული იმაზეც, რამდენი ხანია დაავადება დაწყებულია. ჰომეოპათები კომლექსურად ვუდგებით პაციენტს. მხოლოდ ის სიმპტომები კი არ უნდა მოგვარდეს, რაც დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ფსიქო-ემოციური სფეროც, ზოგადი ნიშნები, ოფლიანობა იქნება ეს თუ ფეხების სიცივე და ა.შ. იმუნიტეტი არ არის ცალკე იზორილებული სისტემა ორგანიზმში. ჰომეოპათია თვლის, რომ იმუნიტეტი ექვემდებარება ენდოკრინულ-იმუნურ სისტემას და ფსიქო-ემოციურ სფეროს. ორგანიზმში არის ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ღერძი რეგულაციის და ამ ღერძს მთლიანად უნდა გასწორება. არ შეიძლება მხოლოდ იმუნო -სტიმულატორების გამოყენება ისე, რომ პრობლემები არსებობდეს ინტეგრალურ დონეზე.



დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, რომელიც საშიშია თავისი შესაძლო გართულებებით, მოქმედებს თუ არა ჰომეოპათია ამ ტიპის ვირუსზე?

ჩვენს კლინიკაში გვაქვს შემუშავებული ანტიგრიპინი, რომელსაც ფართოდ იცნობს ის საზოგადოება, ვინც ჩვენი კლინიკის პაციენტია და ყველა აღიარებს, რომ უმრავლესობა შემთხვევაში ეს არის სასწაული, მოკლე ვადებში პირველივე სიმპტომების შემდეგ ახდენს კუპირებას და მეორე დღეს შეიძლება ბავშვი თუ მოზრდილი ჯანმრთელ იყოს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, სიმპტომების გათვალისწინებით ვნიშნავთ პრეპარატს. მაგალითად ურთულესი ფრინველის გრიპის ეპიდემიის დროს, ჰომეოპათიას გასაოცარი შედეგები ჰქონდა. უმრავლეს შემთხვევაში გელზემიუმი,  უმცირესი ჰომეოპათიური დოზით, რომელიც ყვითელი ჟასმინისგან მზადდება,  ხსნიდა ძლიერ სისუსტეს და აძლიერებდა ორგანიზმს. ამის შემდეგ ყველა გართულება მცირდებოდა ან აღარ ვითარდებოდა და მოკლე ვადებში პაციენტი ჯანმრთელდებოდა.  შეიძლება პაციენტს ფოსფორი ან რაიმე სხვა ჰომეოპათოური პრეპარატი დასჭირდეს, მინერალის ან ცხოველური ჯგუფიდან, მაგრამ უფრო ხშირად მცენარეული პრეპარატებია გრიპის დროს გამოცდილი. ჩვენი ანტიგრიპინები მარტო ხველას და სურდოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ სიცხის და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებია ჩართული.

ვირუსული ინფექცია და მისი ყველაზე მწვავე სიმპტომები, ესაა ხველა, რინიტი და მაღალი ტემპერატურა. შეუძლია თუ არა ჰომეოპათიურ პრეპარატებს მათი დამარცხება?

ჩვენი პაციენტები გვეუბნებიან, რომ როდესაც გაციების ნიშნებს დაინახავენ, იწყებენ ანტიგრიპინის მიღებას და პრაქტიკულად აღარ მწვავდება მდგომარეობა. იმ დღესვე ხდება პრობლემის გადალახვა. რთულია მკურნალობა, როდესაც ძლიერი ხველა, სურდო იწყება, მაგრამ სხვა საშუალებელთან შედარებით, ამასაც ვუმკლავდებით.

ჩვენ ვხვდებთ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს აფთიაქებში, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული. როგორ განასხვავოს მშობელმა, რას უნდა ენდოს და რას აქვს ეფექტი?

პაციენტს შეუძლია მიმართოს გამოცდილ ჰომეოპათიურ კლინიკებს და ექიმებს და მათი კონსულტაციით ჩაიტაროს მკურნალობა. როდესაც ნებისმიერი სპეციალობის ექიმი ნიშნავს ჰომეოპათიურ პრეპარატს, მან უნდა ისარგებლოს იმ ინსტრუქციით, რასაც ესა თუ ის ფირმა წარმოუდგენს. იმუნიტეტისთვის აქტიური მომაძლიერებელი საშუალებები ნაკლებადაა სააფთიაქო ქსელში, თანდათან შემოდის, მაგრამ ჩვენი ანალიზით უმრავლესობა მათგანი არის უბრალოდ სურდოს ან მსუბუქი სიმპტომებისთვის. ისინი არ არის გათვლილი სიცხეზე,  ფილტვების ანთებაზე, უფრო სერიოზული გართულებებისგან არ იცავს. სააფთიაქო ქსელში ჯერ ჯერობით უფრო სუსტი პრეპარატებია ხელმისაწვდომი. ჩვენ ახალი გახსნილი გვაქვს ფარმაცევტული კომპანია და ვგეგმავთ გამოვუშვათ ისეთი პრეპარატები, რომლებიც მწვავე ხველის და  რესპირატორული დაავადებების დროს იქნება მისაღები.  ცალკე იქნება შემოთავაზებული ზოგადად იმუნიტეტისთვის განკუთვნილი, ხშირად მოავადე ბავშვების თუ სხვა მძიმე პათოლოგიების დროს მისაღები იმუნომამოდულირებელი თვისებების შემცველი პრეპარატები.



გრიპის ვირუსის მწვავე გართულებაა პნევმონია და ოტიტი. აქვს თუ არა ჰომეოპათიას მათი მკურნალობის რესურსი თუ კომპლექსურ მკურნალობას არჩევთ?

თუ მოკლე ვადებში ჰომეოპათი აღწევს შედეგს ანტიბიოტიკის გარეშე, კომპლექსური მკურნალობა არ ხდება საჭირო და ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები. პლევრიტი, პნევმონია, ბრონქო პნევმონია შესაძლებელია ჰომეოპათიით სწრაფად განიკურნოს. თუ მოკლე ვადებში შედეგი არ არის, მაშინ ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ.

როგორ შეიძლება ის პატარა "ჯადოსნური ბურთულები” და სითხე, რომელსაც თქვენ ამზადებთ მოერიოს ძალიან სერიოზულ დაავადებას თუ სიმპტომს, როდესაც ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატები ვერ ერევა?  

ანტიბიოტიკი ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებს, ანტივირუსული პრეპარატების გამოცდილი შედეგები ფარმაკოლოგიაში დადებული არ არის. ჰომეოპატია თვითგანკურნების პროცესების სტიმულირებას ახდენს, ეს იმუნო–ბიოლოგიური პროგრამირების მეთოდია.

ჰომეოპათია თვითგანკურნების პროცესს მართავს და მართავს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური რეგულაციის რგოლს ორგანიზმში.  ეფეტურია იმის მიუხედავად, დაავადების გამომწვევი მიზეზი ვირუსია, ბაქტერია თუ სხვა ფაქტორი. ინდივიდუალური მიდგომით ცენტრალური რეგულაციის მექანიზმებს ვმართავთ, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. ზოგი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს, ექიმები იმდენად არა როგორც ბიოლოგები, ფარმაცევტები, გამოდიან და იძახიან რომ ჰომეოპათი საღ აზრს ეწინააღლდეგება. არავითარ საღ აზრს არ ეწინააღმდეგება. ჰომეოპათია არის მსგავსის მსგავსით მკურნალობა.  დანარჩენი მედიცინა მუშაობს საწინააღმდეგოს პრინციპით. დაპირისპირებულ მიდგომას ჰომეოპათიამ დაუპირისპირა ის, რომ მსგავსი მსგავსით ძალიან მცირე დოზის ინკურნება, ეფექტური და ბევრად უვნებელია მცირე დოზით მკურნალობა. მათ შორის ბავშვებშიც და მოხუცებშიც, როდესაც ორგანიზმი და იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია.

რა პერიოდშია ყველაზე ეფექტური იმუნიტეტის ასამაღლებელი ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება და ექნება თუ არა მათ ეფექტი მწვავე ვირუსების პერიოდში

უმრავლეს შემთხვევებში ჩვენთან მწვავე პროცესებით მოდიან  და ჩვენ მაინც ვახერხებთ მოკლე ვადებში პრობლემის მოგვარებას. პროფილაქტიკურად, წინასწარ,  ნათელ პერიოდში მკურნალობის დაწყება კიდევ უფრო უკეთესია, რაგდან თავიდან ვიცილებთ სერიოზულ გართულებებს.  მათ მორევას შემდეგ გარკვეული დრო მაინც სჭირდება. ორი დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაცერთ-ერთი ქვეყნის წამყვანი ჰომეოპათის სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინე  და მან თქვა, რომ ჰომეოპათები უშვებენ შეცდომებს, როდესაც მწვავე პროცესებს კიდებენ ხელსო. ის ამობდა, რომ ჰომეოპეთების ასპარეზი ქრონიკული დაავადებებია და მე ამაში ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ თუ დროზე არ იმოქმედე, თუ მწვავე პროცესის დროს არ ჩატარდა სწორი მკურნალობა, სწორედ არასწორ მკურნალობას გადაყავს ის ქრონიკულში. მწვავე პროცესში სწორი ჰომეოფათიური მკურნალობა  უნდა წარიმართოს, რათა თავიდან ავიცილოთ ქრონიზაცია. მორეციდივე ან ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც რემისიაა და წყნარი სიტუაციაა, ასეთ დროსაც შესაძლებელია პროფილაქტიკა ჩატარდეს, რათა შემდგომში გართულებები ავიცილოთ თავიდან.



არის თუ არა რაიმე სახის საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვს ამ მედიკამენტების მიღებისას უნდა ავუკრძალოთ?

კოფეინი მოქმედებს როგორც ანტიდოტი, მაგრამ გარკვეულ პრეპარატებზე. იგივე გვირილა, პიტნა, ფიტოთერაპიული ჩაი, მძაფრსუნიანი ინგალაციები, ევკალიპტი, ვალერიანი,  ეს ყველაფერი ჰომეოპათიას ხელს უშლის. მენთოლი, ან მსგავსი ეთერზეთების შემეცველი მცენარები, საკვები პროდუქტები, იგივე პიტნის კანფეტები ან საღეჭი რეზინები, არ შეიძლება.

როგორ მზადდება ჰომეოპათიური პრეპარატები და აქვს თუ არა რაიმე, თუნდაც  მინიმალისტური უკუჩვენება მათ?

ჰომეოპათიას სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით აქვს ყველაზე ნაკლები უკუჩვენება. არის რიგი ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებთანაც სიფრთხილეა საჭირო.  მათმა ზედმეტმა მიღებამ შეიძლება ალერგია და გამონაყარი გაამწვავოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლეიკოზების  ან მწვავე ბლასტური უკმარისობის დროს, ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომელსაც ძლიერი იმუნომამოდულირებელი და მასტიმულირებელი თვისება აქვს, გართულება მოუცია. მაინც საჭიროა სიფრთხილე, ბევრი ჰომეოპათიური წამლის ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ძალიან მძიმე ონკოლოგიური ან ქრონიკული დაავადება არ არის. მცირე დოზით ჰომეოპათია ასტიმულირებს იმუნიტეტს. თუ ბავშვს ბევრ წამალს ერთდროუალდ მივცემთ,  ხშირად უკვე მცირე დოზა აღარ მუშაობს და შესაძლოა ამან იმუტეტის გაძლიერების ნაცვლად, იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება აცრების დროს, როდესაც  აცრა პოლი ვაქცინებით ტარდება. ხშირად იმუნიტეტის გაძლიერების ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო პასუხს, ხდება იმუნიტეტის შოკირება და ამ ნიადაგზე  ბევრი დაავადება წარმოიშვება. ჰომეოპათიას სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტის მიდგომა, თუნდაც იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ზოგიერთ კომპომეტებს, რომელიც არის სხვადასხვა უცხოური ფირმის პრეპარატის შემადგენლობაში.  როდესაც ჩვენ გამოვუშვებთ ქართულ პრეპარატებს, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველანაირ გართულებას მეტი ეფექტურობისთვის.

დაიკლო თუ არა ბავშვებში ავადობამ ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ?

რა თქმა უნდა. 99 პროცენტში ჩვენ პირველი შედეგი სწორედ ის გვაქვს, რომ ხშირი ავადობა კლებულობს, გართულებები არ მოყვება და გამწვავებებიდან პაციენტი უფრო მალე გამოდის. ჩვენ ქალბატონებს ფეხმძიმობის დროსაც ვაძლევთ წამლებთ, ასევე ვმკურნალობთ ახალშობილებსაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/ekimi.mp3"][/audio]
                    [post_title] => „იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულები“  - თორნიკე ალაშვილი ხშირად მოავადე ბავშვებზე
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => imunitetis-jadosnuri-burtulebi-tornike-alashvili-khshirad-moavade-bavshvebze
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-15 18:04:51
                    [post_modified_gmt] => 2018-11-15 14:04:51
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306596
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 304197
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-08 17:50:50
                    [post_date_gmt] => 2018-11-08 13:50:50
                    [post_content] => პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს.



ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი?

4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში", ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა.



ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში?

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე?

ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს.



ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს 

მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა.

ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება.



ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია?

ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.



ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ?

ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს.

პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს.

ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში?

როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.



 ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის?

თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია.

როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით.



ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს?

რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან.

ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?  

ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/7-noemberi-nino-da-elene.mp3"][/audio]
                    [post_title] => პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები - წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => pirit-suntqva-shavi-nadebi-da-problemuri-sardzeve-kbilebi-wamyvani-stomatologebis-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-10 14:39:45
                    [post_modified_gmt] => 2018-11-10 10:39:45
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=304197
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 309284
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-11-27 13:34:54
            [post_date_gmt] => 2018-11-27 09:34:54
            [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

ვინც ორსულობას გეგმავს, იცის რას ნიშნავს ფრაზა - ფოლიკულის მონიტორინგი და ოვულაცია. როგორ მუშაობს ეს სქემა, რა უნდა ვიცოდეთ ჩასახვის კალენდარის შესახებ, რა საგანგაშო სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის „ინოვა“  გინეკოლოგიური ამბულატორიის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოკმა ეკა ისაკიდმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, როგორც წესი, მოზარდი გოგონების გინეკოლგთან ვიზიტის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც მშობელი ამჩნევს პრობლემას. რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

ჩვენ ვეხებით ძალიან საინტერესო თემას, პუბერტატულ პერიოდს, რომელიც იწყება 11 წლიდან და 15 წლამდე გრძელდება. ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფების პირველადი ნიშნების დემონსტრირება, ეს არის სარძევე ჯირკვლების ზრდა, თმიანობა ბოქვენზე და იღლიების ფოსოში. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ნაადრევი მომწიფების დროს გამოვლენილი სიპტომების შემთხვევაში, - ესაა  8-9 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის გაზრდა, თმიანობა ადრეულ ასაკში -  მშობელმა  უნდა მიმართოს სპეციალისტს.

რაც შეეხება პუბერტატულ ასაკს, მშობლებს მინდა მოვუწოდო, რომ მათ გააფრთხილონ გოგონები მენარხეს  ანუ პირველი მენსტრუაციის შესახებ, რათა ეს არ აღმოჩნდეს სტრესი მოზარდისთვის - ძალიან ხშირად ხდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევა თუნდაც ამის ფონზე. საჭიროა პირველი მენსტრუაციის დადგომამდე ფსიქო-ემოციური მომზადება, ჰიგიენური წესების დაცვის სწავლება და ა.შ.

რა არის ყველაზე საყურადღებო პირველ რიგში. საყურადღებოა მენსტრუალური ციკლის დიაპაზონი.  ნორმად ითვლება 21 დღიდან 35 დღემდე, იგულისხმება შუალედი მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე. თუ მოზარდის შემთხვევაში ცდება ამ პერიოდს, მშობელმა ეს არ უნდა უგულვებელყოს.

რაც შეეხება ციკლურობას, მშობელი ხშირად ზრუნავს, დარდობს, მოჰყავს გინეკოლოგთან.  რომ არ იყოს ნაადრევი მომართვიანობა სპეციალისტთან, ერთი წელი, წელიწადნახევარი მოზარდის ორგანიზმს უნდა ვაცალოთ, რათა მენსტრუაციული ციკლის რეგულარობა ორგანიზმმა თავად ჩააყენოს მწყობრში.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პუბერტატულ ასაკში  ვლინდება ჭარბთმიანობა, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარება, მამაკაცური ტიპის გათმიანება, ხმის დაბოხება. ასეთ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

ასევე საყურადრებოა, როდესაც მოზარდს აქვს მენარხე, ანუ ის მენსტრუირებს, მაგრამ არ აქვს სქესობრივი მომწიფების ნიშნები,- ესეც ძალიან საყურადღებოა და ამ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ყველაზე ხშირია მენსტრუალური ტკივილი. ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვეუბნებიან, რომ ეს არის გენეტიკური, მეც ასე მქონდა... გენეტიკურ ფაქტორს, რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, თუმცა ეს დიფერენცირებული უნდა იყოს თავად გინეკოლოგის მიერ, რათა გამოირიცხოს ბევრი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს ამ მენსტრუალურ ტკივილს. ეს არის ძირითადი სიმპტომები რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება.



 ბოლო დროს ხშირია  მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უნდა გვეშინიოდეს თუ არა ჰორმრი პრეპარატებით მკურნალობის?

საერთოდ არ არის საშიში, მთავარია სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი პრეპარატი დაინიშნოს. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჰორმონალური სამკურალო პრეპარატების დანიშვნა ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას? თუ სწორი დიაგნოზი იქნა დასმული, რომ დადასტურებულად ჰორმონალური დისბალანსის შედეგია ციკლის დარღვევა, ესე იგი ორგანიზმი რაღაცას ჭარბად გამოიმუშავებს და რაღაცას ნაკლებად. სამკურნალო ჰორმონალური პრეპარატის დანიშვნა  ამას აბალანსებს. სიმპტომის მოხსნა ეს არის ერთჯერადი პრობლემის მოგვარება. პირველადი პრობლემის კი,  გამოკვლევა და შემდეგ სწორი მკურნალობაა. ჰორმონალური პრეპარატები ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, გამასუქებს, თმიანობა მომემატება და ა.შ. ეს არასწორია. როგორც ყველა პრეპარატს, მათ შორის ჰორმონალურსაც, აქვს გვერდითი მოვლენები მაგრამ,  ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული მენსტრუალური ციკლის დარღვევა უნდა იყოს დაბალანსებული ჰორმონალური სამკურნალო საშუალებებით.

 ძირითადად რა მიზეზები უშლის ხელს ორსულობის დადგომას?

ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი არის ჰორმონალური დარღვევა. ხშირად კი ეს არის ანატომიური თავისებურებანი. ვგულისხმობ უნაგირა ფორმის საშვილოსნოს, საშვილოსნოს ღრუში ტიხარს, საშვილოსნოს ღრუს პოლიპს – ეს ის პობლემებია, რომელიც დაორსულებას უშლის ხელს;  უფრო ზუსტად კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, მაგრამ მისი მიმაგრებისთვის არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. ასევე აღსანიშნავია სტრესი, გარემო, სოციუმი, ფსიქო-ემოციური ფონი და უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის ფაქტორი.

როდესაც ორსულობის დადგომა გვიანდება წყვილი იწყებს ნერვიულობას, მიზეზების გამოკვლევას... ასეთ დროს გამოკვლეული უნდა იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. ორსულობის არდადგომის მთელი რიგი პრობლემები სწორედ მამაკაცთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

რა უნდა ვიცოდეთ ფოლიკულის მონიტორინგის შესახებ, რატომ შეიძლება ფოლიკული არ გაიზარდოს, არ გასკდეს ან იდეალური სურათის მიუხედავად, არ დადგეს ორსულობა?

ფოლიკულის მონიტორინგი ეს არის საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების დინამიკაში დაკვირვება. თავისი პერიოდულობით ის იზრდება, ერთ-ერთი ხდება დომინანტური. დომინანტურია ის ფოლიკული, რომელშიც არის მომწიფებული კვერცხუჯრედი, სკდება ოვულაციის პერიოდში, მისგან გამოედინება კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომ უერთდება სპერმატოზოიდს და ხდება განაყოფიერება ანუ ჩასახვა. მონიტორინგი გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ - ბუნებრივად მწიფდება ფოლიკული, ბუნებრივად ხდება დომინანტური და ამწიფებს კვერცხუჯრედს, დამოუკიდებლად სკდება. მხოლოდ ფოლიკულის მონიტორინგი არ გულისხმობს ფოლიკულის ზრდის და მის შემდგომ გასკდომა- არ გასკდომის მომენტს. ფოლიკულური მონიტორინგი ასევე გულისხმობს ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი(ფუნქციონალური) შრის  გაზრდას. იზომება სისქე, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ინპლანტაცია, მიმაგრება მოხდეს ღრუში.

ფოლიკულის მონიტორინგის დაწყება არ არის სტანდარტული. ამას განაპირობებს ქალბატონის მენსტრუალური ციკლი.  სხვადასხვაგვარად იწყება მონიტორინგი - 28 დღიან და 35 დღიან ციკლში. ხშირ შემთხვევაში დღეგამოშვებით ვაკეთებთ ამ გამოკვლევას, ეს ხდება ულტრაბგერით. თუ ერთ-ერთ გამოკვლევაზე ვხედავთ, რომ ამ თვეში არ ველით დომინანტურ ფოლიკულს, მონიტორინგი ასეთ დროს ჩერდება.

რატომ შეიძლება ფოლიკული ან არ მომწიფდეს ან მომწიფდეს, გაიზარდოს და არ გასკდეს?

მიზეზია ჰორმონალური დარღვევა. ამ ყველაფერზე ბევრი ენდოკრინული ორგანოა პასუხისმგებელი. აქ მძივივით არის ჩაბმული ენდოკრინული სისტემა.  ერთმანეთზეა დამოკიდებული და, ერთ-ერთი ენდოკრინული ორგანოს მწყობრიდან გამოსვლა შემდეგი რგოლის დარღვევას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არ ხდება დომინანტური ფოლიკულის მომზადება.  ასევე ხშირად ხდება ისე, რომ დომინანტური ფოლიკული მწიფდება, მაგრამ ბუნებრივი გზით არ სკდება. არსებობს საშუალებები, პრეპარატები, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებთ, ვერევით მეან-გინეკოლოგები და ხდება ხელოვნურად დომინანტური ფოლიკულის გასკდომა.



 თუ ეს ყველაფერი ხდება მაგრამ ორსულობას მაინც ვერ ვიღებთ, სად შეიძლება მიზეზი ვეძებოთ და რა არის სტიმულაცია?

არის შემთხვევები, როდესაც დომინანტური ფოლიკული მწიფდება, ხდება მისი ბუნებრივი გახეთქვა ანუ კვერცხუჯრედის გადმოსვლა ფოლიკულიდან, ენდომეტრიუმის შრის სისქეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წესით, ბუნებრივი გზით მოხდეს მიმაგრება, მაგრამ ორსულობა   მაინც არ დგება.

დავუბრუნდები მამაკაცის პრობლემას. არასრულფასოვანი სპერმის დროს კი ახდენს სპერმატოზოიდი განაყოფიერებას, მაგრამ გენების შეჭიდების დროს ხდება ის დარღვევა, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ჩანასახი არასიცოცხლისუნარიანია; ან მიემაგრა, მაგრამ მისი მენსტრუაციის მოსვლის პერიოდში მაინც მოხდა ჩამოფცქვნა და გამოდევნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ულტრაბგერა ძალიან გვეხმარება გინეკოლოგებს, ეს არის ჩვენი მარჯვენა ხელი, თუმცა ულტრაბგერა არ გაძლევს საშვილოსნოს ღრუს 100%-იან დიაგნოსტიკას. შესაძლოა იყოს მიკროპოლიპოზი, რაც ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას.

სტიმულაცია არის მასტიმულირებელი მედიკამენტებით ჩარევა, ხდება საკვერცხის სტიმულაცია, რათა მან მოამზადოს დომინანტური ფოლიკული და მოხდეს ოვულაციის პერიოდი. მენსტრუალური ციკლი ორ ფაზად იყოფა, პირველ და მეორე ფაზად. თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს ჰორმონების გამოყოფაში. თითოეულ ფაზაში პასუხისმგებელი ენდოკრინული რგოლია ჩართული. ამ ფაზების მომიჯნავე შუა პერიოდი არის ოვულაციის პერიოდი. ზუსტად ის ეტაპი, როდესაც დომინანტური ფოლიკულიდან ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის განდევნა, განაყოფიერება და საშვილოსნოს ღრუში მისი ინპლანტაცია.  სტიმულაციას  ვაკეთებთ და საკვერცხის ფუნქციებში ვერევით მაშინ, როდესაც საკვერცხე თავის პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს. უამრავი გამოკვლევების შედეგად, ყველანაირი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, ხდება სტიმულაციის გაკეთება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამართლებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჰიპერსტიმულაცია ხდება და შეიძლება მომწიფდეს რამდენიმე დომინანტური ფოლიკული, მაგრამ სტიმულაციის გაკეთება არ ნიშნავს 100%-იან ორსულობის დადგომას. სტიმულაციას აქვს თავისი ჩარჩოები, განსაზღვრულია, რამდენჯერ შეუძლია ექიმს მისი ჩატარება და უშედეგობის შემთხვევაში რამდენი ხანი არ უნდა ჩაერიოს და მიეცეს სრული დასვენების, თავისუფლების პერიოდი საკვერცხეს, ჰორმონალურ სტატუსს.



 რა უნდა ვიცოდეთ ოვულაციის პერიოდის შესახებ და შესაძლოა თუ არა, მისი სახლის პირობებში გამოთვლა?

 მოდით ვთქვათ რა სიმპტომები აქვს ოვულაციას. არსებობენ ჰიპერ მგრძნობიარე ქალბატონები, რომლებიც გრძნობენ ამ პერიოდს. აღნიშნავენ, რომ იგრძნობა წიწკვნითი, ჩხვლეტითი შეგრძნებები საკვერცხის პროექციაში. ოვულაციის პერიოდში იცვლება საშოდან გამონადენი, ანუ სეკრეტი მეტად წელვადი და გამჭვირვალეა. ორგანიზმი შეგნებულად გამოყოფს ასეთ სეკრეტს, რადგან ის ხელს უწყობს სპერმას, დროულად მივიდეს კვერცხუჯრედამდე. ასევე არის სტატისტიკა, როდესაც ოვულაციის პერიოდში მატულობს ლიბიდო, სექსუალური ვნება. თუ ამ ყველაფერს დააკვირდება ქალბატონი მიხვდება, რომ მას ოვულაციის პერიოდი აქვს.

რაც შეეხება გამოთვლას, ბაზალური ტემპერატურის გასინჯვა რექტალურად არის მოძველებული და დისკომფორტის შემცველი მეთოდი, რადგან გაზომვა უნდა მოხდეს დილას, ლოგინიდან აუდგომლად, დაახლოებით ერთი და იგივე დროს. უნდა გაკეთდეს მენსტრუაციის დღეებისა და ბაზალური ტემპერატურის ცხრილი. ხშირად 0,5 გრადუსით მატებას ან კლებას აქცევენ ყურადღებას, რაც არაინფორმაციულია. ეს არის დისკომფორტული, თუმცა, რატომაც არა - ზოგი ქალბატონი ითვლის ასე ოვულაციის პერიოდს.

რაც შეეხება კლასიკურ მეთოდს, ეს დამოკიდებულია  მენსტრუალურ ციკლთან. 28 დღიანში სხვა დღეებია განაყოფიერების, 35 დღიანში სხვა. თუ ვისაუბრებთ 28 დღიან მენსტრუალურ ციკლზე, ყველაზე ხშირად ოვულაციის პერიოდი არის მეთერთმეტე დღიდან მეთოთხმეტე დღის ჩათვლით. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სპერმა განაყოფიერების უნარიანი არის 48-დან 72 -საათის განმავლობაში. თუ ქალბატონი ფიქრობს, რომ მე მე-11 დღიდან აქვს „საშიში“ ან „სასურველი“ დღეები განაყოფიერებისათვის, და მენსტრუაციის დაწყებიდან მე-9 დღეს აქვს დაუცველი სექსუალური კავშირი და ჰგონია, რომ არ დაორსულდება, ძალიან ცდება. თუ მე-14 დღეს გასკდა ფოლიკული, გადმოისროლა მომწიფებული კვერცხუჯრედი, მაგრამ ქალბატონს ჰგონია, რომ მე-14 დღემ ჩაიარა, როგორც სპერმატოზოიდს აქვს განაყოფიერების ვადა, ასევე კვერცხუჯრედს აქვს ვადა - 12 საათიდან 24 საათამდე. თუ ავიღებთ მაქსიმალურად დაწყებულით და დამთავრებულით, ეს არის მე-9 დღიდან მე-20 დღემდე. ხშირად ქალბატონები დარწმუნებული არიან, რომ მენსტრუაციის ბოლო დღეები ჰქონდა და ამიტომ ორსულობა სავარაუდოდ არ დადგებოდა. ეს ასე არ არის. ამისი გამოთვლა შეიძლება, პროცენტულობა დაკვირვებულ ქალბატონებში მაღალია, მაგრამ არა 100%-იანი სიზუსტით.



თუ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე კვლევა, რომლებზეც გვირჩევთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ?

ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ ქალბატონებს, რათა გინეკოლოგთან თუ მამოლოგთან დაგვიანებული მიმართვიანობა არ მოხდეს. პირველ რიგში ძალიან ხშირია საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, რომელიც ბოლო წლებში მომრავლდა და მისი ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ყველა ქალბატონს მოვუწოდებ წელიწადში ერთხელ აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს, რათა აიღოს პაპ–ტესტი. საშვილოსნოს ყელის პათოლოგია არ გვაძლევს კლინიკურ გამოვლინებას, ანუ ქალს არ აწუხებს არაფერი და არც ექიმს მიმართავს. მიუხედავად ამისა, პაპ–ტესტი არის ის ანალიზი, რომელიც წელიწადში ერთხელ ქალბატონმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს. ჩვენთან ძალიან ადაპტირებული გახდა საშოსმხრივი ინფექციები, რაც არ იძლევა კლინიკას, არ აწუხებს ქალბატონს, ან აწუხებს პერიოდულად და თავისით გადის ჩივილები. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვაქვს ქრონიკულ ინფექციურ დაავადებასთან, რომელიც თავისებურ ზიანს აყენებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ამიტომ წელიწადში ერთხელ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი უნდა გაკეთდეს. ასევე უნდა გაკეთდეს ულტრაბგერითი კვლევა და სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, თუ საჭირო გახდა მამოგრაფიაც. ეს ის ძირითადი კვლევებია, რომლებიც ქალბატონმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს, რათა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს მომავალში.

არის შემთხვევები, როდესაც დიდი დოზით არის გინეკოლოგიური თუ ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მაგრამ ორსულობა დგება. მეორე მხრივ კი ერთი შეხედვით აბსოლიტურად ჯანმრთელი პაციენტი ვერ იღებს იგივე შედეგს, როგორ ავხსათ ეს უცნაური შემთხვევები?

ყველა ადამიანი ინდივიდია, აქვს ინდივიდუალური ენდოკრინული და იმუნური სისტემა. სხვისი მაგალითი, რომ სხვას ჰქონდა იგივე პრობლემა, მაგრამ დაორსულებისთვის ხელი არ შეუშლია, ყველაზე არ ვრცელდება.

არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ენდოკრინული პრობლემის დროს უპრობლემოდ დადგეს ორსულობა, განვითარდეს და ქალბატონმა ასეთი დარღვევებით მიიღოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალშობილი. ბევრი ნიუანსია, და ხშირ შემთხვევაში ექიმებიც გაკვირვებულები რჩებიან და უკვირთ, როგორ მოახერხა ეს ორგანიზმმა. თუმცაღა ინდივიდუალურია; ინდივიდია და მისი პრობლემების, ენდოკრინული დარღვევების კომპენსირება მოახდინა ორგანიზმმა ასაკის, იმუნიტეტის თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. ეს არ ნიშნავს, რომ იგივე პათოლოგიით და დარღვევებით სხვა ქალაბატონიც იგივენაირად მიიღებს ორსულობას; ან შეიძლება მიიღოს, მაგრამ ვერ შეინარჩუნოს, ან მიიღოს არაჯანსაღი ნაყოფი.

ასევე არის პირიქითაც, როდესაც ვიკვლევთ ქალბატონს, ვიკვლევთ პარტნიორსაც. თითქოს ორივე მხარეს კლასიკურად ყველაფერი აქვს წესრიგში, არ გვაქვს არანაირი ხელმოსაჭიდი მიზეზი, მაგრამ არ დგება ორსულობა. ასეთი დიაგნოზიც არსებობს - გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა .

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://old.fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/ekimi-1.mp3"][/audio]
            [post_title] => „ფოლიკულის მონიტორინგი და ოვულაცია“ - რჩევები ეკა ისაკიდისგან
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => folikulis-monitoringi-da-ovulacia-rchevebi-eka-isakidisgan
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-11-27 14:02:01
            [post_modified_gmt] => 2018-11-27 10:02:01
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://old.fortuna.ge/?p=309284
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 95
    [max_num_pages] => 32
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_privacy_policy] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 9b1feb0b8f8ad6915c6dd092860e5c09
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები