დუბროვნიკი – რჩევები ხორვატიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

პოპულარული

დუბროვნიკი – რჩევები ხორვატიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ადგილობრივები ხუმრობენ: ვისაც უნახავს დუბროვნიკი, უნახავს მთელი ხორვატიაო. ამ ბრწყინვალე ქალაქში მართლაც რომ თავმოყრილია საუკეთესო, რითაც ბალკანეთი ამაყობს: მდიდრული არქიტექტურა, თავბრუდამხვევი პეიზაჟები, მოვლილი პლაჟები, მყუდრო რესტორნები.

დუბროვნიკის ისტორია მე-7 საუკუნეში დაიწყო და რამდენიმე საუკუნეში არნახულ სიძლიერეს მიაღწია: გათვლილმა პოლიტიკამ და ადრიატიკაზე აქტიურმა ვაჭრობამ ის ვენეციის რანგში აიყვანა. მე-15-16 საუკუნეებში ქალაქი მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრად იქცა სასახლეებით, მოედნებითა და გასაოცარი სილამაზის ტაძრებით. მთელი ეს შესანიშნაობა ჩვენ დრომდე შემორჩა.

დღეს დუბროვნიკი მთავარი კურორტია ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც იუნესკოს აღორძინების ხანის საუკეთესო ევროპული ძეგლების სიაშია შეტანილი.

 

დუბროვნიკის ჩილიპის საერთაშორისო აეროპორტი ცენტრიდან 20 კმ-შია.
აეროპორტიდან ცენტრში შატლები, საქალაქო ავტობუსები და ტაქსი დადის.

 

დუბროვნიკის რაიონები

დუბროვნიკი ადრიატიკის ზღვის გასწვრივ 6 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი გულია ძველი ქალაქი პილე: ისტორიული ცენტრი, სადაც თავმოყრილია ძირითადი ღირსშესანიშნაობები, სასუვენირო დახლები და რესტორნები. საცხოვრებელი აქ ძვირია. საციხო კედლის ქვის შუაგულში ყველაზე კარგად იგრძნობა შუასაუკუნეების კოლორიტი. თუმცა მინუსიც აქვს: სიმჭიდროვეა, ხმაური, ხოლო გაუთავებელი ზღვის პროდუქტების კერძებისგან სპეციფიური სურნელი ტრიალებს. ლუქსის მოყვარულებს ურჩევნიათ მეზობელი რაიონი პლოჩე აირჩიონ. აქ ფეშენებელური სასტუმროებია, სიახლოვეს კი სახელგანთქმული პლაჟი ბანიე მდებარეობს ელიტური ღამის კლუბებით.

კიდევ ორი პოპულარული საკურორტო ზონაა ლაპადი და ბაბინ კუკი, რომელიც ბაღებისა და პარკების სიმწვანით გამოირჩევა. პირველის სავიზიტო ბარათია ტყიანი გორაკი პეტკა, მეორის – იდეალური საოჯახო დასვენებისთვის პლაჟი კოპაკაბანა.

პორტის გვერდითაა საცხოვრებელი რაიონი გრუჟი განვითარებული ინფრასტრუქტურით, ცენტრალური ავტოსადგურითა და მთავარი ბაზრით. უბრალოდ აქედან მთავარ პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა საცხოვრებლის ფასები შედარებით ხელმისაწვდომია.

 

ტრანსპორტი

ყველაზე პოპულარული სახეობაა კომპანია „ლიბერტასის“ ავტობუსები. ისინი 10-15 წუთიანი ინტერვალით დადიან, ძირითადი მარშრუტები აერთებს ძველ ქალაქს, ლაპადს და ბაბინ კუკს. ბილეთები იყიდება ჯიხურებში (12 კუნა ერთი მგზავრობა) და მძღოლთან (15 კუნა) და მოქმედებს ერთი საათის განმავლობაში.

ეკონომიის მიზნით შესაძლებელია ერთდღიანი სამგზავროს ყიდვა 30 კუნად.

დუბროვნიკში დადიან ღია ტურისტული ავტობუსები. ის ყველა პოპულარულ ღირსშესანიშნაობას მოივლის. აუდიოგიდით ექსკურსიის ღირებულება 60 კუნაა, 6 წლამდე ბავშვები უფასოდ სეირნობენ.

კიდევ ერთი სატრანსპორტო ატრაქციონი ფუნიკულიორია, რომელსაც ტურისტები ძველი ქალაქის კედლებიდან სრდის მთის წვეროზე აყავს. მგზავრობა 4 წუთს გრძელდება, კაბინაში 30 ადამიანამდე ეტევა, 405 მეტრის სიმაღლიდან მართლაც თავბრუდამხვევი ხედებია. ბილეთი ერთი მიმართულებით 80 კუნაა, ორივე – 130 კუნა (ბავშვებისთვის – 40 და 60 კუნა შესაბამისად).

აეროპორტში, ავტოსადგურზე, პილეს, პლოჩესა და გრუჟის რაიონებში ტაქსის სადგომებია. სტანდარტული ტარიფია 25 კუნა ჩასხდომაზე და 8 კუნა ყოველ კმ-ზე. ქალაქის შემოვლა საშუალოდ 70-100 კუნა ჯდება, ტრანსფერი აეროპორტიდან ცენტრში – 250-300 კუნა.

 

ავტომობილის ქირაობა

დუბროვნიკი კომპაქტურია: ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება რამდენიმე საათშიც შეიძლება, სანაპიროებამდეც მარტივად მიხვალთ ფეხით. მანქანის ქირაობას აზრი აქვს, როდესაც ქალაქთან ახლოს მდებარე თვალწარმტაცი ადგილების მონახულება გინდათ, ან მეზობელ ქალაქებში ან თუნდაც ქვეყნებში (ალბანეთი, ბოსნია, მონტენეგრო) გასეირნება.

გაქირავების ოფისები გახსნილია (Sixt, Avis, Hertz, Sunnycars) აეროპორტში, გრუჟის პორტსა და ტურისტულ რაიონებში. ფასები ევროპულთან შედარებით მისაღებია. მომცრო მანქანის აღება 130 კუნადან იწყება, უნივერსალის – 160, პრემიალური ავტო 270 კუნა ღირს დღეში. საწვავი 10 კუნამდეა ლიტრზე.

ზაფხულში დუბროვნიკში საცობებია, განსაკუთრებით პორტის სიახლოვეს და ქალაქიდან გასვლისას. პარკირებასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია სირთულეები იყოს: სადგომები გადატვირთულია. ბევრი ქუჩა ცალმხრივია, ასე რომ, საჭირო ადგილზე მისვლამდე შესაძლებელია ცოტა გაწვალდეთ.

 

Dubrovnik Card

ტურისტებისთვის, რომლებთაც სურთ მაქსიმუმი მიიღონ და თან არ გაკოტრდნენ, მოიფიქრეს Dubrovnik Card. ყველგან იყიდება. ერთდღიანი ბარათი 190 კუნა ღირს და საშუალებას იძლევა უფასოდ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოინახულოთ საციხო კედლები, მუზეუმები (ეთნოგრაფიული, კულტურულ-ისტორიული და ა.შ.) და სამხატვრო გალერეები 24 საათის განმავლობაში.
3-დღიანი და 7-დღიანი ბარათი – 250/350 კუნა – 6-10 უფასო მგზავრობასა და ცავტატამდე ავტობუსის კუპონს იძლევა.
გარდა ამისა, Dubrovnik Card-ის მფლობელები იღებენ 160-გვერდიან გიდს და 5-30%-იან ფასდაკლებას რესტორნებში, სპა-სალონებში, საიუველირო დახლებსა და ტურსააგენტოებში.

 

დუბროვნიკის სანაპიროები

დუბროვნიკის უმეტესი პლაჟი კარგად არის აღჭურვილი. შესვლა ყველგან უფასოა, ზღვა კი გამჭირვალე, სანაპიროზე წვრილი კენჭებია, მაგრამ წყალთან უკვე ქვიშიანია. ერთ-ერთი პოპულარული პლაჟი ლაპადის ზღვის უბეში მდებარეობს. აქ არის საშხაპეები, ტუალეტები, გამოსაცვლელი კაბინები, გაქირავების პუნქტები, ბარ-რესტორნები.

ქოლგებისა და შეზლონგების ქირაობა დღიურად საშუალოდ 30 კუნა დაგიჯდებათ.

ბავშვიანი ოჯახები ხშირად ირჩევენ კოპაკაბანას სანაპიროს, სადაც მრავალფეროვანი გასართობია. აქაც კენჭებია, მაგრამ ნაპირიდან რამდენიმე ნაბიჯში პაწკუნტელა ქვები ქვიშაში გადადის.

პლაჟი ბანიე ორ ნაწილად არის გაყოფილი: უფასო საზოგადოებრივი და ფეშენებელური ფასიანი. სხვათა შორის, იქვეა ნუდისტური პლაჟი ლოკრუმა.

ასევე აღსანიშნავია: ბუზას პლაჟი, სანაპირო ველიკი ზალ, სვეტი იაკობის სანაპირო, პლაჟი ბელევუ და სხვები.

 

დუბროვნიკის სასტუმროები

დუბროვნიკში ყველა გემოვნებისა და ჯიბეზე გათვლილი სასტუმროებია: ეკონომიური „სამიანები“ და მდიდრული „ხუთიანები“. რაც უფრო ახლოა ძველ ქალაქთან, მით უფრო ძვირია. ყველაზე პრესტიჟულები თავმოყრილია პილესა და პლოჩეს რაიონებში. ლაპადისა და ბაბინ კუკის რაიონებში უფრო დემოკრატიული ფასებია: აქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე და თან სილამაზეა, ხოლო ცენტრამდე მარტივად მიხვალთ ფეხით. ყველაზე დაბალი ფასებია საპორტო გრუჟში, მონტოვერნესა და ბონინოვოში: ადგილობრივი საზომით პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა ეკონომია საგრძნობია.

ყველაზე იაფია ჰოსტელებში გაჩერება – 150 კუნადან დღეში საწოლი საერთო ოთახში. ორადგილიანი ნომერი 3*-იანში 1000 კუნადან დაჯდება. სასტუმროების ალტერნატივაა კერძო აპარტამენტები. ოთახის ღირებულება 150 კუნადან იწყება კომფორტის, სეზონისა და მანძილის მიხედვით.

 

შოპინგი

საუკეთესო სუვენირების დახლები ძველ ქალაქშია, ყველაზე მდიდარი ასორტიმენტია სტრადუნის ცენტრალურ ქუჩაზე. მოდას აყოლილებისთვის იდეალური საჩუქარია აბრეშუმის ჰალსტუხი: მამაკაცის აქსესუარები სწორედაც რომ ხორვატიაშია მოგონილი. ყურადღებას სხვა ორიგინალური ნივთებიც იქცევს: ძველი სარიტუალო ჭურჭლის ასლები ჩიტების ფორმით, რომელიც კერამიკისგან არის დამზადებული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, ძველი სასოფლო სახლების მინიატურები, ასევე კირქვისგან დამზადებული ნაკეთობები, რომელიც სხვათა შორის ვაშინგტონის თეთრი სახლის მშენებლობისას გამოიყენებოდა.

უფრო ძვირია ბუმბულის კალმები (ისიც აქ მოიგონეს) და მდიდრული პაჟის მაქმანი (ნაღდ პროდუქციაზე ოფიციალურ სერთიფიკატს იძლევიან).

გურმანებმა უნდა დააგემოვნონ ცხვრის რძისგან დამზადებული მაგარი ყველი, ღვეზელი, ალუბლის ლიქიორი “მარასკინო” და თეთრი ღვინო “მალვაზია“.

მაღაზიები დუბროვნიკში ღიაა 8:00-დან 20:00 სთ-მდე, ტურისტულ სეზონზე 22:00 სთ-მდე (შესვენება 12:00-17:00), დასვენების დღეებში – 14:00 სთ-მდე. მსხვილი სავაჭრო ცენტრები ყოველდღე მუშაობენ 24:00 სთ-მდე.

 

 

რა გავსინჯოთ

დუბროვნიკში ძირითადად ხორვატულ და იტალიურ სამზარეულოს გთავაზობენ, რომელიც გაჯერებულია ზღვის პროდუქტებით, ცხვრისა და ბატკნის ხორცით. მთავარი ადგილობრივი კერძია ხამანწკა სტონის ყურედან და გველთევზები მდინარე ნერეტვადან. ყველაზე პოპულარული პირველი კერძია წვნიანი „მწვანე მენესტრა“ კომბოსტოთი და გამოყვანილი ხორცით. ზღვის პროდუქტებიდან საინტერესოა ნერეტვანის “ბროდეტი” გველთევზათი და ბაყაყებით და შავი რიზოტო მელანთევზით.

ხორცის მოყვარულებმა უნდა გასინჯონ „პრშუტი“, ძეხვი „კულენი“, “შპორკე მაკარულე” (უფრო მარტივად, სპაგეტი შავი ფქვილისგან და ხორცით) და ქათამი ნერეტვანულად კომბოსტოს გარნირით.

ტრადიციული დუბროვნიკული დესერტია „როზატა“ ვარდის სიროფით, რომელიც კრემ-ბრიულეს მოგაგონებთ. ბარების ასორტიმენტშია მაგარი, მაგრამ გემრიელი სასმელები ქლიავის, ყურძნის და კაკლისგან დამზადებული.

 

კაფე და რესტორნები

ყველაზე ძვირიანი რესტორნები ძველ ქალაქშია. ყველაზე ფეშენებელურები მარტო ტურისტულ სეზონზე მუშაობენ (აპრილი-ოქტომბერი). ბიუჯეტური კაფეები სტუმრებს მთელი წელი იღებენ. კარგი ბარები და რესტორნები სანაპიროზეა თავმოყრილი: ახალი ზღვის პროდუქტები თეფშზე პირდაპირ ადრიატიკიდან ხვდება.

ფასფუდში წახემსება 30 კუნადან ჯდება, სადილი არც თუ ძვირ კაფეში – 50-100 კუნა პერსონაზე,  ვახშამი რესტორანში ალკოჰოლით – 250-300 კუნა ორ კაცზე.

დუბროვნიკში არის თევზის სახლები, ტავერნები, წასახემსებლები, თანდათან ჩნდება ვეგეტერიანული კაფეებიც. ყველაზე მეტი პაბი ცოცხალი მუსიკით პლოჩეს კარიბჭესთან ახლოს პატარა მოედანზეა.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

დუბროვნიკი – ხორვატული ზარდახშაა ძვირფასეულობებით. დიდებული წარსულის არქიტექტურული შედევრები, რომელიც მშვენივრად ჯდება არანაკლებ საამაყო თანამედროვეობაში, ძველ ქალაქში იყრის თავს. თავიდან ის ზემოდან უნდა ნახოთ: საციხო კედლები მე-10 ასწლეულშია აღმართული, მშვენივრად არის შემონახული და თითქმის 2000 მეტრზე მიუყვება. ანსამბლში შედის მინჩეტას კოშკი, წმინდა იონის ბასტიონი, ბოკარისა და რაველინის ციხესიმაგრეები.

თავდაცვითი არქიტექტურიდან მაღალი წრისკენ გადავინაცვლოთ. ერთ-ერთი მონუმენტური შენობაა მე-15 საუკუნის თავადის სასახლე (ანუ რექტორების სასახლე). მისი ფასადი ლაკონურია, გოთიკურ სტილში რენესანსის ელემენტებით და რომაელი იმპერატორების რეზიდენციას მოგაგონებთ. ოდესღაც აქ ადგილობრივი მმართველები ცხოვრობდნენ, დღეს კი ანტიკვარული ავეჯისა და სურათების მუზეუმია.
მთავარი რელიგიური ნაგებობაა ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარი (ტიციანის ნამუშევარი). შთამბეჭდავია ბაროკოს სტილის წმინდა ვლახის ტაძარი.

დუბროვნიკის არტერიაა სტრადუნის ქუჩა, რომელიც ორივე მხრიდან ეფექტური შადრევნებითაა შემორტყმული. ქუჩა საფეხმავლოა და დაახლოებიით 300 მეტრია. აქ მდებარეობს მე-14 საუკუნის ფრანცისკანული მონასტერი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა და სამი საუკუნის შემდეგ მთლიანად აღადგინეს.

ონოფრიოს შადრევანი. 1436 წელს მთავრობამ აკვედუკების სისტემის მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთი არქიტექტორი ონოფრიო ჯორდანო დელა კავა იყო, რომლის სახელსაც ატარებს ეს მშვენიერი შადრევანი.

საექსკურსიო პროგრამაში უნდა შეიტანოთ კუნძული ლოკრუმი, რომელიც ლეგენდებითაა შემოსილი, გარშემორტყმულია პლაჟებით და მთლიანად ფარშევანგების განკარგულებაშია. ლოკრუმის მეტსახელია „დაწყევლილი“. ერთ დროს აქ ბენედიქტიანელების მონასტერი იყო, ხოლო რიჩარდ ლომგული ჩაძირვას გადაურჩა.

ლოვრიენაცის ციხესიმაგრე, ანუ წმინდა ლავრენტის ფორტი, რომელსაც ზოგჯერ „დუბროვნიკის გიბრალტარს“ უწოდებენ. ეს გახლავთ გამაგრებული ნაგებობა და თეატრი და ქალაქის კედლის მიღმა მდებარეობს. ციხესიმაგრე ფრიალო კლდეზე დგას ზღვის დონიდან 37 მეტრ სიმაღლეზე.

 

 

ამინდი

დუბროვნიკში ხმელთაშუა ზღვის კლიმატი და წელიწადში 250 მზიანი დღეა. საცურაო სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილა, თუმცა წვიმებია, ყველაზე მეტად ცივა იანვარსა და თებერვალში, თუმცა გამყინვარებამდე საქმე არ მიდის. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ყველაზე რბილი ამინდია მაისსა და სექტემბერში.

 

კიდევ რა ვნახოთ ხორვატიაში

ხორვატიას ადრიატიკის გულს ტყუილა როდი უწოდებენ: ეს არის საოცარი ქვეყანა თვითმყოფადი კულტურით, ლამაზი ბუნებრივი პეიზაჟებითა და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებით.

ხორვატია ცნობილია თავისი ნაციონალური პარკებით, რომელთა შორის ყველაზე მონახულებადია „პლიტვიცეს ტბები“. მასში 16 ტბაა, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ისინი ერთმანეთს ერწყმის და შესანიშნავ ჩანჩქერებს ქმნიან.
პლიტვიცე დუბროვნიკიდან დაახლოებით 5 საათის სავალზეა. სპლიტიდან 2 საათი უნდა.

არანაკლები სილამაზეა კრკას ეროვნულ პარკში, სადაც ასევე ნახავთ ჩანჩქერის ლამაზ პეიზაჟებს, ქვის ჭორომებს და ტბებს. ბუნების გარდა აქ შუასაუკუნეების მონასტრებითაც დატკბებით.

კიდევ ერთი ბუნებრივი სასწაულია არქიპელაგი ბრიონი, რომელიც რამდენიმე მცირე კუნძულისგან შედგება ისტრიის დასავლეთ სანაპიროზე.
საერთო ჯამში, ხორვატიაში შვიდი ეროვნული პარკი, ათასზე მეტი სხვადასხვა ზომის კუნძული, ასობით გამოქვაბული ითვლება.

ხორვატია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა. ას კილომეტრიან რადიუსში შეხვდებით ზღვას, კლდეებს, ტყეს, მდელოებს.

ხორვატიის კულტურული ღირსშესანიშნაობები ძირითადად კონცენტრირებულია სპლიტსა და დუბროვნიკში. სპლიტში შეგიძლიათ ნახოთ სახელგანთქმული დიოკლეტიანეს საიმპერატორო სასახლე. ის საკმაოდ კარგადაა შემონახული, მაგრამ სასახლეს ნაკლებად უწოდებ, უფრო ძველი ქალაქია.

ციხესიმაგრე კლისი ტურისტების უყურადღებობას არ უჩივის: კლდიდან, სადაც აგებულია ციხესიმაგრე, გასაოცარი ზღვის პეიზაჟები იშლება.

ხორვატულ ზადარში დასვენებისას ალფრედ ჰიჩკოკი ამბობდა, რომ აქ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლაა.

შუასაუკუნეების ციხესიმაგრეები ქვეყნის კიდევ ერთი სიამაყეა: ბოგენშპერკი, ფრიდიხშტეინი, ხმელნიკი, ჟუჟემბერკი, ოტოჩეცი – ეს პოპულარული ციხესიმაგრეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

და კიდევ: სწორედ ხორვატიაშია მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი. ეს გახლავთ ჰუმი, სადაც ოფიციალურად მხოლოდ 17 ადამიანი ცხოვრობს მერის ჩათვლით. ქალაქი ისტრიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

 

ესენიც სანახავია

პულა

პულა ისტრიის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. დუბროვნიკიდან საკმაოდ შორია, 700 კმ-ზე მეტია.

 

ამფითეატრი
პულა, Scalierova, 30

პულას მთავარი და საერთოდ მთელი ქვეყნის ისტორიული ღირსშესანიშნაობა. დიდებული ძველრომაული ამფითეატრი ჩვ.წ.აღ-მდე 1 საუკუნისაა, რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ არენას უწოდებენ. ის მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ამფითეატრია.

 

არქეოლოგიური მუზეუმი

რთულია მას მხოლოდ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უწოდო, ის რეგიონალური მასშტაბის დაწესებულებაა და ტურისტებს არა მარტო ქალაქის, არამედ მთელი ისტრიის ნახევარკუნძულის ისტორიას მოუთხრობს.

 

კაშტელის ციხესიმაგრე
პულა, Gradinski uspon 6

ევროპული ქალაქი რა არის თუ საკუთარი ციხესიმაგრე არ აქვს? პულას თავდაცვითი ნაგებობა შორიდანვე ჩანს, რადგან ბორცვზე, 34 მ სიმაღლეზეა აგებული. მუზეუმი ყოველდღეა ღია და 20 კუნა ღირს.

 

სპლიტი – (იტალ. Spalato) – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი (დედაქალაქ ზაგრების შემდეგ). ცნობილი საკურორტო რეგიონის ცენტრი. მდებარეობს ადრიატიკის სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში, ზადარსა და დუბროვნიკს შორის. დუბროვნიკიდან სპლიტამდე დაახლოებით 250 კმ-მდეა.

ძველრომაული ქალაქი სალონა
სპლიტი, Solin

სპლიტიდან 5 კმ-შია კეისრის მიერ დაარსებული ძველრომაული ქალაქი, რომელიც ერთ დროს ავარებისა და სლავების ტომებმა დაანგრიეს, თუმცა ნანგრევებთან შეხება დღეს ყველას შეუძლია.

 

მეკობრეების ქალაქი ომიში
სპლიტი, Omis

ეს ძველი საპორტო ქალაქი სპლიტიდან 25 კმ-შია, სადაც ზურმუხტოვან-მწვანე მდინარე ცეტინა ადრიატიკის ზღვას ხვდება. სხვადახვა დროს მას სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ (ონეუმი, ალმინიუმი, ალმისიუმი), მე-15 საუკუნეში კი ვენეციის რესპუბლიკის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.

 

კორნატი

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლანდშაფტია. მით უმეტეს, თუ სიმაღლიდან გადმოხედავთ.

 

მოტოვუნის სიხესიმაგრე

მოტოვუნი – ნაკლებად ცნობილი ქალაქი-ციხესიმაგრეა ისტრიის ნახევარკუნძულის შუაგულში, რომლის მოსახლეობა 1000 ადამიანს არ აჭარბებს. მდებარეობს თვალწარმტაც გორაკზე, ხელუხლებელ ბუნებაში. პულადან დაახლოებით 50 კმ-შია.

 

კუნძულ მლიეთის ეროვნული პარკი

ხორვატიის ყველაზე ტყით დაფარული კუნძული, სადაც ხეებს ხმელეთის 70% უკავია. 1960 წლის 12 ნოემბერს „მწვანე კუნძულზე“ ოფიციალურად გაჩნდა მლიეთის ეროვნული პარკი.

 

რჩევები /

|

24 ივლისი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => khorvatia
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                    [3] => dubrovniki
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 268113
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => khorvatia
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                    [3] => dubrovniki
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 268113
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 112
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => khorvatia
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                    [3] => dubrovniki
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => khorvatia
                                    [1] => rchevebi-mogzaurebs
                                    [2] => fortunagidi
                                    [3] => dubrovniki
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (268113) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (112,26494,8073,20120)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306626
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-16 13:38:53
                    [post_date_gmt] => 2018-11-16 09:38:53
                    [post_content] => მართალია, ტურისტები კარგად იცნობენ რომის პოპულარულ მარშრუტებს, მაგრამ იტალიის დედაქალაქში უამრავი უცნობი ადგილია, რომელიც ყველა მოგზაურმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს.

ფინჯანი ჩაი უძველეს სტატუებს შორის (კაფე Canova Tadolini, Via del Babuino 150A/B) - შენობა, რომელშიც კაფეა გასხნილი, 1818 წელს აშენდა არქიტექტორ ადამო ტადოლილინის სახელოსნოდ და მართალია, სტუდია მთელი ოთხი საუკუნე არქიტექტორის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ, მაგრამ დღეს იქ ორიგინალური კაფეა გახსნილი, რომლის ინტერიერს იმპერატორების, მითების გმირების, ღმერთების და ღვთაებების სკულპტურები ავსებენ.



ანტიკვარიატს შორის გაღვიძება (სასტუმრო Arco dei Tolomei, Via dell'Arco de'Tolomei 27) – ტრასტევერეს მოედანზე მოთავსებული, რომის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ატმოსფერული სასტუმროს მფლობელებმა მარკო და ჯოანა ფედოსტიანმა, რომლებიც დიდი ხანია უძველესი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არიან გატაცებული, საკუთარი კოლექციის ექსპონატებით ექვსი ნომერი გააფორმეს.



ჭადრაკის პარტია ადგილობრივებთან (Bar del Fico, Piazza del Fico 26) – რომაელებისთვის ჩვეული სცენა, როცა ჭაღარა მამაკაცები გასაშლელ მაგიდებზე ჭადრაკს თამაშობენ, დანარჩენები კი, სარკასტული კომენტარებით ამხნევებენ - ბევრს ფელინის ფილმებს გაახსენებს. სხვათაშორის, ჭადრაკის მოყვარულები აქ მანამდეც იყრიდნენ თავს, სანამ 2010 წელს ბარი გაიხსნებოდა მეზობელ რესტორანთან ერთად, სადაც თამამად შეგიძლით შეუკვეთოთ უგემრიელესი სტეიკი.



ღამე კოლიზეუმის ხედით (სასტუმრო Palazzo Manfredi, Via Labicana 125) – შესანიშნავი დიზაინი და უმაღლესი დონის სერვისი, რესტორანი დახვეწილი მენიუთი და ტერასა სახურავზე - ყველაფერი ეს სასტუმრო Palazzo Manfredi-ია თავისი 14 ნომრით, ოთხი ლუქსის მთავარი საძინებლიდან კი, კოლიზეუმის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.



გემრიელად წახემსება (Caffe Propaganda, Via Claudia 15) – ფრანგული ბისტროს სტილში მოწყობილ კაფეში აუცილებლად უმაღლესი ხარისხის პროდუქტით მომზადებული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, უგემრიელეს კოქტეილს და სასიამოვნო ატმოსფეროს შემოგთავაზებენ.



ბუტიკების ბაზრობა ბოსკეტოს ქუჩაზე (Via del Boschetto) – სამხატვრო გალერეების და ღვინის ბარების კვარტალში მოწყობილ ბაზრობაზე მხოლოდ ექსკლუზიური, თვითმყოფადი ბუტიკებია თავმოყრილი, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო დანიელი დიზაინერის ტინა სონდერგრაადის მაღაზიაა ნომრით 1D, ცნობილი მოქანდაკის, ილუსტრატორისა და ავეჯის დიზაინერის ლუიზა ებოლის მაღაზია La Porta de Safi და ღვინის ბარია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება რომში.



საუკეთესო ნაყინი რომში (ჯელატერია Neve di Latte, Via Luigi Polletti) - გურმანების სამოთხემ „თოვლი რძისგან“ ზახა ჰამიდის მუზეუმთან MAXXI ახლოს, თავისი უგემრიელესი ნაყინით გაითქვა სახელი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით  ყავის და შოკოლადის, სეზონური ხილის და ვანილის ნაყინი სარგებლობს.



ღამე ბუტიკ-ჰოტელში ესპანურ კიბესთან (Отель Portrait Roma, Via Bocca di Leone 23) – 1960-ანი წლების ესთეტიკით მოწყობილი სასტუმრო მოდურ კვარტალში თავისი 14 ლუქსით, „ვინტაჟური კონკურენტებისგან“ ორიგინალობით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამასთანავე, თამამდ შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული საღამო სასტუმროს სახურავზე და დატკბეთ ქალაქის არაჩვეულებრივი ხედებით.



გურმანების საყვარელი რესტორანი Roscioli (Via dei Giubbonari 21) – მცხობელების ცნობილი დინასტიის წარმოამდგენლის ალესანდრო როჩიოლის ოჯახური რესტორანი თავისი ღვინის ბარითა და გასტრონომიის განყოფილებით მართალია, საკმაოდ მარტივ, მაგრამ ყოველთვის „იტალიურად“ გემრიელ კერძებს სთავაზობს გურმანებს.



მაღალი სამზარეულო ბისტროში Marzapane (Via Velletri 39) - ქალაქის ხმაურიან რაიონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეასთან MACRO ახლოს მოწყობილ ბისტროში, მყუდრო ატმოსფეროს სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ქმნის, სამზარეულოს კი, ესპანელი ალბა ესტევეს რიუსი ხელმძღვანელობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კერძების თამამი ექსპერიმენტული ვერსიებით ანებივრებს სტუმრებს.



 

 
                    [post_title] => 10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => 10-saocreba-romshi-romelta-shesakheb-turistebma-naklebad-ician
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-17 12:08:01
                    [post_modified_gmt] => 2018-11-17 08:08:01
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306626
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 305596
                    [post_author] => 5
                    [post_date] => 2018-11-15 11:50:39
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 07:50:39
                    [post_content] => ვროცლავი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალწარმტაცი პოლონური ქალაქია. ყველა აღნიშნავს ბაროკოსა და გოთიკის არქიტექტურით დამშვენებულ ძველ ქალაქს, ასევე მრავალრიცხოვან ხიდებსა და არხებს, რომელიც აქ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუგეში. ვროცლავი სტუდენტური ქალაქია, ამიტომ აქ ბევრი ახალგაზრდაა, ცენტრში ბევრი ბარი, დისკოთეკა და სხვა გასართობი დაწესებულებაა.

 
ვროცლავში ჩასვლა ჩვენგან პრობლემა არ არის, რადგან ქუთაისიდან ამ ქალაქში პირდაპირი რეისები სრულდება (ხუთშაბათობით და კვირაობით).
ვროცლავში კი აეროპორტიდან (კოპერნიკის სახელობისაა) ქალაქში ტაქსით შეიძლება მისვლა ან №406 ავტობუსით. ის ქალაქის ცენტრში მიდის და 0.7 ევრო ღირს. ღამის საათებში აეროპორტიდან ქალაქში №249 დადის.  

ტრანსპორტი ქალაქში

საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია კერძო და მუნიციპალური ავტობუსებით, ასევე ტრამვაით. ტრამვაი მრავალფეროვანია, არის როგორც უახლესი მანქანები, ასევე ძველი, მაგრამ ხასხასად შეღებილი და გამართული. გარდა ამისა, ტრამვაის ნაწილი ჩასულებისთვის ტურისტულად არის მოწყობილი და საექსკურსიო მარშრუტით დადის. ერთ-ერთს „იულიუში“ ქვია, პოეტ იულიუშ სლოვაცკის საპატივსაცემოდ. ქალაქში ველოსიპედების იჯარით აღებაც შეიძლება საათში სულ რაღაც 2 ევროდ. რომანტიკა თუ მოგინდათ, საწყლოსნო სეირნობა მოიწყვეთ ოდრაზე. გონდოლა 5 ევროა საათში ან თბომავლით გაისეირნეთ (3-5 ვრო).  

სამზარეულო და რესტორნები

ვინც არ ყოფილა მარან Świdnicka-ში, არ ყოფილა ვროცლავში - სწორედ ასე ამბობენ ადგილობრივები. ევროპის ამ უძველეს რესტორანში ფასები სულაც არ იკბინება, 20 ევროდ შეიძლება იმდენი მიირთვათ, რომ ადგომა გაგიჭირდეთ. აი ატმოსფერო კი მართლაც დაუვიწყარია. ლუდის მოყვარულები უნდა მივიდნენ Spiz-ში. ამ საქმის მცოდნეები ამტკიცებენ, რომ იქვე მოხარშული ლუდი არაფრით ჩამოუვარდება ბელგიურ-ჰოლანდიურებს. საერთო ჯამში, ბარები, კაფე-რესტორნები ყველა კატეგორიის ვროცლავში უამრავია. ამიტომ ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნებით რაიმე მოძებნოს.  

შოპინგი და მაღაზიები

როგორც ტურისტებისთვის პოპულარულ ქალაქებში ვროცლავშიც ბევრი სუვენირების მაღაზიაა, რომლებიც ძირითადად საფეხმავლო ნაწილშია თავმოყრილი. აქ ეროვნული კოლორიტით მრავალფეროვანი საჩუქრებისა და სუვენირების ყიდვა შეიძლება. მათ შორის გამოირჩევა „ჯუჯების მოსაძებნი კომპლექტი“. თუ უფრო სერიოზული შოპინგი გინდათ, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში გაეშურეთ - „ცენტრუმ კორონა“, „გრუნვალდის პალასი“ ან „დომინიკანების გალერეა“.   [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="306329,306332,306328,306330,306331,306333,306334,306335,306336,306337,306338,306339,306340,306341,306342,306343,306344,306345,306346,306347"]  
ქალაქში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში; აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში, განსაკუთრებით პარკებში, მაღაზიებთან და რკინიგზის სადგურში; ავტომობილით გადაადგილება თუ მოგიწიათ - ღვედები უნდა გაიკეთოთ და ფარები ჩართოთ. მოძრაობა მარჯვენა მხარესაა. მაქსიმალური სიჩქარე ქალაქში 50 კმ/სთ-ია. დასახლებულ პუნქტებში 23:00-05:00 სთ - 60 კმ/სთ.
   

ვროცლავის ხიდები

ხიდები - ხელოვნების, ტექნიკისა და არქიტექტურის ძეგლებია. ვროცლავში ასზე მეტი ხიდია, ისინი ერთმანეთს მულტიკულტურული ქალაქის 12 კუნძულს აერთებს. შეყვარებულების ბოქლომები ტუმის ხიდზე ოლავის ხიდი გრუნვალდის ხიდი ზვერინეცკის ხიდი რენძისკის ხიდი ქვიშის ხიდი მშვიდობის ხიდი ალაოს ხიდი ბარტოშოვიცის ხიდი   https://www.youtube.com/watch?time_continue=52&v=WI4Zn8PLLlo  

გართობა და ღირსშესანიშნაობა

წმინდა ელჟბეტის ეკლესია, იაშისა და მალგოშის სახლი, რატუშა, ძველი ქალაქის სახლები... აუცილებლად მოინახულეთ კუნძული ტუმი და ვროცლავის სხვა კუნძულები, გაისეირნეთ ხიდებზე, ბოტანიკურ ბაღში და სხვა ულამაზეს პარკებში, მოიწყვეთ ღამის ექსკურსია ზოოპარკში, ეწვიეთ ეროვნულ მუზეუმს და რაცლავის პანორამას დეტალებში დააკვირდით. საღამო ხანს კი ჩამოსხედით ევროპაში ყველაზე დიდ მომღერალ შადრევანთან.   ვროცლავის ჯუჯები [ვიდეო] ვროცლავი ჯუჯების საცხოვრებელი ადგილია. პატარა ბრინჯაოს ქანდაკებებს ქალაქის ქუჩებში შეხვდებით. ისინი ბურთს თამაშობენ, სარეცს რეცხავენ, ფარანის ბოძიდან შეიძლება ხელშიც ჩაგახტეთ და ყველანაირად იქცევენ ყურადღებას. „იპოვე ჯუჯა“ - ერთ-ერთი ტურისტული ატრაქციონია. ქალაქის სიმბოლოს ჯუჯების ყოველი ფიგურა უნიკალურია თავისი სახელით, პროფესიითა და ბიოგრაფიით.   კუნძული ტუმი ტუმის კუნძული ვროცლავის უძველესი ნაწილია. უნიკალური ძველი ადგილი, რომლის ისტორია მე-14 საუკუნეში დაიწყო. კუნძულის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე დატკბებით რენესანსის სტილის ძველი შენობებით, ეპისკოპოსების სასახლითა და მთავარი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. ის გახლავთ გოთიკური არქიტექტურის შესანიშნავი შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სილეზიაში. მისი ისტორია 10 საუკუნის წინ დაიწყო. თუ მუზეუმები გიყვართ, არქიეპისკოპოსის მუზეუმს ეწვიეთ, სადაც ინახება ეტრუსკული, ეგვიპტური და ბერძნული საინტერესო ექსპოზიციები. შემდეგ ტუმის ხიდზე გადასვლით ძველ ქვიშის კუნძულზე (Wyspa Piasek) გადახვალთ. აქ ნახავთ 600 წლის წინ აგებულ ძველ გოთიკურ ეკლესიას, წისქვილს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას. ოდრაზე გადასასვლელი ხიდის გადავლით დუნიკოვსკის ბულვარზე (Boulevard Xdunikowskiego) გახვალთ და პარკის გავლით დამცავ ბასტიონთან მიხვალთ, საიდანაც კუნძულზე ლამაზი პანორამა იშლება. ოდნავ გვერდზეა გონდოლის ყურე, სადაც ნავის ქირაობა და ოდრაზე გასეირნება შეგიძლიათ. შემდეგ გაემართეთ ვროცლავის ერთ-ერთ უძველეს ბაზარში - Nowy Targ. Crozdka-ის ქუჩაზე უნივერსიტეტია, ნახავთ ბაროკოს სტილის წმინდა იესუსის ეკლესიას და მიხვალთ ძველ სასაკლაომდე (Jatki). ეს გახლავთ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ხორცით ვაჭრობისთვის ჩამოყალიბებული სავაჭრო რიგები. ამჟამად აქ ნავსაყუდელი მხატვრებმა და სამხატვრო გალერეებმა იპოვეს. გვერდით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზილიკა (წმინდა ელიზაბეტის). Świętego Mikołaja ქუჩის კვეთაზეა ძველი არსენალი. 1459 წელს აგებული ეს შენობა თავისებურად ევროპის ამ ნაწილში უძველესი შენობაა. მორიგი ღირსშესანიშნაობაა სამეფო სასახლე (მე-18 ს), სადაც ამჟამად რეგიონალური მუზეუმია.    
ჯერ კიდევ 1945 წლის მაისში ვროცლავს ბრესლაუ ერქვა და პოლონეთს არ ეკუთვნოდა. 9 მაისი, რომელიც პოლონეთში დღეისათვის ”კომუნისტური ტირანიის” დასაწყისადაა მიჩნეული, ამავდროულად გერმანული მიწების მიერთების თარიღიცაა. 1945 წლის 9 მაისს პოლონეთმა მიიღო შემდეგი მსხვილი გერმანული ქალაქები: გდანსკი, ბრესლაუ (ამჟამად ვროცლავი), ლეგნიცა, შეცინი.
    [gallery royalslider="1" link="file" size="large" ids="306369,306370,306371,306372,306373,306374,306375,306376,306377,306378,306379"]

მითიური ვროცლავი

ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ვროცლავი ისტორიის 1000 წელს და ტრადიციების 50 წელს ითვლის, აქ მრავალ ლეგენდას შეხვდებით. მაცხოვრებლებმა თავიანთი საქალაქო ლეგენდები შექმნეს მიწისქვეშა ქალაქზე, ჯუჯებზე, ექსცენტრიულ და უცნაურ ადამიანებზე. აი ვროცლავის მისტიური ადგილები. რკინიგზის სადგური მოიცავს ლეგენდებს და ისტორიას ნაცისტების გვირაბებსა და ბუნკერებზე საიდუმლო იარაღითა და საგანძურით. ჯუჯების შადრევანი თეატრალურ მოედანზე ჯუჯების ისტორიას ეძღვნება, რომლებიც ლეგენდის თანახმად ქვედა სილეზიის დედაქალაქის მიწისქვეშ სახლობენ. მოდერნის სტილის სასტუმრო მონოპოლია, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა - ადოლფ ჰიტლერი, პიკასო და სხვები. წმინდა ელიზაბეტის ბაზილიკა - გადმოცემის თანახმად ჯვაროსნების მაგისტრმა ის ბანქოში წააგო და პროტესტანტებს გადასცა. წისქვილის სამხრეთ ხიდი (Most Młyński Południowy) - ამ ხიდზე ინკვიზიციის დროს წყლის ცდები მიმდინარეობდა. ჯადოქრობაში დადანაშაულებურ ქალებს წითელ ლაბადაში ახვევდნენ და ოდრაში ყრიდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი - ალბათ ვროცლავის ყველაზე ლეგენდარული ადგილი. ყველაზე ცნობილი ლეგენდა ქვის თავთან არის დაკავშირებული. ისტორია ამბობს, რომ ახალგაზრდა ქარგალს იუველირის ქალიშვილი შეუყვარდა. მაგრამ რადგან ის მდიდარი არ იყო, იუველირმა უარი თქვა. ახალგაზრდამ ქურდობა და ძარცვა დაიწყო. როდესაც გამდიდრდა ხელახლა ითხოვა ქალის ხელი. იუველირი მიხვდა საიდან ქონდა ქონება და გააგდო. მრისხანებაში მოსულმა შურისძიების მიზნით იუველირის სახლი დაწვა და ხანძარს ტაძრის კოშკის პატარა სარკმლიდან უყურებდა. სასჯელმა აქ მაინც მიაგნო. ტაძრის კედელი მის კისერზე შეიკრა, ხოლო თავი გაქვავდა, რაც ყველასთვის გაფრთხილება გახდა ვინც ასეთი მრუდე გზით ივლიდა.     [post_title] => ვროცლავი – რჩევები პოლონეთში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => vroclavi-rchevebi-polonetshi-mogzaurobis-msurvelebs-fortunagidi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 12:07:51 [post_modified_gmt] => 2018-11-15 08:07:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=305596 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 304545 [post_author] => 23 [post_date] => 2018-11-12 12:11:16 [post_date_gmt] => 2018-11-12 08:11:16 [post_content] => შობა რომ ყველაზე ოჯახური დღესასწაულია ამაზე ალბათ არავინ დაობს, თუმცა ზოგჯერ გამონაკლისის დაშვება და სამოგზაურად წასვლაც არაა ცუდი იდეა. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ თითქმის მთელი მსოფლიო შობას 25 დეკემბერს ზეიმობს, ანუ 7 იანვარი ოჯახისა და ახლობლებისთვის ხელუხლებლად დაგვრჩება. ექსპერტებმა 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე საოცარი საშობაო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს. ნიუ–იორკი ქალაქი რომელსაც არასდროს ძინავს, საშობაოდ კიდევ უფრო აქტიური და სიცოცხლით სავსე ხდება. როკფელერის ნაძვის ხე, საშობაო მარკეტები, ყინულის სასრიალო მოედნები და უგემრიელესი ცხელი კაკაო – ნიუ–იორკი სწორედ ის ადგილია სადაც საახალწლო განწყობას ყველაზე უკეთ შეიგრძნობთ. ტოსკანა, იტალია ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ? მაშინ ბევრი აღარ იფიქროთ და ყველაზე ოჯახური შობის შესახვედრად იტალიას მიაშურეთ. სანტა კლაუსის სასახლე, საშობაო მარკეტები და ბევრი, ძალიან ბევრი გასართობი. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური შობა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გემრიელია. ლონდონი, ინგლისი ევროპის ყველაზე სადღესასწაულო ქალაქი შობის შესახვედრად საუკეთესო არჩევანია. უამრავი საშობაო მარკეტი, ყინულის მოედნები და შოპინგი, რომელიც ამ პერიოდში კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. დღის ბოლოს კი ბუხართან მოკალათებას და უგემრიელესი ინგლისური ჩაის მირთმევას არაფერი სჯობს. ლაპლანდია, ფინეთი არის კი რამე იმაზე მეტად ბუნებრივი, ვიდრე შობის ლაპლანდიაში შეხვედრა?! სანტა კლაუსის ოფიციალური სამშობლო ზუსტად ისე გამოიყურება, როგორიც ყველაზე ბავშვურ ფანტაზიაში წარმოგედგინათ. ელფები, ირმები და უამრავი ტკბილეული, რომელიც თავად მისის კლაუსის მიერაა გამომცხვარი.   მალტა ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ვერც თოვლს, ვერც სიცივეს და ვერც ყინულის მოედნებს ნახავთ, თუმცა იქ მზე, კარგი განწყობა და შორტებში გამოწყობილი სანტა კლაუსი დაგხვდებათ. მატლის ქუჩები საშობაოდაა მორთული და სადღესასწაულო გაწყობა კვირაზე მეტ ხანს მაინც გრძელდება. ნიურნბერგი, გერმანია არსად არ არის ისეთი საშობაო მარკეტები როგორც გერმანიაში, ამიტომ რეიტინგის მის გარეშე შედგენა წარმოუდგენელია. ნიურნბერგი კი მთელ გერმანიაში საუკეთესო საშობაო მარკეტებითაა ცნობილი. სადღესასწაულო ტრადიცია ქალაქში ჯერ კიდევ 1628 წლიდან იღებს სათავეს და ისტორიული შარმი ისევ ძველებურად იგრძნობა. გერმანული ქალაქი ვიზიტორებს უძველესი არქიტექტურითა და საინტერესო კულტურითაც ხიბლავს. ბეთლემი, ისრაელი თუკი ყველაზე ქრისტიანული შობის ნახვა გსურთ, მაშინ იესოს დაბადების ადგილზე უკეთეს დანიშნულებას ვერ იპოვით. ტაძრებში საშობაო წირვა–ლოცვა ტარდება, ხოლო ქუჩებში კი მთელი პროცესიები იმართება, რაც ნებისმიერი მოგზაურისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.   [post_title] => სად შევხვდეთ შობას? – 2018 წლის საუკეთესო დანიშნულებები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sad-shevkhvdet-shobas-2018-wlis-sauketeso-danishnulebebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-12 12:11:16 [post_modified_gmt] => 2018-11-12 08:11:16 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=304545 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 306626 [post_author] => 23 [post_date] => 2018-11-16 13:38:53 [post_date_gmt] => 2018-11-16 09:38:53 [post_content] => მართალია, ტურისტები კარგად იცნობენ რომის პოპულარულ მარშრუტებს, მაგრამ იტალიის დედაქალაქში უამრავი უცნობი ადგილია, რომელიც ყველა მოგზაურმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ფინჯანი ჩაი უძველეს სტატუებს შორის (კაფე Canova Tadolini, Via del Babuino 150A/B) - შენობა, რომელშიც კაფეა გასხნილი, 1818 წელს აშენდა არქიტექტორ ადამო ტადოლილინის სახელოსნოდ და მართალია, სტუდია მთელი ოთხი საუკუნე არქიტექტორის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ, მაგრამ დღეს იქ ორიგინალური კაფეა გახსნილი, რომლის ინტერიერს იმპერატორების, მითების გმირების, ღმერთების და ღვთაებების სკულპტურები ავსებენ. ანტიკვარიატს შორის გაღვიძება (სასტუმრო Arco dei Tolomei, Via dell'Arco de'Tolomei 27) – ტრასტევერეს მოედანზე მოთავსებული, რომის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ატმოსფერული სასტუმროს მფლობელებმა მარკო და ჯოანა ფედოსტიანმა, რომლებიც დიდი ხანია უძველესი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არიან გატაცებული, საკუთარი კოლექციის ექსპონატებით ექვსი ნომერი გააფორმეს. ჭადრაკის პარტია ადგილობრივებთან (Bar del Fico, Piazza del Fico 26) – რომაელებისთვის ჩვეული სცენა, როცა ჭაღარა მამაკაცები გასაშლელ მაგიდებზე ჭადრაკს თამაშობენ, დანარჩენები კი, სარკასტული კომენტარებით ამხნევებენ - ბევრს ფელინის ფილმებს გაახსენებს. სხვათაშორის, ჭადრაკის მოყვარულები აქ მანამდეც იყრიდნენ თავს, სანამ 2010 წელს ბარი გაიხსნებოდა მეზობელ რესტორანთან ერთად, სადაც თამამად შეგიძლით შეუკვეთოთ უგემრიელესი სტეიკი. ღამე კოლიზეუმის ხედით (სასტუმრო Palazzo Manfredi, Via Labicana 125) – შესანიშნავი დიზაინი და უმაღლესი დონის სერვისი, რესტორანი დახვეწილი მენიუთი და ტერასა სახურავზე - ყველაფერი ეს სასტუმრო Palazzo Manfredi-ია თავისი 14 ნომრით, ოთხი ლუქსის მთავარი საძინებლიდან კი, კოლიზეუმის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. გემრიელად წახემსება (Caffe Propaganda, Via Claudia 15) – ფრანგული ბისტროს სტილში მოწყობილ კაფეში აუცილებლად უმაღლესი ხარისხის პროდუქტით მომზადებული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, უგემრიელეს კოქტეილს და სასიამოვნო ატმოსფეროს შემოგთავაზებენ. ბუტიკების ბაზრობა ბოსკეტოს ქუჩაზე (Via del Boschetto) – სამხატვრო გალერეების და ღვინის ბარების კვარტალში მოწყობილ ბაზრობაზე მხოლოდ ექსკლუზიური, თვითმყოფადი ბუტიკებია თავმოყრილი, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო დანიელი დიზაინერის ტინა სონდერგრაადის მაღაზიაა ნომრით 1D, ცნობილი მოქანდაკის, ილუსტრატორისა და ავეჯის დიზაინერის ლუიზა ებოლის მაღაზია La Porta de Safi და ღვინის ბარია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება რომში. საუკეთესო ნაყინი რომში (ჯელატერია Neve di Latte, Via Luigi Polletti) - გურმანების სამოთხემ „თოვლი რძისგან“ ზახა ჰამიდის მუზეუმთან MAXXI ახლოს, თავისი უგემრიელესი ნაყინით გაითქვა სახელი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით  ყავის და შოკოლადის, სეზონური ხილის და ვანილის ნაყინი სარგებლობს. ღამე ბუტიკ-ჰოტელში ესპანურ კიბესთან (Отель Portrait Roma, Via Bocca di Leone 23) – 1960-ანი წლების ესთეტიკით მოწყობილი სასტუმრო მოდურ კვარტალში თავისი 14 ლუქსით, „ვინტაჟური კონკურენტებისგან“ ორიგინალობით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამასთანავე, თამამდ შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული საღამო სასტუმროს სახურავზე და დატკბეთ ქალაქის არაჩვეულებრივი ხედებით. გურმანების საყვარელი რესტორანი Roscioli (Via dei Giubbonari 21) – მცხობელების ცნობილი დინასტიის წარმოამდგენლის ალესანდრო როჩიოლის ოჯახური რესტორანი თავისი ღვინის ბარითა და გასტრონომიის განყოფილებით მართალია, საკმაოდ მარტივ, მაგრამ ყოველთვის „იტალიურად“ გემრიელ კერძებს სთავაზობს გურმანებს. მაღალი სამზარეულო ბისტროში Marzapane (Via Velletri 39) - ქალაქის ხმაურიან რაიონში, თანამედროვე ხელოვნების გალერეასთან MACRO ახლოს მოწყობილ ბისტროში, მყუდრო ატმოსფეროს სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ქმნის, სამზარეულოს კი, ესპანელი ალბა ესტევეს რიუსი ხელმძღვანელობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კერძების თამამი ექსპერიმენტული ვერსიებით ანებივრებს სტუმრებს.     [post_title] => 10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 10-saocreba-romshi-romelta-shesakheb-turistebma-naklebad-ician [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-17 12:08:01 [post_modified_gmt] => 2018-11-17 08:08:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306626 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 141 [max_num_pages] => 47 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_privacy_policy] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 091dede4e6df6021b7405f5825836cf4 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები