როგორ უნდა მოხდეს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია საზოგადოებაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ უნდა მოხდეს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია საზოგადოებაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

ყოფილი პატიმრებისა თუ პრობაციონერების წინაშე უამრავი სირთულე იყრის თავს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ყოფითი-ეკონომიკური პრობლემების კუთხით. როგორ უნდა მოხდეს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია საზოგადოებაში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია. 

რა პრობლემები იკვეთება ყოფილი პატიმრების წინაშე?

განსაკუთრებით რთულია სტიგმა, რომელიც არის საზოგადებაში „ყოფილი პატიმრის,“ „ პრობაციონერის“ საკითხთან დაკავშირებით.  ეს სტიგმა იმთავითვე გულისხმობს ამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიაში მოქცევას და მათდამი უარყოფით დამოკიდებულებას. მათ ექმნებათ პრობლემები საზოგადოებასთან ინტერპერსონალური ურთიერთბების თვალსაზრისით, დასაქმების კუთხით და ა. შ. განსკუთრებით რთულია ყოფილი პატიმრების მდგომარეობა, რომლებსაც მრავალი წელი მოუწია  პენიტნციურ დაწესებულებაში ყოფნა, მოგეხსენებათ დახურული სივრცე და ციხის გარემოს სტრესულად მოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე, რომელიც ცნობილია პენიტენციური სტრესის სახელწოდებით. ციხიდან გამოსვლის შემდგომ კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ხელახალი ინტეგრაცია და ადაპტაცია, შემდგომ კი საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, რომელიც ასევე არანაკლებ სტრესულია და მძიმეა  ყოფილი პატიმრებისთვის, მათ უწევთ ცხოვრების ახლიდან დაწყება, ახალი ურთიერთბების დამყარება და ა. შ. ნასამართლეობის ქონა ხელს უშლით დასაქმებაში  კერძო დაწესებულებებშიც კი, სადაც შინაგანაწესით განსაზღვრულია და აკრძალულია ნასამართლეობის მქონე პირებისთვის საქმიანობის შეთავაზება. ზოგჯერ პრობაციონერებს და ყოფილ პატიმრებს თვითონ აქვთ საზოგადოებისადმი უნდობლობა, გარკვეული სიფრთხილის და შიშის განცდა, რაც ასევე ქმნის გარკვეულ ბარიერს საზოგადოებასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

როგორ უნდა მოხდეს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია?

ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების დამოკიდებულებაა მათდამი, რაც უფრო დამხმარე და მიმღები იქნება საზოგადოება  ყოფილი პატიმრების თუ პრობაციონერების მიმართ, მით უფრო შეძლებენ ისინი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და ინტეგრაციას, ასევე მნიშვნელოვანია პრობაციონერმა და ყოფილმა პატიმებმა შეძლონ საკუთარი რესურსების და უნარების გაძლიერება, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე სპეციალისტებთან მუშობა.  პრობაციის სისტემას აქვს შიდა სარეაბილიტაციო სერვისი პრობაციონერებისთვის და თავისუფლების აღკვეთის შემდგომ პირობით მსჯავრდებულთათვის, სადაც ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ახორციელებენ  ჯგუფურ და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ სარეაბილიტაციო ინტერვენციას, ასევე გარე უწყებებთან თანამშრომლობით ხდება პრობაციონერების, ყოფილი პატიმრების პროფესიული გადამზადება, დაფინანსება სახელობო ინსტრუმენტებითა და ხელშეწყობა დასაქმების კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და საჭიროებს მეტ რესურსებს.

ოჯახის და მეგობრების როლი…

ყოფილი პატიმრებისთვის თუ პრობაციონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ქსელის არსებობა ოჯახის წევრების და ახლობლების სახით. რაც უფრო ძლიერია მხარდამჭერი ქსელი, მით უფრო ადვილად ახერხებს ყოფილი პატიმარი თუ პრობაციონერი დაბრკოლებების გადალახვას და ახალი ცხოვრების დაწყებას. მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის როლი, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან უწევთ მათ ურთიერთობა, არის თუ არა დამხმარე და მხარდამჭერი მისთვის  ის სოციალური გარემო, სადაც იმყოფება.

არასრულწლოვნობის ასაკი და რისკ-ფაქტორები…

პუბერტატის ასაკი ეს არის ყველაზე რთული და კრიზისული პერიოოდი მოზარდის ცხოვრებაში, როცა ორგანიზმში ხდება ყველაზე დიდი ცვლილებები, როგორც ფიზიოლოგიურ დონეზე, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოზარდი მეტად ემოციური და მგრძნობიარეა, არის თვითკრიტიკული საკუთარი გარეგნობის თუ გარშემომყოფების მიმართ, ასევე მოზარდის ემოციური სფერო არის ძალიან სენსიტიური, ამ დროს თავ იჩენს ემოციური ლაბილობის პრობლემა, ადვილად აყოლა ამა თუ იმ ქცევის და ა. შ. ოჯახს და ოჯახურ მხარდაჭერას ამ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ახლობლების და ოჯახის წევრების დახმარებით შესაძლებელია პუბერტატის პერიოდის კრიზისის მართვა და თავიდან აცილება გარკვეული პრობლემების.

7 რჩევა ნანა ფაცაციასგან:

1.ყოფილი პატიმრებისა და პრობაციოენრებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების მიმღებლობით დამოკიდებულება, არაგანსჯითი, მხარდამჭერი ურთერთობების დამყარება.

2.მათ საკუთარ თავში უნდა მოიძიონ რესურსები და შესაძლებლობები, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებაში.

3. საჭიროა ორმხრივი ნდობითი დამოკიდებულება, სტიგმის დაძლევა და სრულფასოვანი ინტეგრაცია.

4. მათ სჭირდებათ ძლიერი მხარდამჭერი ქსელის არსებობა,ოჯახის წევრების ახლობლების თანადგომა, რაც მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრის თუ პრობაციონერის რესოციალიზაციის თვალსაზრისით.

5.გახსოვდეთ! აუცილებელია არასრულწლოვნის ქცევის რისკ- ფაქტორების განსაზღვრა და კრიზისის ეტაპის მართვა, ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება და შესაბამისი მხარდამჭერი სოციალური გარემოს გაძლიერება.

6.მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით დასაქმების ხელშეწყობა.

7.საზოგადოების წევრების მიმღებლობით, ემპათიით, ჰუმანური დამოკიდებულებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, პიროვნული რესურსების გაძლიერებით, შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების ცხოვრების რადიკალური ცვლილების ხელშეწყობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

12 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები