დათო ევგენიძემ სმას თავი დაანება – „სიკვდილისთვის ხშირად მითქვამს, კაი, რა არ წამიყვანო-მეთქი…“

პოპულარული

დათო ევგენიძემ სმას თავი დაანება – „სიკვდილისთვის ხშირად მითქვამს, კაი, რა არ წამიყვანო-მეთქი…“

მუსიკოს დათო ევგენიძეს, მეუღლესთან, ნინო ჟვანიასთან ერთად, „აკადემია ლაუნჯში“ შევხვდით. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის შევიტყვეთ ისიც, რომ წყვილმა ერთად ყოფნის 12 წლისთავი აღნიშნა. ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ კრიზისული პერიოდები, როგორც ყველა წყვილს, თუმცა მათი გადალახვა მოახერხეს. ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც თავად მუსიკოსი აღიარებს, მისი ალკოჰოლისადმი სიყვარული გახლდათ, თუმცა ახლა საერთოდ აღარ სვამს.

დავიწყოთ დღევანდელი დღით, 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა…

დათო:

ეს დღე ბევრი ემოციის მომტანია. პირველი – ტკივილია, რადგან ირაკლისთან ერთად არ ვარ. ვნერვიულობდი, როცა საუბარი იყო ირაკლის ძეგლის გახსნაზე. ვფიქრობდი, არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ირაკლის არ წარმოედგინა. ბედნიერი ვარ, რომ რაც ვნახე, ძალიან მომეწონა.

teqstირაკლიზე ორი წლით უფროსი ვიყავი. ბაკურიანში გავიცანით ერთმანეთი ძალიან პატარებმა, ორივეს გრძელი თმა გვქონდა. ის მესამე კლასში იყო, მე – მეხუთეში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. სოლოლაკიდან „ელექტრონიკამდე“, სადაც ირაკლი ცხოვრობდა, წამოვედით ცეკვა-ცეკვით. იმ დღიდან მოყოლებული შევიმუშავეთ ჩვენი ენა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა. სიტყვებით ვსაუბრობდით, თუმცა სხვებისთვის არაფრისმთქმელი და დაუწყობელი წინადადებები იყო. დავრჩი მარტო, ამ გამოხატულების მქონე ადამიანი მეორე არ არსებობს, ხანდახან იქ ველაპარაკები ხოლმე… არის მარტოობის განცდა, ძალიან ძლიერი. მართლა ვართ დაკარგული თაობის წარმომადგენლები, რადენიმე ადამიანი დავრჩით მათგან, ვინც „მუზასთან“ იკრიბებოდა შატალოზე. მიხარია, რომ ახალ თაობას ირაკლი ჩარკვიანი უყვარს.

როცა ახალ ადამიანს გაიცნობთ, მისი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში რა როლს თამაშობს და მეორე ნახევართან დაკავშირებით იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ მას მუსიკა ჰყვარებოდა?

სხვა შემთხვევაში ნინო ჩემი ცოლი ვერ გახდებოდა (იღიმის), გამორიცხულია… ნიშანდობლივია, რომ ახლა ჩვენ „აკადემიაში“ ვართ, რადგან ამ შენობასთან ახლოს ცხოვრობდა ნინო. სოხუმიდანაა, ომამდე გამოუშვეს თბილისში. აქვე იყო ჩემი მეგობრის ოფისი, ხშირად მოვდიოდი, რომ ნინო ფანჯრიდან დამენახა, ძალიან მომწონდა. ვცდილობდი, სადმე შევხვედროდი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ჩვენ ოდესღაც ერთად ვიქნებოდით.

ნინო:

დათოს ძალიან ბევრი წელია ვიცნობ. კარგად მახსოვს ერთი დღე. 90-იანი წლები იყო, მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში მოვდიოდით. გაჩერდა მანქანა… დათო, ირაკლი ჩარკვიანი და ანრი ბასილაია ისხდნენ. ფილარმონიაში მიდიოდნენ, სტუდიაში, სიმღერის ჩასაწერად. ახალ ალბომზე მუშაობდნენ. ჩვენც წაგვიყვანეს. მათზე ბევრად პატარები ვიყავით, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით.

რთულია ხელოვანი ადამიანის ცოლობა?

teqstiძალიან ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. როგორი ადამიანიც ხარ, ალბათ, იმის მიხედვით, რთულია ან ადვილი. ჩემთვის საინტერესოა, ვიღებ დიდ განათლებას მუსიკაში და მაქვს არასტანდარტული ცხოვრება. შეიძლება, წლების წინ იყო სირთულე, როცა რადიკალურად სხვანაირად დავიწყე ცხოვრება, მერე მივხვდი, რომ უამისოდ ვერც ვიარსებებდი.

სიუპრიზები არის თქვენს ცხოვრებაში?

დათოს უყვარს სიუპრიზები. ერთი კვირის წინ, შეუღლებიდან 12 წლისთავი გვქონდა, პირდაპირი ეთერის საშუალებით მომილოცა. მართლა სიურპიზი იყო, არ ვიცოდი, ძალიან ლამაზი მოლოცვა იყო, რომელმაც შემძრა (იღიმის).

ხელოვანები დაფრინავენო, ამბობენ და საყოფაცხოვრებო ამბებში როგორია დათო?

ესეც ზოგადი გამონათქვამია. დათო ფანტასტიკური მამა და არაჩვეულებრივი მეუღლეა. რა თქმა უნდა, დაფრინავს, ლექსებში, მელოდიებში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში აქვს ის თვისებები, რაც სხვა ხელოვანებს არ ახასიათებთ. არანორმალური მამაა, ზოგჯერ შემაწუხებლად ყურადღებიანიც (იღიმის). მათ პირად ცხოვრებაში არ ერევა, მაგრამ სულ ურეკავს, კითხულობს, ინტერესდება.

დათო:

სულ დავფრინავ, მაგრამ მიწაზე ვბრუნდები. რაც შეხება პრაქტიკულობას, მგონი, ნოლზე მაქვს. ოჯახური საქმის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ ვიცი. არ ვიცი, სად რა მიდევს. ნინო რომ არ იყოს, ვერ ჩავიცვამ.

ერთმანეთთან გაბუტულხართ, რაზე კამათობთ ხოლმე?

ნინო:

კამათი როგორ არ გვაქვს, მაგრამ არა სერიოზული.

teqstiiდათო:

ჩემს დალევაზე გვქონია ყველაზე ხშირი კამათი და კონფლიქტი. ამას უკვე მორჩი და ახლა მაინტერესებს, რაზე მეჩხუბება. მართლა ბევრს ვსვამდი. სმას მოჰყვება გაუთვალისწინებელი ნაბიჯები, ღამე სახლში არმოსვლა, გადაკარგვა, სხვაგან გაღვიძება, ოღონდ ვიღაცის ოჯახში კი არა, მაგალითად, სკვერში, მინდორში. მპოულობდნენ სასწრაფოში. მქონია ასეთი პერიოდები, ე.წ. „ზაპოი“.

როგორ დააღწიეთ თავი?

ჩვეულებრივად. ავდექი და დავანებე თავი. როცა უჭირთ თავის დანებება, ეს ალბათ, სამედიცინო პრობლემაა. მე კი არ მიჭირდა თავის დანებება, უბრალოდ, არ მინდოდა. ნინომ იცის, არის ღამეები, როცა შეიძლება, სამი-ოთხი კომპოზიცია დავწერო და ლექსები პირდაპირ „ფეისბუქზე“. ასეთი შემოტევის დროს იღლები, გინდა გათიშვა და ალკოჰოლს იყენებ ამისთვის. ამ პერიოდებში საკუთარი თავისგან ვისვენებდი ხოლმე.

იმ დღეს სიკვდილს დავუწერე ლექსი. სიკვდილს ვემეგობრები. ამის გარეშე ხელოვნება არ არსებობს. ამას წინათ მითხრეს, ღვიძლი ძალიან ცუდ დღეში გაქვს, თუ დალევას არ მოეშვები, მოკვდებიო. დავიწყე სიკვდილზე ფიქრი და დავუწერე ლექსი, რამდენჯერ მე თვითონ გინგრევდი კარს, შენ მიხურავდი, ჩემი ექიმიც იყავი და ჩემს სიზმრებში ოთახიც გამოგიყავი-მეთქი, ალბათ შიში მალაპარაკებს, მაგრამ მე თუ კონცერტზე მოვიწყენ, შენ მაინც არ მოიწყინო-მეთქი. სიკვდილისთვის ხშირად მითქვამს, კაი რა, ახლა არ წამიყვანო-მეთქი… ჯიგარია სიკვდილი, მართლა. ადამიანი ხარ, არ გინდა, რომ მოკვდე, არც მე მინდა, მაგრამ ეს ის პაემანია, რამდენჯერაც უნდა დააგვიანო, ერთხელ მიხვალ. ასე რომ, ვეცდები, რომ დიდხანს ვიცხოვრო, ნიკოლოზი მყავს, ნინო, ლუკა და ლიკა, მყავს მეგობრები, ლექსი, მუსიკა…

როცა ლექსებს ვწერ, ნინოს ვაღვიძებ, რომ წავაკითხო. ახლა ლექსებს პირდაპირ „ფეისბუქზე“ ვბეჭდავ, ნინოს დგება, მოდის კომპიუტერთან და კითხულობს, მაგრამ მეორე დღეს აღარ ახსოვს და მეუბნება, რა კარგი ლექსი დაგიწერიაო (იცინის). თურმე ტელეფონში უნახავს, ღამე რომ ვაჩვენე, ის აღარ ახსოვს…

12-წლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. ქორწინება როგორ უნდა შეინარჩუნო, გაქვთ ამის რეცეპტი?

როცა ერთმანეთზე ფიქრობ, ეს არის წყვილი. საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, მაგრამ ოჯახური ცხოვრების სიმყარე ერთმანეთზე ფიქრშია.

დათო:

teqstiiiiქართველებს ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – მიყ-ვარ-ხარ. თუ გიყვარს, ე.ი. ვარ და ხარ. როცა გიყვარს, ორივე ხარ. ვარ და ვარ და ხარ და ხარ აღარ გამოდის სიყვარული (იღიმის). ძალიან მიყვარს ჩემი ენა, როცა შოთა გყავს, გალაკტიონი, ვაჟა… როგორც მუსიკოსი, მაინც ვფიქრობდი, რატომ გვაქვს ასეთი უხეში სიტყვა მიყვარხარ. მინდოდა სხვანაირი სიტყვა ყოფილიყო, უფრო რბილი. მერე უცებ დავინახე ეს სიტყვა და ის, რომ მასში დევს – ვარ, ხარ… აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგრად მთელ მსოფლიოში ჩვენ ვუსხნით ერთმანეთს სიყვარულს.

დათო, ამ წუთას როგორ აუხსნიდით სიყვარულს ნინოს?

აღარ ავუხსნიდი, რადგან ისეთი ახსნილი მაქვს, რომ მგონი, ერთი სული აქვს, გაიქცეს და თავი დაიხსნას (იცინის). რამდენიმე ხნის წინ ლექსი დავუწერე და ჩათვალეთ, რომ ასე ავუხსენი სიყვარული:

„მე მინდა ვიყო შენი მუზეუმი, რომ ყველამ ნახოს შენი მშვენება,

მე მინდა ვიყო შენი ღამე, რომ შენ ღამე ანთებდე ვარსკვლავებს ჩემში,

მე მინდა ვიყო შენი ზღვა, რომ შენ მზესავით ჩადიოდე ჩემში,

მე მინდა ვიყო შენი უსასრულობა, რომ შენ იკარგებოდე ჩემში და მე გპოულობდე…“

გადაღების ადგილი: „აკადემია ლაუნჯი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

ექსკლუზივი /

|

21 ნოემბერი, 2016

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => dato-evgenidze
                                    [1] => nino-djvania
                                    [2] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 89620
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => dato-evgenidze
                                    [1] => nino-djvania
                                    [2] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 89620
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 8713
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => dato-evgenidze
                                    [1] => nino-djvania
                                    [2] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => dato-evgenidze
                                    [1] => nino-djvania
                                    [2] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (89620) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (8713,8714,12121)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306407
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-15 12:26:59
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 08:26:59
                    [post_content] => „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავამ დათო ევგენიძესთან დაკავშირებული უცნობი ფაქტი გამოააკარავა, რაზეც თავად კომპოზიტორს საუბარი არ სურდა. როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს, ზვიად დარბაიძეს, რომელმაც შემთხვევით დათო და მისი მეუღლე წაიყვანა, კომპოზიტორმა ღვიძლის გადასანერგად ფული მისცა და ეს თანხა ბანკიდან ისესხა...

ზვიად დარბაიძე:

ცე ჰეპატიტის ნიადაგზე ცეროზი განმივითარდა. არ ვიცოდი, რომ ეს დაავადება მქონდა. როცა გავიგე, უკვე მეოთხე სტადია იყო. ღვიძლის გადანერგვა მჭირდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო, 165 000 მოითხოვეს.3 1 დეკემბერს, წვიმიან დღეს, გამოვედი სამუშაოდ, ოპერის წინ დათო ევგენიძეს გავუჩერე, მეუღლესთან ერთად იყო. გზაში გამოველაპარაკე. სახე მქონდა აჭრელებული და მკითხა მიზეზი. ნომერი ჩაიწერა, მაგრამ მერე რაც გააკეთა, დაუჯერებელი იყო. დამირეკა, მითხრა, გაიგე, რა ჯდებაო. მე მივხედავ მაგ საქმეს, დაწექიო. დააფინანსა ყველაფერი. დღემდე აზრზე არა ვარ, ისე გამიკეთეს ოპერაცია, ღვიძლი გადანერგილი მაქვს. დათო ევგენიძემ სიცოცხლე მაჩუქა. მაგაზე მეტი სიკეთე ადამიანმა ამ ქვეყანაზე რა უნდა გააკეთოს. ღმერთი რომ ანგელოზს გამოგიგზავნის, ეს იყო. მთხოვა, არავისთვის მეთქვა.

როგორც დათო ევგენიძემ ია ფარულავასთან საუბრისას აღნიშნა, ტაქსის მძღოლი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი - „ის დღეები ვსვამდი, არეული მქონდა. დედა ახალი გარდაცვლილი იყო. ტაქსიში ჩავჯექი, კარი რომ გაიღო, შუქი აინთო, მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა, ვკითხე მიზეზი. მითხრა, რომ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. შინაგანად ვიცოდი, რომ ეს კაცი უნდა გადარჩენილიყო. ისეთი მთვრალი ვიყავი, სახელი ევრ დავიმახსოვრე და ტელეფონში ჩავწერე: „ღვიძლი“, მეორედ რომ დავურეკე, გადავაკეთე, „ზვიადი ღვიძლი“. ეს თანხა არა მაქვს ჯერ გადახდილი, ვიხდი და ვიხდი...ეს კაცი ხომ ცოცხალია... ეს არის მთავარი. ჩემი ცოლი კიდევ უფრო შემიყვარდა, ბოლომდე გვერდზე იდგა ამ საქციელში“.


                    [post_title] => დათო ევგენიძემ უცხო ადამიანისთვის ღვიძლის გადასანერგად ბანკიდან ვალი აიღო
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => dato-evgenidzem-uckho-adamianistvis-ghvidzlis-gadasanergad-bankidan-vali-aigho
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-11-15 15:05:51
                    [post_modified_gmt] => 2018-11-15 11:05:51
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306407
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 287182
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-09-21 14:42:35
                    [post_date_gmt] => 2018-09-21 10:42:35
                    [post_content] => მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც მას გვერდს დაუმშვენებენ.

მერაბი ამ ბოლო დროს იმიჯშეცვლილი წარდგა საზოგადოების წინაშე. მას ახალი ვარცხნილობა აქვს, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა. ცნობილ მომღერალს „სტრადა“-ში შევხვდით და  ყველა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

მერაბ სეფაშვილი:

14 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გავმართავ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, კარგი გამოვიდეს. იქნება ძველი და ახალი სიმღერები, რომლებსაც ბენდთან ერთად შევასრულებ.

რას ნიშნავს ჩემთვის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე? ეს თარიღი, პირველ რიგში, გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც ამ წლების განმავლობაში მივიღე. ეს ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანია. მართლა ძალიან დიდი გამოცდილებაა და კონცერტი უნდა იყოს მაყურებლისთვის საინტერესო და ხარისხიანი. ისეთი მუსიკოსები შევიკრიბეთ, რომ მუსიკალური მხარე იქნება ნამდვილად ხარისხიანი. ეს იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ვიყო ფორმაში და ყოველ წელს შევძლო რაღაც ახალი.

ვოკალს ავარჯიშებთ ხოლმე?

ასე არ ვმეცადინეობ, მაგრამ ვცდილობ, ბევრი ვიმღერო არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზებში, არამედ კლუბებში, სხვადასხვა ადგილას. ძალიან მნიშვნელოვანია, მომღერალმა ხშირად იმღეროს. ასევე ჩაწეროს ახალი სიმღერები. 14 ოქტომბრის კონცერტზე აჟღერდება ძველი სიმღერები ახალი ვერსიებით. ეს ყოველთვის საინტერესოა და მოდურიც გახდა. მთელი მსოფლიო ასეა. ახალი ნაკლებად იწერება. მეც მსურს, რომ კარგი ძველი სიმღერები არ დავკარგო.



შოუბიზნესი, მგონი, მეტ-ნაკლებად ამოძრავდა საქართველოში...

(იცინის) მე უფრო მეტს ვისურვებდი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი მომღერალი გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კონცერტი ჰქონდეთ, ამ სფეროს მიეცეს განვითარების, მათ კი - სცენაზე გამოსვლის საშუალება.

საქართველოში სულ ასე ხდებოდა, არჩევნებთან ერთად აქტიურდებოდა კონცერტების თემაც. შოუბიზნესი კი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც სახელმწიფოზე და არც კერძო ინვესტიციაზე. თავისით უნდა ვითარდებოდეს.

დღესაც ასეა?

დიახ, ასე გრძელდება, რა თქმა უნდა. ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც შეუძლია, თავისი შემოქმედება აწარმოოს საკუთარი შემოსავლით. რეალურად, მომღერლებს ძალიან მცირე შემოსავალი აქვთ. ეს არ ყოფნის იმას, რომ მიხვიდე სტუდიაში, ჩაწერო სიმღერა, გადაიღო კლიპი. ძალიან ძვირია ეს ყველაფერი.

ქართველი მომღერლები, ძირითადად, ამ ყველაფერს სხვადასხვა ადამიანის ქველმოქმედებით ახერხებენ ხოლმე... 

ასეა და ასე არ უნდა იყოს. ძალიან კარგია მეგობრები, ადამიანები, ვისაც ეს სფერო უყვარს და უანგაროდ გეხმარებიან, მაგრამ ყველას უნდა შეეძლოს, თვითონ შექმნას საკუთარი პროდუქცია.

ფორმაში ყოფნა ვახსენეთ და გავიგე, რომ სიგარეტისთვის თავი დაგინებებიათ. 

35 წელი ვეწეოდი და ერთი თვეა, სიგარეტს დავანებე თავი. სხვადასხვა ალტერნატიულ საშუალებას ვიყენებ და ბევრად კარგად ვარ. კარგად იმოქმედა სუნთქვის ამბავზე. პატარაც აღარ ვარ, ეს აუცილებელი იყო და დიდი ხნის წინაც უნდა გამეკეთებინა.

ახლა რამ გაიძულათ?

თავისთავად მოხდა. აღარ მომწონდა მოწევა. ისიც არ მომწონს, სხვა რომ ეწევა ჩემი თანდასწრებით.



ანუ გუგული მაღრაძის ინიციატივამ სულზე მოგისწროთ...

(იცინის) ამ კანონპროექტს ვეთანხმები, რადგან როცა ეწევი, სხვა არ უნდა შეაწუხო, გახვიდე გარეთ და ისე მოწიო. მე რამ მაიძულა, ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ისევ დავიწყო.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ხართ და ვარჯიშიც ხომ არ დაიწყეთ?

არა, ჯერჯერობით არ დამიწყია.

ახალგაზრდულად გამოიყურებით. ახალი ვარცხნილობა გაქვთ...

(იცინის) ცოტა თმა მოვიმატე... უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მსოფლიოში. ამას ჰქვია იმპლანტაცია. მერე მითხრეს, თუ საქართველოში მოეწონებათ, გასწავლით, ასე ფულიც როგორ გააბევროთო (იღიმის). საზღვარგარეთ გავიკეთე თმის იმპლანტაცია.

სოციალურ ქსელებში თქვენი ახალი ვარცხნილობა აიტაცეს...

(იცინის) კი, კი, ვნახე.

ელოდით ასეთ რეაქციას?

არ ვიცი. ჩემი აზრით, სცენაზე ესთეტიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემები მქონდა და მოვიგვარე.

ჩაცმულობაზეც მინდა გკითხოთ. 14 ოქტომბერს იცით, რას ჩაიცვამთ?

ჯერჯერობით, არ ვიცი. თავად ვარჩევ ხოლმე, არავინ მეხმარება, ვყიდულობ. კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გადავწყვეტ, რას ჩავიცვამ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გამოიყურებოდე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, მთავარია, სცენაზე კომფორტულად ვიყო. რამდენიმე ვარიანტი მექნება არჩეული და ხასიათის მიხედვით შევარჩევ.



მუსიკალურ მხარეზე ისევ გკითხავთ. დუეტები შესრულდება?

ჩემს კონცერტზე პირველად შესრულდება რამდენიმე დუეტი. ვისთან, ამას სიურპრიზად დავტოვებ. იმდენი დუეტი მაქვს ჩაწერილი, ყველა რომ ვიმღეროთ, შეუძლებელია...

ღელვის საფუძველი გაქვთ, კონცერტის წინ ნერვიულობთ?

ყველა კონცერტის წინ ვღელავ, მაგრამ როგორც კი სცენაზე გადიხარ, ღელვა მთავრდება. ბევრჯერ მქონია ექსტრემალური სიტუაცია, ვიღაცას რაღაც აერია, მაგრამ ისე გამოვსულვარ მდგომარეობიდან, მაყურებელს ვერ შეუმჩნევია. მთავარია, თავად იყო მზად.

ახლა თქვენი ცხოვრების რა საფეხურზე ხართ?

სულ ვერიდები პოლიტიკაზე ლაპარაკს, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა, ქვეყანა იყოს ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. ხალხი კარგად ცხოვრობდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. რეალურად ხალხს ძალიან უჭირს და მინდა, ეს მოგვარდეს. ამასთან ერთად, შოუბიზნესის პრობლემებიც მოგვარდება.

არჩევნებზე აპირებთ წასვლას?

კი, აუცილებლად.

იცით, ვის მისცემთ ხმას?

თუ რამე არ შეიცვალა, პრინციპში გადაწყვეტილი მაქვს, ვის მივცემ ხმას, თუმცა საიდუმლოდ დავტოვებ.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი 

გადაღების ადგილი: „სტრადა“



ნინო მურღულია

[gallery
royalslider="1" ids="287197,287203,287198,287196,287194,287202,287199,287200,287201,287204,287220"]
                    [post_title] => მერაბ სეფაშვილი: „თმა საზღვარგარეთ გადავინერგე...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => merab-sefashvili-tma-sazghvargaret-gadavinerge
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-09-21 15:14:16
                    [post_modified_gmt] => 2018-09-21 11:14:16
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=287182
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 287008
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-09-21 12:11:46
                    [post_date_gmt] => 2018-09-21 08:11:46
                    [post_content] => ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო.

„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. მსახიობი და პოეტი აღარ არის, მაგრამ მისი შემოქმედება კვლავ აქტუალურია. მის მეუღლესთან, ქალბატონ ნინა ჩოდრიშვილთან შეთანხმებით, ანრი ჯოხაძემ ცნობილ ლექსზე მელოდია შექმნა და ბოლო ოთხი წელია, ცდილობს დააასრულოს ვიდეორგოლი, რომელშიც 40-მდე ცნობილი სახე გადაიღო, მათ შორის ნუკი კოშკელიშვილი, ქრისტინე იმედაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი ბოლო გადაღება აღმოჩნდა, კესარია აბრამიძე კრისტი ყიფშიძე, ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე, რომელთაც სიმღერაში საკუთარი პარტიები აქვთ, ნინო გაჩეჩილაძე და სხვები. ვიდეოროგლის ოპერატორი ცნობილი ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე გახლავთ, რომელმაც შვილთან, ვასკასთან ერთად, დიდი სამუშაო გასწია და საინტერესო კადრები გადაიღო, მათ შორის, როგორც თავად გვითხრა, დრონით გადაღებული კადრებიც შედის... „ანრიმ ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა. შრომატევადი იყო, მაგრამ რადგან რეჟისორმა ზუსტად იცოდა, როგორი კადრი სჭირდებოდა, ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. რამდენიმე ლოკაციაზე ცოტა უფრო მეტად ვიმუშავეთ, იდეისა და მესიჯების ცოდნის გამო ნამდვილად არ გაგვჭირვებია, ანრი დიდი პროფესიონალია“, გაგვიმხილა ცნობილმა ფოტოგრაფმა.

ვიდეორგოლის ჩვენების დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, დავინტერესდით, როგორ მოეწონა ის ნინა ჩოდრიშვილს და ასევე აზრი ვკითხეთ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც.



ნინა ჩოდრიშვილი, ნიკო გომელაურის მეუღლე:

გარდა იმისა, რომ ძალიან მიხარია, ნიკომ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში, მომწონს კონცეფცია, სათქმელი და თქმის სურვილი. რაც მთავარია, კარგად გამოვიდა. გულწრფელად ძალიან მომეწონა... ძალიან მწყინს, რომ ყველაფერი ეს ნიკოს გარეშე ხდება...

ნუკი კოშკელიშვილი:

თქვენ წარმოიდგინეთ, აღარ მახსოვდა, რომ ამ კლიპში ვიყავი გადაღებული (იციის). სულ ვახსენებდი ანრის, როდის იქნება კლიპი-მეთქი. ანრი არის გენიოსი და დიდი პროფესიონალი, რომელთან მუშაობითაც დიდი სიამოვნება მივიღე. სულ მპასუხობდა, რომ ეს სიმღერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მასზე გადაღებულ კლიპს ასე ადვილად ვერ გამოუშვებდა. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომა იყო.

მიხარია, რომ ჩემი მეუღლეც დაესწრო ვიდეორგოლის ჩვენებას და შემეძლო მისთვის ამეხსნა, სად რა ჰქონდა ნაგულისხმევი ანრის. ძალიან მაგარი ბიჭია. წარმატებები, ანრი, კიდევ გადაგვიღე, ხასიათზე რომ იქნები. როცა ანრი ხასიათზეა, მაგარ რაღაცებს აკეთებს.

რატი დურგლიშვილი:

ძალიან მომეწონა და ვულოცავ ანრის კიდევ ერთ გამარჯვებასა და წარმატებას. ვისურვებდი, კიდევ გაგვანებივროს ასეთი ლამაზი კლიპებით. ჩემი მეგობრები მონაწილეობენ და ძალიან გამიხარდა მათი ეკრანზე ნახვა. ძალიან შინაარსიანი ვიდეოა და ყველაფერი დავინახე. ანრის ყოველთვის აქვს ხოლმე სათქმელი, საოცრებაა...

საღამოს ბოლოს მთავარმა გმირმა ჩვენთან საუბრისთვის მოიცალა. ანრის ღელვა ინტერვიუს დროსაც ეტყობოდა და მანამდეც, როცა სცენაზე კლიპის წარსადგენად  და მადლობის გადასახდელად ავიდა... როგორც აღნიშნა, ამ პროექტზე დიდხანს იმიტომ მუშაობდა, რომ სურდა, ის საუკეთესო გამოსულიყო.



ანრი, სწორად გავიგეთ შენი სათქმელი? ბრჭყვიალა რაღაცების მიღმა ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია... 

ანრი ჯოხაძე:

დიახ, ეს არის ამ კლიპის ფინალური მესიჯი. პრობლემა ის კი არ არის, ვინ ვისთან დაწვება, ვინ გამოაჩენს ძუძუს ეთერში, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია. ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ამ მთავარ თემაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ნიკო გომელაურს ეს ჩემზე მეტად აწუხებდა თავის შემოქმედებაში, ეს ყველგან ჩანს.

რატომ ნერვიულობდი დღეს განსაკუთრებით?

ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ ოთხი წელია, ამ სიმღერასა და კლიპზე ვმუშაობ. დღეს ნინა ჩოდრიშვილი აქ იყო და ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მის წინაშე ვგრძნობ.

[gallery columns="4" link="file" ids="287027,287034,287023,287025,287020,287019,287030,287028"]

როგორი კმაყოფილი ხარ თავად შედეგით?

უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მთავარი ვიდერგოლში აქ არის ის, რომ მაყურებლამდე მესიჯი სწორად მიიტანო. ეს შევძელი. აქ რა ფერის კაბა აცვია პერსონაჟს, აბსოლუტურად არ მაღელვებს. ხელოვანი ადამიანისგან პროტესტია მთავარი, თორემ ყვავილებსა და ვარდებზე ყველა მღერის...

ამ სიმღერაში ანრი ჯოხაძე ვარდებზე ნამდვილად არ მღერის. ის მღერის იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ყოველდღიურად ჩვენი ყურადღების მიღმა, სინამდვილეში მეასეხარისხოვანი თემების გამო, რჩება ის, რაც წესით,  ყველა ქართველის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს, დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც მეზობელმა ქვეყანამ მიიტაცა - კლიპის ბოლოს თქვენ ნახავთ გორში დევნილების დასახლებას, მავთულხლართებს და წითლად დაწერილ სიტყვას, რომლის თქმაც ოკუპანტებისთვის ყველა ჩვენგანს სურს!..

ნინო მურღულია

ფოტო: გოგა მოსიაშვილი

[gallery royalslider="1" ids="287011,287012,287013,287014,287015,287016,287017,287018,287019,287020,287021,287022,287023,287024,287025,287026,287027,287028,287029,287030,287031,287032,287033,287034,287035,287036"]
                    [post_title] => ანრი ჯოხაძის კლიპი ყველა ქართველის სათქმელით - „მთავარი არ არის, ვინ ვისთან დაწვება და ვინ ძუძუს გამოაჩენს...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => anri-jokhadzis-klipi-yvela-qartvelis-satqmelit-mtavari-ar-aris-vin-vistan-dawveba-da-vin-dzudzus-gamoachens
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-09-21 13:21:50
                    [post_modified_gmt] => 2018-09-21 09:21:50
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=287008
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 306407
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-11-15 12:26:59
            [post_date_gmt] => 2018-11-15 08:26:59
            [post_content] => „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავამ დათო ევგენიძესთან დაკავშირებული უცნობი ფაქტი გამოააკარავა, რაზეც თავად კომპოზიტორს საუბარი არ სურდა. როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს, ზვიად დარბაიძეს, რომელმაც შემთხვევით დათო და მისი მეუღლე წაიყვანა, კომპოზიტორმა ღვიძლის გადასანერგად ფული მისცა და ეს თანხა ბანკიდან ისესხა...

ზვიად დარბაიძე:

ცე ჰეპატიტის ნიადაგზე ცეროზი განმივითარდა. არ ვიცოდი, რომ ეს დაავადება მქონდა. როცა გავიგე, უკვე მეოთხე სტადია იყო. ღვიძლის გადანერგვა მჭირდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო, 165 000 მოითხოვეს.3 1 დეკემბერს, წვიმიან დღეს, გამოვედი სამუშაოდ, ოპერის წინ დათო ევგენიძეს გავუჩერე, მეუღლესთან ერთად იყო. გზაში გამოველაპარაკე. სახე მქონდა აჭრელებული და მკითხა მიზეზი. ნომერი ჩაიწერა, მაგრამ მერე რაც გააკეთა, დაუჯერებელი იყო. დამირეკა, მითხრა, გაიგე, რა ჯდებაო. მე მივხედავ მაგ საქმეს, დაწექიო. დააფინანსა ყველაფერი. დღემდე აზრზე არა ვარ, ისე გამიკეთეს ოპერაცია, ღვიძლი გადანერგილი მაქვს. დათო ევგენიძემ სიცოცხლე მაჩუქა. მაგაზე მეტი სიკეთე ადამიანმა ამ ქვეყანაზე რა უნდა გააკეთოს. ღმერთი რომ ანგელოზს გამოგიგზავნის, ეს იყო. მთხოვა, არავისთვის მეთქვა.

როგორც დათო ევგენიძემ ია ფარულავასთან საუბრისას აღნიშნა, ტაქსის მძღოლი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი - „ის დღეები ვსვამდი, არეული მქონდა. დედა ახალი გარდაცვლილი იყო. ტაქსიში ჩავჯექი, კარი რომ გაიღო, შუქი აინთო, მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა, ვკითხე მიზეზი. მითხრა, რომ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. შინაგანად ვიცოდი, რომ ეს კაცი უნდა გადარჩენილიყო. ისეთი მთვრალი ვიყავი, სახელი ევრ დავიმახსოვრე და ტელეფონში ჩავწერე: „ღვიძლი“, მეორედ რომ დავურეკე, გადავაკეთე, „ზვიადი ღვიძლი“. ეს თანხა არა მაქვს ჯერ გადახდილი, ვიხდი და ვიხდი...ეს კაცი ხომ ცოცხალია... ეს არის მთავარი. ჩემი ცოლი კიდევ უფრო შემიყვარდა, ბოლომდე გვერდზე იდგა ამ საქციელში“.


            [post_title] => დათო ევგენიძემ უცხო ადამიანისთვის ღვიძლის გადასანერგად ბანკიდან ვალი აიღო
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => dato-evgenidzem-uckho-adamianistvis-ghvidzlis-gadasanergad-bankidan-vali-aigho
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-11-15 15:05:51
            [post_modified_gmt] => 2018-11-15 11:05:51
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306407
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 121
    [max_num_pages] => 41
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_privacy_policy] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 0d857c455ab587352a06ff5100a131ce
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები