გაერთიანებული ბანკები და დაზარალებული მოსახლეობა-რა ელის ბანკებს და ხალხს 1 იანვრიდან

გაერთიანებული ბანკები და დაზარალებული მოსახლეობა-რა ელის ბანკებს და ხალხს 1 იანვრიდან

საბანკო რეგულაციების ამოქმედება  2019 წლის1 იანვრამდე გადაიდო. ვადის გადაწევის მიუხედავად, რეგულაციების შედეგად, ექსპერტები ბაზარზე ურყოფითი პროცესების განვითარებას ელიან. მათ შორის, უკვე დაიწყოს საუბარი ბანკების გაერთიანებაზე.

საბანკო ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე განმარტავს, რომ  ასეთი ტიპის რეგულაციები კომპანიებს აიძულებს, სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკა გააკეთონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არსებულ ბიზნესმოდელებს შეცვლიან.

ექსპერტი რეგულაციებს განიხილავს, როგორც რისკების შემცირების საშუალებას, თუმცა იქვე ამბობს, რომ დაკრედიტების შემცირებას გამოიწვევს. შესაბამისად, ცუცქირიძე ფინანსური ორგანიზაციების ბაზრიდან გასვლას და გაერთიანებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ეს დადებითი პროცესი იქნება, რადგან დღეს ბაზარს 2 ბანკი აკონტროლებს და ეს სიტუაცია შეიცვლება.

საბანკო ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე კი ამბობს, რომ ბანკების გამსხვილება დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ისინი  გადავლენ სხვა ბიზნესებში, რადგან  იმ  დაკრედიტებით  საბანკო ბიზნესი  მათთვის მომგებიანი აღარ  იქნება.

ექპერტი ამ პროცესში დადებითს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ შერწყმა ნაკლებ კონკურენციას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობას დააზარალებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად პირველი ნოემბერს იგეგმებოდა. შემდეგ, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ცვლილებები მოგვიანებით შევიდოდა ძალაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის დღეიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

 

რეგულაციის მიხედვით, ბანკებს უნდა დაუწესდეთ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა გაამკაცრონ.

 

 

15 ნოემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები