როგორ ხდება PR-ში მასაზე გავლენა – FM ქოუჩი

როგორ ხდება PR-ში მასაზე გავლენა – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

PR სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესის გამოწვევა. პროცესი, არც თუ ისე მარტივია, განსაკუთრებით რთული კი მოპოვებული ყურადღების შენარჩუნებაა. როგორ ხდება PR-ში მასაზე გავლენა – გადაცემის FM ქოუჩი სტუმარია მარკეტინგის სკოლის PR-ის ტრენერი და სპეციალისტი, ნინა პერტენავა.

როგორ განისაზღვრება მასების ფსიქოლოგია?

ფსიქოლოგიამ მასების ქცევის შესწავლა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაიწყო, სწორედ ამ დროს ფროიდმა არაცნობიერის შესახებ გამოსცა თავისი პირველი წიგნი. ის ამბობდა, რომ ადამიანში არის დაფარული და საშიში ძალა, რომლის გამოთავისუფლების შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ომები. თუმცა ეს აღმოჩენა მშვენივრად გამოიყენა მისმა დისშვილმა – ედვარდ ბერნეისმა და არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიან დროსაც. ის მოგვიანებით პიარის ფუძემდებლად მოგვევლინა.

როგორ მოვიპოვოთ მასის ყურადღება?

მასა, როგორც წესი გარკვეული ემოციური ფონის მქონე იდეის გარშემო იკრიბება ან გარკვეული ლიდერი იკრებს მას თავის იდეის განხორციელების მიზნით, ორთავე შემთხვევაში იდეა ან იდეოლოგია არის მთავარი ყურადღების მიპყრობის წინაპირობა. როდესაც ერთი ემოციის ზეგავლენით დიდი რაოდენობის ადამიანი იკრიბება, მათ აუცილებლად სჭირდებათ საპირისპირო ემოციის გამომწვევი მტრის ხატი, დაყოფა “ჩემიანებზე” და “მტრის ბანაკზე”, რადგან ძალიან რთულია მასაში პოზიტიური ენერგიის გენერირება, აუცილებლად წარმოიქმნება აგრესიული ფონი და ის უნდა იყოს მიმართული გარეშე ძალაზე. მასას აქვს ერთი ინტერესი – მაქსიმალური ემოციური ფონის არტყინება, იქნება ეს სპორტული აქტივობა, კონცერტი თუ საპროტესტო გამოსვლა, მიზანი ერთია – მაქსიმალური რაოდენობის ემოციის დახარჯვა.

როგორ ხდება მასაში მოპოვებული ყურადღების შენარჩუნება?

მასაში გრძელვადიანად ყურადღების შენარჩუნება საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან ემოციების დუღილი მაღალ გრადუსზე ხდება და მალე ნელდება, ამისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ მანუპულაციას. ხდება მანიპულირება შიშით, მაგალითად თუ ჩვენ არ დავამარცხებთ-ჩვენ გაგვანადგურებენ, ან რაიმე საშინელება მოხდება. ვინაიდან მასაში ადამიანი ადვილად იჯერებს სრულ აბსურდსაც კი, ასეთი ხერხი საკმაოდ ეფექტურია. საკმარისია ქარიზმატული ლიდერი და მის ნებისმიერ წამოწყებას ათასობით ადამიანი სიხარულით შეასრულებს. ეს ყველაზე კარგად ჩანს ქუჩების დარბევის დროს საკმაოდ ცივილურ ქვეყნებშიც კი, ასევე სტიქიის დროს დასახმარებლად დარაზმული უმრავი ხალხი გვინახავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

19 ივლისი, 2018

სხვა ჩანაწერები