რა არის საჭირო, რომ ბიზნეს ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდოს – FM ქოუჩი

რა არის საჭირო, რომ ბიზნეს ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდოს – FM ქოუჩი

გადაცემის ლაივი LIVE

“მთავარია, ვინმეს ჯინაზე არ გააკეთოთ არაფერი”, – “მარკეტერის” და “სფოთლაითის” დამფუძნებელი აკო ახალაია მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა ნებისმიერი საქმის დაწყების წინ უნდა გვახსოვდეს. გადაცემაში “FM ქოუჩი” მან ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების ორგანიზება და რა არის ამისთვის საჭირო.

რა არის საჭირო მასშტაბური ღონისძიების მოსაწყობად?
უკვე 6 წელია მსგავს ღონისძიებას ვატარებთ. ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს საქმე გვაინტერესებს. ჩვენ მკაფიოდ ვიცით მიზანი, გვაქვს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. საქართველში ხშირია მიმბაძველობა, თუ ერთი აკეთებს, მეორეც იმეორებს. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა მთავარია გვესმოდეს რატომ ვაკეთებთ ამას. თუ თქვენ დაიწყებთ ფიქრს, “მოდი ამ ღონისძიებას გავაკეთებ, გავყიდი ბილეთებს და ფულს ვიშოვი”, ეს არასწორი მიდგომაა. თუ მოგწონთ ასეთი ღონისძებები დაესწარით, ხოლო როცა მიხვდებით, რომ ნამდვილად გესმით რისი გაკეთებაც გინდათ, მოაწყეთ ასეთი ღონისძიება. სხვა შემთხვევაში იმ მოედანს აფუჭებთ, სადაც ვთამაშობთ.

რამდენ კაციანი გუნდია საჭირო ასეთი ღონისძიების მოსაწყობად?
საშუალოდ 500 კაციანი ღონისძიების ძირითად ნაწილზე, ხედვასა და სტრატეგიაზე ვმუშაობთ 4 ადამიანი, უშუალოდ ღონისძიების დღეს ეს რიცხვი იზრდება 35 ადამიანამდე. არის უამრავი დეტალი, რომელიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, თითოეული დარბაზის მაკონტროლებელი, მოდერატორი, წამყვანი და ა.შ.
რაც შეეხება სპიკერებს, მათი გამოსვლები წინასწარ ვიცით. მსოფლიოს კვლევის თანახმად, ინსპირაციულ თემაზე კონცენტრაცია ადამიანს შეუძლია 10-13 წუთამდე. ამას ვითვალისწინებთ. დრო უნდა იყოს ისე განსაზღვრული, რომ მომაბეზრებელი არ იყოს მაყურებლისთვის. წინასწარ ვფიქრობთ, რომელ გამომსვლელს რა ტიპის აუდიტორია ეყოლება.

ბილეთების გაყიდვას აქვს დიდი მნიშვნელობა…
შეფასებები მომისმენია, რომ ძალიან თავიდაჯერებული ხალხი ვართ და ყველაფერი ვიცით, ასე ნამდვილად არაა, თავისით გამოგვდის ყველაფერი. ჩვენ მკაფიოდ ვაანალიზებთ მომხმარებლის დღე როგორი იქნება. ერთი რჩევა, რომელიც მე მივიღე თავის დროზე და გამომადგა, შემდეგია: პირველი სამი წელი არ უნდა ელოდოთ მოგებას, ჩვენც ასე ვიყავით, მართალია ბილეთები გავყიდეთ, მაგრამ ფინანსური წაგებაც გვქონდა, თუმცა ბევრი ვისწავლეთ და მოვედით აქამდე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

14 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები