გადაიხედება თუ არა ხელისუფლებაში ”საყდრისის” საკითხი

გადაიხედება თუ არა ხელისუფლებაში ”საყდრისის” საკითხი

მიმდინარე მოვლენებს შორის ორი ყველაზე აქტუალური საკითხი – ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება და კამათი საყდრისის თემაზე გადაცემა ”რაკურსის” სტუმრებმა განიხილეს.

პირველ ბლოკში : რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულება, რომელიც სტრასბურგში გუშინ გაფორმდა, რატომ გადაწყდა ევროპის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წასვლა და რა გამოხმაურება მოჰყვა სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას – ”რაკურსის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მეორე ბლოკში : მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგების დიდი ნაწილი საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევენ, “RMG გოლდი” გაჩერებას არ აპირებს – იგეგმება თუ არა საკითხის გადახედვა ხელისუფლებაში და რა პასუხი აქვს ”ფორტუნას” კითხვებზე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძეს.

აუდიო ჩანაწერი

18 დეკემბერი, 2014

სხვა ჩანაწერები