რატომ მცირდება ვაკანსიების რაოდენობა საქართველოში

რატომ მცირდება ვაკანსიების რაოდენობა საქართველოში

 

ადგილობრივ შრომის ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა მცირდება. როგორც ”ეიჩ არ ჯიდან” გვაცნობეს, ეს ნაწილობრივ სეზონურობას უკავშირდება. დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსიები, ძირითადად , მაღალი რგოლის მენეჯერების პოზიციებზე შემცირდა  და მოთხოვნა უფრო დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებზეა. ”ეიჩ არ ჯიში” აცხადებენ, რომ საახალწლო პერიოდიდან გამომდინარე ბიზნესკომპანიებს უფრო რითეილ და ჰორეკა სექტორში სურთ თანამშრომლების აყვანა.

 

დასაქმების სააგენტოში იმასაც ამბობენ, რომ ვაკანსიების რაოდენობა , უმეტესად, ბუღალტრების, ფინანსისტების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზეა შემცირებული.

 

26 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები