კახა კუკავას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

კახა კუკავას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ამჯერად გადაცემას პოლიტიკოსი კახა კუკავა სტუმრობდა. როგორ შეარჩია გადაცემის სტუმარმა 7 საყვარელი სიმღერა, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მინდა გითხრათ, რომ მუსიკალურ გადაცემაში პირველად ვარ. მუსიკას ვუსმენ ძალიან ხშირად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვმუშაობ, სულ მაქვს ჩართული ჩემი ფლეილისტი. ეს შვიდეულიც სწორედ ამ ფლეილისტიდან ამოვარჩიე. ბევრი სიმღერა დამენანა (იცინის), მაგრამ საერთო ჯამში ასეთი შევიდეული გამოვიდა, უმეტესობა საუნდტრეკია.

მეშვიდე ადგილზე მინდა მოვისმინოთ ფილმის ,,ფესვების” საუნდტრეკი. მახსოვს, პირველად დედამ წამიყვანა კინოში და სწორედ მაშინ ვნახე ეკრანზე. ამ ფილმმა საკმოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ჩემზე ძალიან იმოქმედა.

მეექვსე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ Машина Времени – Поворот. მანქანაში მოსასმენად ძალიან კარგი სიმღერაა.

მეხუთე ადგილზეა  – Queen – Bohemian Rhapsody. როცა დიდების მწვერვალზე იყო ეს ჯგუფი, მაშინ იმდენად არ ვუსმენდი, მაგრამ შემდეგ უამრავი სიმღერა მქონდა მათი შესრულებით ჩემს ფლეილისტში.

მეოთხე ადგილზეა – nina rota – godfather–ის საუნდტრეკი. ნინა როტას ერთ-ერთი საუკეთეო საუნდტრეკია ეს, რომელიც ძალიან მიყვარს. შეიძლება ცოტა მოძველებულია ჩემი ფლეილისტი, რადგან ბოლო 10 წელია ვერ ვეწევი შეიძლება ითქვას (იცინის) და თქვენ სტუდიაში რა ფოტოებიც არის, სამწუხაროდ არც ერთი შემსრულებელი არ ვიცი, მაგრამ ეს ისაა, რასაც ვუსმენ.

„ფორტუნას“ ვუსმენ, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ვუსმენდი, სტუდენტობის დროს. ფაქტიურად რადიომიმღებთან ერთად ვიძინებდი ხატიას ხმაზე (იცინის).

მესამე ადგილზეა – ennio morricone la piovra საუნდტრეკი, რომელსაც ბავშობიდან ვუსმენ.

მეორე ადგილზეა – beethoven sonata 8. ძალიან მინდა, რომ ჩემი უფროსი შვილი გაჰყვეს მუსიკას, სიმართლე გითხრათ მონაცემები აქვს, მაგრამ სურვილი არა. (იცინის)

პირველ ადგილზეა –  Joe Dassin -Et Si Tu N’Existais Pas. ჩემი ბავშვობის სიმღერა, რომელსაც ფირფიტაზე ძალიან ხშირად ვუსმენდი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

27 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები