რატომ არის შედეგიანი ქოუჩინგის პრინციპით აკადემიური სწავლება – FM ქოუჩი

რატომ არის შედეგიანი ქოუჩინგის პრინციპით აკადემიური სწავლება – FM ქოუჩი

გადაცემის ლაიცი LIVE

ბოლო პერიოდში აკადემიურ სწავლებაში ქოუჩინგი აქტიურად მკვიდრდება. ქოუჩინგის პრინციპით სწავლების ეფექტიანობაზე საუბრობენ ტრენერებიც. რატომ არის შედეგიანი ქოუჩინგის პრინციპით აკადემიური სწავლება – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლებისა და კომუნიკაციის დარგის ექსპერტი მაკო ჯაოშვილი.

რა არის ქოუჩინგის პრინციპით სწავლების მთავარი აქცენტები?

ქოუჩინგის მეთოდით სწავლება არის აუცილებელი. რაც უფრო ინტერაქტიულია სწავლების პროცესი, მით უფრო საინტერესოა ის. აკადემიური სწავლება სულ სხვანაირად მოგვევლინა დღეს და სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, რასაც ხელს უწყობს ქოუჩინგი, ჩვენ კითხვა-პასუხით უნდა გავიდეთ შედეგზე. ქოუჩინგი ინერგება სკოლებშიც, ამ მეთოდით სწავლების პროცესში მასწავლებლებიც უფრო მოტივირებულები იქნებიან, რადგან რაც უფრო მეტ კითხვას დასვამს მოსწავლე, მით უფრო ინტერესით წარიმართება სასწავლო პროცესი. დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითგანვითარებისთვის. არ უნდა მოგერიდოთ კითხვების დასმა, დასვით ყველაზე სულელური კითხვებიც კი, რადგან შეიძლება სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მოძიებით ბევრ საინტერესო მიგნებებზე გახვიდეთ და ეს დაგეხმარებათ სწორად ჩამოყალიბთ თქვენი შეხედულება. საინტერესოა თვითქოუჩინგიც და თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს საკუთარი თავის ქოუჩი. მთავარი აქცენტებია:

  • პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა
  • ინდივიდუალურად განმავითარებელი სწავლების მეთოდოლოგია
  • ორმხრივი კავშირურთიერთობებით გამყარებული კომუნიკაცია

რაც ისწავლე იქიდან უნდა შეძლო მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა. ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისას ყველაზე ფასეულია ზოგადი, ტრანსფერული უნარებით ადაპტაცია და შეძენილი უნარების ადექვატური რეალიზება.  ქოუჩინგი გეხმარება დეტალებში ჩახვიდე ამა თუ იმ საკითხტან დაკავშირებით. გადაწვეტილების მირებაში გეხმარება, რწმუნდები რომ ეს იცოდე, მაგრამ გარკვეულწილად ვერ ბედავდი, ან ყურადღების მიღმა დაგრჩეს. კითხვა-პაუხი კი სწორედ ეს გამოსავალია, რომელიც გეხმარება მიხვიდე შედეგამდე.

ქოუჩინგის პრინციპით აკადემიური სწავლება რამდენად უცხოა ქართულ რეალობაში?

როცა ვუხსნით რამდენად ეფექტიანია, მარტივად იღებენ. ქოუჩინგი ეფექტიანია ყველა მიმართულებაში, შეზღუდვა არ არსებობს. განათლების სისტემაში როგორც სწავლების, ასევე შეფასების კრიტერიუმების შესარჩევად  თვითგაანალიზებისა და სწორი ხედვით აღზრდაზე პრიორიტეტის მინიჭება არის მნიშვნელოვანი.

ქოუჩინგი გვეხმარება:

  • სიტუაციური ანალიზის მეთოდით ნებისმიერი საკითხის განხილვა
  • მოსმენის უნარის გამოყენებით ლოგიკური დასკვნების გამოტანა
  • გადაწყვეტილების მიღებისას აზრთა ურთიერთშეჯერების დაბალანსება

ქოუჩინგური სწავლებით ვეჩვევით:

მართვის პროცესებში დაკვირვებისა და ანალიტიკური მეთოდის აქტიურ ჩართვას, ობიექტურ მსჯელობას, კრიტიკული და შემოქმედებით აზროვნებით ზუსტი ქმედებების დასახვას, რესურსების რაციონალურ განაწილებას და საჭირო ტაქტიკის შემუშავებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

22 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები