შემცირდება თუ არა ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარამდე

შემცირდება თუ არა ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარამდე

ბოლო ერთი კვირაა მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა. როგორც “ბიზნესკურიერს” ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, ეს ტენდენცია შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს და ზოგიერი ექსპერტი ნავთობის 40 დოლარამდე გაიაფებასაც კი ელის. წიქარიძე განმარტავს, რომ ამის მთავარი მიზეზი ამერიკაში ახალი ტექნოლოგიებით ნავთობის მოპოვება. გარდა ამისა, ანალიტიკოსის ინფორმაციით, ცვლილებებია სავალუტო ბაზარზე. ერთი მხრ5ივ, დოლარი გამყარებას განაგრძობს, მაგრამ სამაგიეროდ ჩამოშლილია კრიპტოვალუტების ბაზარი. ბიტკოინის ფასი ისევ ეცემა. რა პროგნოზები აქვთ ექსპერტებს ამ მიმართულებით, უფრო ვრცლად გადაცემის ჩანაწერში ნახავთ.

 

16 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები