რატომ იტყუებიან ადამიანები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

რატომ იტყუებიან ადამიანები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

ადამიანები, რომლებიც ხშირად იტყუებიან საკუთარ ცხოვრებას და რეალობას გაურბიან,-  ასეთ დასკვნას აკეთებენ ფსიქოლოგები. “ტყუილით ცხოვრება – დაკარგული ცხოვრებაა”, – ამის შესახებ კი გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან”, ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ განაცხადა.

რა არის ტყუილი?
ტყუილი რეალობიდან გაქცევის, მისი შენიღბვის ერთ-ერთი ფორმაა. რეალობის პირისპირ დგომას დიდი შინაგანი სიმტკიცე ესაჭიროება, რომლის მიღწევაც არც ისე ადვილია. რენე დეკარტეს გამონათქვამია: ,,ახლა ჩვენ ორზე დგას სამყაროვ საქმე“, ეს საკუთარი ცხოვრების ფორმულად  უნდა გადააქციოთ, ანუ თვალი გაუსწოროთ რეალობას, აღზრდასთან ერთად, პიროვნული მახასიათებლებიც დიდ როლს თამაშობენ. არსებობს საჭირო და არასაჭირო ტყუილი. საჭირო ტყუილი ცხადია, აღარაა ტყუილი. ის ერგვარი მანევრირებაა მაღალი ღირებულებების სასარგელოდ. მღვდელი თევდორეს ან ცოტნე დადიანის ,,ტყუილი“ ღირსების მატარებელი ქმედებაა. ეს არ არის სიცრუე. სიცრუე ისეთი ტყუილია, რომელიც ამახინჯებს სინამდვილეს, მაღალს მდაბლად წარმოაჩენს, ღირსეულს-უღირსად და ა.შ. ამდაგვარი ტყუილის სუბიექტი ზრდასრული შეიძლება იყოს.
როცა ბავშვები იტყუებიან…
ბავშვებისთვის ტყუილი სიტუაციიდან თავის დახსნის საშუალება. ბავშვი იტყუება მაშინ, როცა უსიამოვნების აცილება უნდა, ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევაზე. მიუნჰაუზენის ტყუილი ფანტაზიის, საკუთარი შესაძლებლობების თვითდაჯერებულობის ერთგვარი მცდელობაა, მაშინ როცა ,,კარლსონის სინდრომი“ ყოველდღიურობაში არსებული დანაკლისის შევსების მოთხოვნილებაა. ამ დროს ბავშვი ჰქმნის წარმოსახვით მეგობარს და ეკონტაქტება მას, ესაუბრება, ეთამაშება და ა.შ. ასევე, ბავშვები საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით თანატოლებთან ხშირად თხზავენ მათთვის სასურველ ამბებს. მიუხედავად იმისა, ცნობიერად ვიტყუებით თუ არაცნობიერად, მთავარი მაინც ის არის, რომ ტყუილი ჩვევად არ გადგვექცეს, რადგან ტყუილებით ცხოვრება დაკარგული ცხოვრებაა.

7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

1. არაფერი არ დაუმალოთ საკუთარ თავს. ის, რაც თქვენს თავს ხდება თქვენია, შენ გეკუთვნის და მასზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ და მხოლოდ შენი პირდაპირი ვალდებულებაა.

2. წარუმატებლობის, მარცხის, იმედგაცრუების მიზეზებს სხვაში ნუ ეძიებთ. გადაამოწმეთ დამოკიდებულებები და გადააფასეთ. შეისწავლეთ საკუთარი თავი. ნაკლის აღმოჩენა, გაცნობიერება დიდი მიღწევა და გამარჯვებაა საკუთარ თავზე.

3. წარმოიდგინეთ რომ ხარ ფილმის რეჟისორი და ამავდროულად მთავარი როლის შემსრულებელი. ეცადეთ იყო დადებითი, მაყურებლისთვის საუკეთესო, სანიმუშო, უკეთილშობილესი პერსონაჟი და ამის მიხედვით იმოქმედეთ. საკუთარ თავზეძალისხმევით იბადება ადამიანში ადამიანი.

4. არ ჩააყენოთ თქვენს ირგვლივ მყოფიადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები ტყუილის თქმის აუცილებლობის რეჟიმში. ნუ იქნებით დირექტიულები, ამოიცანით მათი გრძნობა, იყავით მათი თანაგამცდელები.

5. პრინციპად გაიხადეთ სიმართლით ცხოვრება და განთავისუფლდებით ენერგიის ფუჭი ხარჯვისაგან, დაძაბულობისაგან, საკუთარი თავის უნდობლობისაგან.

6. ურთიერთობა მხოლოდ სიმართლეს ითხოვს. სიყვარული შობს სიმართლეს, პატიოსნებას, კეთილშობილებას. ნუ ეტყვით უარს ჯანსაღ ანუ სიმართლით სავსე ურთიერთობებს. ამაშია ჭეშმარიტი ადამიანური ბედნიერება.

7. იყავი ის რაც ხარ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

26 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები