როგორია ეფექტური კომუნიკაციის ფორმა მოლაპარაკებებში – FM ქოუჩი

როგორია ეფექტური კომუნიკაციის ფორმა მოლაპარაკებებში – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

21-ე საუკუნეში საქმიანი მოლაპარაკებები აქტუალურია. ხშირად მოლაპარაკებები დისტანციაზეც მიმდინარეობს. როგორია ეფექტური კომუნიკაციის ფორმა მოლაპარაკებებში – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტატო სიხარულიძე.

კომუნიკაციის რა სახეები არსებობს?

კომუნიკაციის რამდენიმე ფორმა არსებობს: პირისპირი  და არაპირისპირი კომუნიკაცია. პირისპირ კომუნიკაციაში ორი ან მეტი ადამიანი მონაწილეობს. არაპირისპირ კომუნიკაციაში იგულისხმება იმეილი, მესენჯერი, ვოტს აპი და ა.შ. ყველაზე ეფექტურია ის, რომელსაც თქვენ კარგად ფლობთ. თუმცა, უნდა გამოვარჩიოთ პირისპირი კომუნიკაცია, ამ დროს ჩვენ ადამიანის სიახლოვეს ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს მასთან კონტაქტი, ვსაურობთ, ვუსმენთ, შესაბამისად კომუნიკაციის ამ ფორმით მოლაპარაკებებში  არსებობს ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები. გარდა ამისა, ჩართულია ვიზუალური, აუდიო და არავერბალური მხარე, რასაც თვალით ვაფიქსირებთ. ადამინის სახეზე დაკვირვებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ,  გამომეტყველებით, ხმის ტონით… შესაძლებელია ჟესტიკულაციამაც მისცეს საინტერესო ინფორმაცია მეორე მხარეს.

პირისპირი კომინიკაციის შემდეგ, მე ვამჯობინებ მოლაპარაკებებში ტელეფონის ჩართულობას, რადგან ამ დროს გვესმის ხმა. აქ ერთადერთი პრობლემაა ის არის, რომ ყოველი კომინიკაციის დროს  შესაძლოა გვქონდეს ეგრეთ წოდებული “ხმაური” . როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ხმაურიან ადგილას, შეიძლება ხმაურმა გადაფაროს სიტყვები და ჩვენ გამოგვეპაროს ინფორმაცია, ან ტექნიკური პრობლემების გამო ჩვენი ხმა არ ისმოდეს. გარდა ამისა, ამ ტიპის კომუნიკაციას აკლია ვიზუალური მხარე, რაც ახლავს პირისპირ კომუნიკაციას.

 

 

დროსთან ერთად იცვლება მოლაპარაკებებში კომუნიკაციის ფორმებიც… 

ბუნებრივია ტექნოლოგიის ცვლილებასთან ერთად არის ცვლილებები მოლაპარაკებებში, ასევე მნიშვნელოვანია რა ფორმა გვირჩევნია კომუნიკაციისთვის. რევოლუციური იყო კომუნიკაცია მაშინ, როცა ფაქსის აპარატები დააყენეს და ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე შეიცვალა. იმეილის გამოჩენის შემდეგ მიდგომაც შეიცვალა. დღეს, როცა არსებობს სმარფონი, უფრო მოსახერხებელია იმეილის შემოწმება და პასუხის გაცემა. ზოგს აქვს ჩვევა გამომუშავებული, ყოველ 15 წუთში ამოწმებს ფოსტას. სხვათაშორის სწრაფად პასუხის გაცემა მოლაპარაკებებში შეცდომის ტოლფასია, რადგან, შეიძლება არასასურველი პასუხი  მივწეროთ ადრესატს. როცა წერილს ვწერთ, შეგვიძლია ეს ფორმა ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ, ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ, მოვიფიქროთ პასუხი, არ მივწერით სასწრაფოდ, ამ დროს ჩვენ გვაქვს საშუალება ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ აღიქვამს პასუხს მეორე მხარე. იმეილით ხშირად ურთიერთობის უხეშ ფორმასაც იყენებენ, რაც კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებში დიდი  შეცდომაა, რადგან ამის გამოსწორების საშუალება, პირისპირი კომუნიკაციისგან განსხვავებით არ გვაქვს.

სკაიპიც მოსახერხებელია, თუმცა ზოგჯერ მოლაპარაკებების დროს მეორე მხარეს არ სურს სკაიპის გამოყენება, სკაიპით ვერ ხედავ ვერბალურ ჟესტებს. კომუნიკაციის ყველა ფორმას აქვს თავისი დადებითი მხარე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

24 ივნისი, 2018

სხვა ჩანაწერები