რა განსხვავებაა ტუროპერატორსა და ტურისტულ სააგენტოს შორის – FM ქოუჩი

რა განსხვავებაა ტუროპერატორსა და ტურისტულ სააგენტოს შორის – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი

ახლოვდება ზაფხულის სეზონი.  სულ უფრო ბევრ ადამიანს სურს იმოგზაუროს, დაისვენოს. როგორ შეიძლება დაიხმაროთ შვებულების დაგეგმაში ტურისტული სააგენტო და რა ფუნქციები აქვს ტუროპერატორს. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია –  ‘პეგას ტურისტიკის’ კომერციული დირექტორი სალომე ბერაია.

რა განსხვავებაა ტუროპერატორსა და ტურისტულ სააგენტოს შორის?

ჩვენთან არ არსებობს არანაირი კანონი და ლიცენზია, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციების გამიჯვნა, ამიტომაც ერევათ ერთმანეთში.  ტუროპერატორი არის ორგანიზაცია, რომელიც ქმნის პაკეტს, მომსახურებას შეფუთავს და აწვდის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს. ტურისტული სააგენტო თავის მხრივ ყიდულობს ამ პაკეტს და დისტრიბუციას უწევს მომხმარებლებზე.

ტუროპერატორს არ აქვს ხშირი პირდაპირი გაყიდვები და ის არ არის უშუალოდ ჩართული კომუნიკაციაში მომხმარებელთან, მხოლოდ ტურისტული სააგენტოს მეშვეობით მას შეუძლია გაყიდოს თავისი პაკეტი.

რა იგულისხმება ტურისტულ პაკეტში?

ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, დაზღვევა – ეს ყველაფერი შედის ტურისტულ პაკეტში. იმ შემთხვევში თუ მოთხოვნილ მიმართულებაზე ტურისტს საზღვრის გადასაკვეთად ჭირდება ვიზა, ესეც შედის პაკეტში (მაგ: დუბაის ტურ-პაკეტი). როდესაც მომხმარებელი ტურისულ სააგენტოს მიმართავს ჯავშნის მოთხოვნით, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ჯავშანი ტურის შემთხვევაში არ არის ისეთი მარტივი პროცედურა, როგორიც ავიაბილეთის შემთხვევაში.  ავიაბილეთი შეიძლება დაჯავშნოთ 2 დღით და ის ავტომატურად გაუქმდება 2 დღის შემდეგ თუ მას არ გამოისყიდით. ტურის შემთხვევაში ჯავშანი ავტომატურად არ უქმდება.აღსანშნავია, რომ ტუროპერაორებს ჰყავს თავისი ინსპექცია, რომელიც ცადის ადგილზე ჩადის ამოწმებს სასტუმროებს, სერვისს და აქედან გამომდინარე, უფრო ადვილი ხდება მომხმარებლისთვის იმის ახსნა, თუ რა სასტუმროში მოხდება მათი განთავსება და რატომ არის ესა თუ ის პაკეტი უფრო კარგი.

დღეს სულ უფრო მარტივი ხდება მოგზაურობა და თანხების დაზოგვა, ვინაიდან ჯავშნის გაკეთება ერთი წლით ადრეა მოსახერხებელი, ნაადრევი ჯავშნის პინციპით, ბევრად იაფად შეძლებთ დაისვენო.

ყველაზე მოთხოვნადი რეისები რომელია?

გერმანიის,  იტალიის, ასევე პოლონეთის მიმართულებით. აქტუალურია კომბინირებული ტურები, მაგალითად, ბუდაპეშტი-ვენა-პრაღა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მოთხოვნადი არის თურქეთი, ვინაიდან არის ახლოს, იაფია და აქვს კარგი სერვისი. თურქეთში თუ გსურთ დასვენება, გირჩევთ მიმართოთ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებულები, თუ რომელი სასტუმროა უკეთესი, იმ შემხთვევაში თუ მომხმარებელი ამ მიმართულებით თავისით დაგეგმავს ტურს, არ არის გამორიცხული სასტუმროსთან დაკავშირებით შეიქმნას გაუგებრობა. სწორედ ამიტომ ტურისტული სააგენტოები არის უფრო მოსახერხებელი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

3 მაისი, 2018

სხვა ჩანაწერები