რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება სამშენებლოებისთვის 15 იანვრიდან

რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება სამშენებლოებისთვის 15 იანვრიდან

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე გადავადდა. როგორც ცნობილია, მათ შორის გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ.

რეგლამენტის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, იმპორტიორი ვალდებული იქნება, ბაზარზე მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი განათავსოს, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. გარდა ამისა,  რეგლამენტი ავალდებულებს იმპორტიორს, რომ სამშენებლო პროდუქტზე საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დაიტანოს.

 

იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან.

 

მთავრობის დადგენილების მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერებულია.

27 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები