რომელი კომპანიები აცხადებენ ვაკანსიებს და რა პოზიციებზე

რომელი კომპანიები აცხადებენ ვაკანსიებს და რა პოზიციებზე

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ვაკანსიების მიმართულებით საბანკო სექტორი გააქტიურდა. როგორც „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, თითქმის ყველა ბანკს რეგულალური ვაკანსიები აქვს და რაც მთავარია, თბილისის გარდა, რეგიონებშიც.

გარდა ამისა, როგორც დასაქმების სააგენტოდან გვაცნობეს, წინასაახალწლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა ქსელური მაღაზიების ნაწილიც, ასევე დიდი მოთხოვნაა საკურიერო მომსახურების ორგანიზაციების მხრიდან. სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ როგორც ჩანს, კომპანიები უკვე აქტიურად ემზადებიან ახალი წლისთვის და წინასწარ ფიქრობენ კადრების დაკომპლექტებაზე.

„ეიჩ არ ჯის“ ცნობით, ვაკანსიების 90% დედაქალაქზე მოდის.

19 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები